შინაარსზე გადასვლა

ნეტუმბო ნანდი-ნდაიტუა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 26: ხაზი 26:
| პარტია = [[სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ხალხთა ორგანიზაცია|SWAPO]]
| პარტია = [[სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ხალხთა ორგანიზაცია|SWAPO]]
| საიტი=
| საიტი=
| რიგი = ნამიბიის ვიცე-პრემიერი
| რიგი = ნამიბიის
| თანამდებობა დაიკავა = [[21 მარტი]], [[2015]]
| თანამდებობა დაიკავა = [[21 მარტი]], [[]]
| თანამდებობა დატოვა =
| თანამდებობა დატოვა =
| ვიცე-პრეზიდენტი =
| ვიცე-პრეზიდენტი =
| პრეზიდენტი =
| პრეზიდენტი =
| პრემიერ-მინისტრი =[[საარა კუუგონგელვა]]
| პრემიერ-მინისტრი =
| წინამორბედი = [[მარკო ჰაუსიკუ]]
| წინამორბედი = [[ ]]
| მემკვიდრე =
| მემკვიდრე =
| რიგი2 = ნამიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი
| რიგი2 = ნამიბიის
| თანამდებობა დაიკავა2 = [[4 დეკემბერი]], [[2012]]
| თანამდებობა დაიკავა2 = [[ ]], [[]]
| თანამდებობა დატოვა2= დღემდე
| თანამდებობა დატოვა2=
| ვიცე-პრეზიდენტი2 =
| წინამორბედი2 = [[უტონი ნუიომა]]
| პრეზიდენტი2=
| მემკვიდრე2 =
| პრემიერ-მინისტრი2=[[საარა კუუგონგელვა]]
| პრეზიდენტი2=
| წინამორბედი2 = [[ ]]
| ვიცე-პრეზიდენტი2 =
| მემკვიდრე2 =
| პრემიერ-მინისტრი2=[[ჰაგე გეინგობი]], [[საარა კუუგონგელვა]]
| რიგი3 = გარემოს დაცვისა და ტურიზმის მინისტრი
| რიგი3 = მინისტრი
| თანამდებობა დაიკავა3 = [[21 მარტი]], [[2010]]
| თანამდებობა დაიკავა3 = [[ ]], [[]]
| თანამდებობა დატოვა3 = [[4 დეკემბერი]], [[2012]]
| თანამდებობა დატოვა3= [[4 ]], [[]]
| წინამორბედი3 = [[ვილემ კონიორე]]
| წინამორბედი3 = [[ ]]
| მემკვიდრე3 = [[უაჰეკუა ჰერუნგა]]
| მემკვიდრე3 = [[ ]]
| პრეზიდენტი3 =
| პრეზიდენტი3=
| ვიცე-პრეზიდენტი3 =
| პრემიერ-მინისტრი3= [[ნაჰას ანგულა]]
| პრემიერ-მინისტრი3=[[ჰაგე გეინგობი]], [[საარა კუუგონგელვა]]
| რიგი4 =
| რიგი4 = გარემოს დაცვისა და ტურიზმის მინისტრი
| თანამდებობა დაიკავა4 =
| თანამდებობა დატოვა4 =
| თანამდებობა =
| თანამდებობა დატოვა4 = [[4 დეკემბერი]], [[2012]]
| წინამორბედი4 =
| წინამორბედი4 =
| მემკვიდრე4 =
| მემკვიდრე4 =
| პრეზიდენტი4 =
| პრეზიდენტი4 =
| პრემიერ-მინისტრი4=
| პრემიერ-მინისტრი4=
| რიგი5 =
| რიგი5 =
| თანამდებობა დაიკავა5 =
| თანამდებობა დაიკავა5 =

12:13, 4 დეკემბერი 2024-ის ვერსია

ნეტუმბო ნანდი-ნდაიტუა
ნეტუმბო ნანდი-ნდაიტუა
ნამიბიის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა21 მარტი, 2025
წინამორბედინანგოლო მბუმბა

ნამიბიის ვიცე-პრემიერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 მარტი, 2015 – 4 თებერვალი, 2024
პრემიერ-მინისტრისაარა კუუგონგელვა
წინამორბედიმარკო ჰაუსიკუ
მემკვიდრეჯონ მუტორვა

ნამიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 დეკემბერი, 2012 – 4 თებერვალი, 2024
პრემიერ-მინისტრიჰაგე გეინგობი, საარა კუუგონგელვა
წინამორბედიუტონი ნუიომა
მემკვიდრეპეია მუშელენგა

გარემოს დაცვისა და ტურიზმის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 მარტი, 2010 – 4 დეკემბერი, 2012
პრემიერ-მინისტრინაჰას ანგულა
წინამორბედივილემ კონიორე
მემკვიდრეუაჰეკუა ჰერუნგა

დაბადებული29 ოქტომბერი, 1952 (1952-10-29) (72 წლის)
ოშანის რეგიონი, ნამიბია
ეროვნებანამიბიელი
პოლიტიკური პარტიაSWAPO
მეუღლეეპაფრას დენგა ნდაიტუა
განათლებაკილის უნივერსიტეტი, გლაზგოს კალედონიური უნივერსიტეტი

ნეტუმბო ნანდი-ნდაიტუა (ინგლ. Netumbo Nandi-Ndaitwah) — ნამიბიელი პოლიტიკოსი, ნამიბიის არჩეული პრეზიდენტი, რომელიც თანამდებობას დაიკავებს 2025 წლის 21 მარტს.[1] ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი 2024 წლის 4 თებერვლიდან. ვიცე-პრემიერი 2015 წლის 21 მარტიდან 2024 წლის 4 თებერვლამდე.[2] მმართველი პარტიის SWAPO-ს ვიცე-პრეზიდენტი და ქვეყნის პრეზიდენტობის პირველი ქალი კანდიდატი 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.[3] ნამიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2012 წლის 4 დეკემბრიდან. 2010-2012 წლებში გარემოს დაცვისა და ტურიზმის მინისტრი. მმართველი პარტიის წევრი და ეროვნული ასამბლეის ხანგრძლივად მოქმედი დეპუტატი. 2017 წელს პარტიის მეექვსე კონგრესზე აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტად. იგი პირველი ქალია ამ თანამდებობაზე.

ბიოგრაფია

ნეტუმბო ნანდი-ნდაიტუა დაიბადა 1952 წლის 29 ოქტომბერს ჩრდილოეთ ნამიბიაში.[4] სწავლობდა სოფელ ოდიბოს წმინდა მერის სამისიონერო სკოლაში.[5]

ნანდი-ნდაიტუა ქვეყნიდან წავიდა 1974 წელს და შეუერთდა SWAPO-ს წევრებს ზამბიაში. 1974 წლიდან 1975 წლამდე მუშაობდა SWAPO-ს სათაო ოფისში ლუსაკაში. 1975-1976 წლებში დაესწრო ლენინის სახელობის უმაღლესი კომკავშირულო სკოლის კურსებს საბჭოთა კავშირში. 1987 წელს მან მიიღო გლაზგოს ტექნოლოგიური კოლეჯის ასპირანტურის დიპლომი საჯარო ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში, ხოლო 1988 წელს კილის უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო) ასპირანტურის დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობებში. 1989 წელს ნანდი-ნდაიტუამ კილის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი დიპლომატიურ მეცნიერებებში.[6]

პოლიტიკური კარიერა

ნანდი-ნდაიტუა 1976-1978 წლებში იყო ზამბიაში SWAPO-ს წარმომადგენლის მოადგილე, ხოლო 1978-1980 წლებში მთავარი წარმომადგენელი. 1980-1986 წლებში იყო SWAPO-ს მთავარი წარმომადგენელი აღმოსავლეთ აფრიკაში, რეზიდენციით დარ-ეს-სალამში. SWAPO ცენტრალური კომიტეტის წევრია 1976-1986 წლებში, ხოლო ნამიბიის ქალთა ეროვნული ორგანიზაციის (NANAWO) პრეზიდენტი 1991-1994 წლებში.[6]

ნამიბიის ეროვნული ასამბლეის წევრია 1990 წლიდან. იყო საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მინისტრის მოადგილე 1990-1996 წლებში 2000 წელს იგი დაწინაურდა მინისტრის თანამდებობაზე და გადაეცა ქალების საქმეთა და ბავშვთა კეთილდღეობის მინისტრის პორტფელი.[7]

2005-2010 წლამდე ეკავა ინფორმაციისა და მაუწყებლობის მინისტრის თანამდებობა. 2010-2012 წლებში იყო გარემოს დაცვისა და ტურიზმის მინისტრი, 2012 წლიდან კი არის საგარეო საქმეთა მინისტრი.[8] 2015 წელს ჰაგე გეინგობის პრეზიდენტობის დროს საგარეო საქმეთა მინისტრობის პარალელურად დაინიშნა ვიცე-პრემიერად.[9] არის SWAPO-ს ცენტრალური კომიტეტისა და ასევე პოლიტბიუროს წევრი.[6]

2023 წლის მარტში, პრეზიდენტმა ჰაგე გეინგობმა ნეტუმბო ნანდი-ნდაიტუა დაასახელა, როგორც მმართველი პარტიის SWAPO-ს ერთადერთი კანდიდატი მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[10]

სქოლიო

  1. ნამიბიაში პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩიეს
  2. Nandi-Ndaitwah Netumbo en-US. ციტირების თარიღი: 2023-02-13
  3. Netumbo Nandi-Ndaitwah | Profile | Africa Confidential en. ციტირების თარიღი: 2023-01-10
  4. Namibian, The. Nandi-Ndaitwah's moment of truth en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-24. ციტირების თარიღი: 2023-02-24
  5. Dierks, Klaus. Biographies of Namibian Personalities, N. ციტირების თარიღი: 11 June 2022.
  6. 6.0 6.1 6.2 Hopwood, Graham. Who's Who, entry for Netumbo Nandi-Ndaitwah. Namibia Institute for Democracy. ციტირების თარიღი: 8 January 2014
  7. Nandi-Ndaitwah Netumbo. Parliament of Namibia. ციტირების თარიღი: 11 June 2022.
  8. Shipanga, Selma; Immanuel, Shinovene (5 December 2012). „Transition team picked“. The Namibian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 December 2013. ციტირების თარიღი: 27 December 2013.
  9. „Geingob announces Cabinet“. The Namibian. 20 March 2015.
  10. „Namibia: President Geingob Names Nandi-Ndaitwah Woman Successor“. The Heritage Times. 13 March 2023.