გიგაურები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
|||
ხაზი 44: | ხაზი 44: | ||
==საცხოვრებელი ადგილი== |
==საცხოვრებელი ადგილი== |
||
* [[დუშეთის მუნიციპალიტეტი]]: [[ბლო]], [[დუშეთი]], [[ჭარათლი]], [[ზენუბანი]]... |
* [[დუშეთის მუნიციპალიტეტი]]: [[ბლო]], [[დუშეთი]], [[ჭარათლი]], [[ზენუბანი]]... |
||
* [[გორის მუნიციპალიტეტი]] : [[გორი]], [[იკოთი]], [[ბერბუკი]]... |
* [[გორის მუნიციპალიტეტი]] : [[გორი]], [[იკოთი]], [[ბერბუკი]]... |
||
* [[ახალგორის მუნიციპალიტეტი]]: [[ახალგორი]], [[საძეგური]]... |
* [[ახალგორის მუნიციპალიტეტი]]: [[ახალგორი]], [[საძეგური]]... |
05:36, 3 ოქტომბერი 2010-ის ვერსია
გიგაური - ხევსურული წარმოშობის ქართული სათემო გვარი. ფუძეში შეიცავს წინაპრის საკუთარ სახელს "გიგა", "გიგი", "გიგო". ეს ეპონიმური ტიპის გვარსახელია. გვარი გიგაური" სათავეს იღებს ბუდე ხევსურეთის, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოდან.
ისტორია
- გადმოცემით ხევსურეთში ოთხი ძმა ცხოვრობდა გიგა, თეთრა, ზვიადი და წოწკა. გიგაურების წინაპარი გიგა სოფელ ბლოში დასახლდა. ზვიადაურების წინაპარი ზვიადი არდოტში გადავიდა. წოწკოლაურების წინაპარი წოწკურა ფშავში წავიდა და სოფელ მუქოში დასახლდა, ხოლო თეთრამ საცხოვრებლად სოფელი ჭიმღა აირჩია და მისგან თეთრაულების გვარი წამოვიდა. მთაში ეს გვარები დღესაც ბიძაშვილობენ ერთმანეთთან.
ბლოდან გიგაურები ოთხი მიმართულებით წავიდნენ არხოტისკენ, ფშავისკენ, დათვისისკენ (სხვა მონაცემებით დათვისის ხევში გიგაურები ფშავიდან მოხვდნენ) და ერწო-თიანეთისკენ.
- არხოტელი გიგაურები ხევში გადავიდნენ, ხოლო ხევიდან მათი ნაწილი ქსნისკენ წავიდა. არხოტელი გიგაურებისგან მომდინარეობენ მოხევე და ქსნელი გიგაურები.
- დათვისელი გიგაურები არაგვზე დასახლდნენ ჭართლის თემში, ქართლის სოფლებში მოსახლე გიგაურები მეტწილად ქსნელი და არაგველი გიგაურების განაყარნი არიან.
- ფშაველი და ერწო-თიანეთელი გიგაურები ბარში, ძირითადად კახეთის სოფლებში დასახლდნენ.
- ამჟამად ხევსურეთის ბლოში გიგაურების ერთი კომლი შემორჩა, ხოლო არხოტის და დათვისის ხევებში გიგაურები აღარ ცხოვრობენ.
მიგრაციის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ხევსურეთს შეეძლო გამოეკვება მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი, მაგრამ ამის გარდა იყო იძულებითი აყრაც, რომელიც მე-17 საუკუნეს მეორე ნახევარში ზურაბ არაგვის ერისთავის ხევსურეთის დამორჩილების მცდელობას მოყვა, როდესაც ერისთავის ლაშქართან ბრძოლის გამო დაცოტავებული თემები წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ მას.
გიგაურთა შტონაყარი გვარები
ძველიდან ახალი გვარის წარმოშობა საყოველთაოდ გავრცელებული მოვლენა იყო მთელ საქართველოში. ამ დროს გვარმოდენილობა უცვლელი რჩება. გიგაურთა გვარიდან მრავალი ახალი შტონაყარი გვარი წარმოიშვა. ძირად გიგაურები არიან:
- ქსნელი: თორელაშვილები, მაწიაშვილები, მამამთავრიშვილები, როსტევანიშვილები, გათენაშვილები, ჭოხურები, გ��ბრიელაშვილები, ხრიკულები, პავლიაშვილების ნაწილი ...
- არაგველი: ჩიტაურები, ციხელაშვილები, თათარაშვილები, კოტორაშვილები, პაპიაშვილები, გოგიშვილები, შალვაშვილები, ბუჩაშვილები, ჯიქურები, ჯიქურაულები, გუდაშვილები, მელიწკაურები, ქადაგიშვილები, პირმისაშვილები, ფერხულები, ჯანგირაშვილები, თითიკაშვილები, ჩანადირები, მახარაშვილები, ნამგალაურები, ლაშაურები, ბუჩაშვილები...
- ფშაველი და გუდამაყრელი: ანთაურები...
- ახმეტელი: ჩაჩაურები...
გიგაური - დიდი ხნის მანძილზე სათემო გვარი იყო. განაყოფებმა იცოდნენ, რომ ისინი საერთო წინაპრის შთამომავლები იყვნენ და ნებისმიერ დროს, რა გინდ ძლიერ გამრავლებულიყვნენ, ინახავდნენ ერთმანეთს შორის მჭიდრო კავშირს, ეგზოგამიურობას იცავდნენ.
გიგაურთა და ძირად გიგაურთა საერთო სალოცავები
- მუხის გიორგის ჯვარი - პირველი და უმთავრესი სალოცავი - ბუდე ხევსურეთში, წყასლსიქითის თემის სოფელ ბლოსთან.
- გიგაურთ ხატი - ქსნის ხეობის, სოფელ საძეგურთან.
- საგიგაუროს დედა ღვთისმშობელი - არაგვის ხეობაში, ჭართლის თემის სოფელ ზენუბანთან.
- მთავარანგელოზის ჯვარი - ბუდე ხევსურეთში. სოფელ გველეთთან.
- ახალაურთ კლდე - პირიქითა ხევსურეთში, არხოტის თემის სოფელ ჭიმღასთან.
გიგაურების მიერ არის აშენებული ბერბუკის მთავარანგელოზის ეკლესია - გორის რაიონის სოფელ ბერბუკთან.[1]
საცხოვრებელი ადგილი
- დუშეთის მუნიციპალიტეტი: ბლო, დუშეთი, ჭარათლი, ზენუბანი, გრემისხევი...
- გორის მუნიციპალიტეტი : გორი, იკოთი, ბერბუკი...
- ახალგორის მუნიციპალიტეტი: ახალგორი, საძეგური...
- თიანეთის მუნიციპალიტეტი: თიანეთი...
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტი: სტეფანწმინდა...
- ახმეტის მუნიციპალიტეტი: ახმეტა, აწყური...
- თელავის მუნიციპალიტეტი : თელავი ...
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი : დედოფლისწყარო...
- თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი : თეთრი წყარო, ვაშლოვანი ...
ლიტერატურა
- ალექსანდრე ნაზღაიძე - კარიბჭე №7 3-16 აპრილი, 2008
- აკად. ი. ახუაშვილი - ქართული გვარ-სახელები ტომი I
- აკად. ი. ახუაშვილი; პროფ. ვაჟა გიგაური - ბროშურა გიგაურები
- როლანდ თოფჩიშვილი - საქართველოს ისტორიული დემოგრაფიისთვის (შიდა ქართლის მთის მოსახლეობის მიგრაციის ეთნოისტორიული საკითხები) თბილისი 2002