შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე გზირიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე გზირიშვილი
დაბ. თარიღი 8 თებერვალი, 1902(1902-02-08)
დაბ. ადგილი ვაქირი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, საქართველო
გარდ. თარიღი 14 სექტემბერი, 1972(1972-09-14) (70 წლის)
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა მეცნიერი და ქირურგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ალექსანდრე გზირიშვილი (დ. 8 თებერვალი, 1902, ვაქირი — გ. 14 სექტემბერი, 1972) — ქართველი მეცნიერი, ქირურგი, უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1950).

1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1939-1941 და 1946-1972 წლებში განაგებდა ცენტრალურ კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიის განყოფილებას. 1941-1946 წლებში იყო ევაკოჰოსპიტლის მთავარი ქირურგი. შემოიღო უროლოგიაში კვლევის ელექტროფიზიოლოგიური მეთოდი, თირკმლის ფუნქციის შესასწავლად გამოიყენა იზოტოპები, სრულყო ზოგიერთი უროლოგიური ქირურგიული ოპერაცია. მისი შრომები ეძღვნება თირკმლის კენჭოვანი დაავადების, საშარდე გზების ტუბერკულოზის, თირკმლის გადანერგვისა და სხვა საკითხებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]