როზა როგომბე
როზა როგომბე | |
გაბონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 ივნისი, 2009 – 16 ოქტომბერი, 2009 | |
წინამორბედი | ომარ ბონგო |
მემკვიდრე | ალი ბონგო ონდიმბა |
დაბადებული | 20 სექტემბერი, 1942 ლამბარენე, გაბონი |
გარდაცვლილი | 10 აპრილი, 2015 (72 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
პოლიტიკური პარტია | გდპ |
როზა როგომბე (დ. 20 სექტემბერი, 1942, ლამბარენე, გაბონი — გ. 10 აპრილი, 2015, პარიზი, საფრანგეთი) — გაბონელი პოლიტიკური მოღვაწე, გაბონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2009 წლის 10 ივნისიდან ამავე წლის 16 ოქტომბრამდე.
დაიბადა ქალაქ ლამბარენეში, საფრანგეთში სწავლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო მოსამართლედ. 1980-იან წლებში მუშაობდა ქალთა მოძრაობისა და ადამიანის უფლებების სამინისტროში, 2007 წელს მიიღო თეოლოგიი�� დოქტორის წოდება.
2008 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აირჩიეს მშობლიური ქალაქის კანცლერად. 2009 წლის იანვარში კი სენატორად ამავე ქალაქიდან. 16 თებერვალს აირჩიეს სენატის პრეზიდენტად.
2009 წლის 8 ივნისს გარდაიცვალა გაბონის პრეზიდენტი ომარ ბონგო. გაბონის საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის საფუძველზე დროებით პრეზიდენტად როზა როგომბე გამოაცხადა და დაევალა 45 დღეში საპრეზიდენტო არჩევნების მომზადება.
გარდაიცვალა 2015 წლის 10 აპრილს პარიზში, სადაც იგი წავიდა სამკურნალოდ რამდენიმე დღით ადრე[1][2].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Gabon: Le Sénat rend hommage à Madame le président de la République, Rose Francine Rogombé" დაარქივებული 2009-07-05 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Jacques Jarele Sika, "France : Rose Rogombé a tiré sa révérence à Paris", Gabonews, 10 April 2015 (ფრანგული).
- ↑ Gabon: Francine Rogombe, the first woman senator died. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-08. ციტირების თარიღი: 2016-07-22.
წინამორბედი: ომარ ბონგო |
გაბონის პრეზიდენტი 2009 |
შემდეგი: ალი ბონგო ონდიმბა |