Turn the Page (ბობ სიგერის სიმღერა)

Turn the Pageბობ სიგერის სიმღერა, რომელიც პირველად 1973 წელს გამოიცა მისივე ალბომში Back in '72. სიგერის ეს ვერსია ჩარტებში არასოდეს მოხვედრილა, მაგრამ საკონცერტო ჩანაწერმა 1976 წლის ალბომიდან Live Bullet დიდი პოპულარობით ისარგებლა ალბომზე ორიენტირებულ რადიო-სადგურებს შორის და დღესაც მნიშვნელოვან ეთერს უთმობენ მას კლასიკური როკ რადიო-სადგურები. 2006 წლის ტურნეს დროს აშშ-ში, კერძოდ კი შტატ უისკონსინის ქალაქ მილუოკში, მან გამოააშკარავა, რომ სიმღერა დაწერა ერთ-ერთი სასტუმროს ოთახში ეაუ კლაირში, უისკონსინი.

„Turn the Page“

1995 წელს გამოცემული CD სინგლის ყდა
სინგლიბობ სიგერი
ალბომიდან Back in '72
გამოსვლის თარიღი 1973
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 5:11
ხმისჩამწერი ლეიბლი Reprise
ავტორ(ებ)ი ბობ სიგერი
ბობ სიგერი — სინგლების ქრონოლოგია
„Rosalie“ Turn the Page „Back in '72“

Turn the Page ეხება ემოციურ და სოციალურ აღმასვლებსა და დაცემებს როკ მუსიკოსის ცხოვრებაში, რომელსაც იგი თითქმის სულ გზაში ატარებს, საქსოფონის პარტიის ნელი ტემპის თანხლებით.

ქავერები

რედაქტირება
  • ვეილონ ჯენინგსმა შეასრულა ამ სიმღერის ქავერი (თუმცა არ გამოუცია), რომელიც შესულია მისივე 1995 წლის ამავე სახელწოდების ალბომში Turn the Page, პირველში ოცი წლის მანძილზე, სადაც ჯენინგსი ნარკოტიკების გავლენის ქვეშ არ იყო;
  • სიმღერის ქავერი შეასრულეს ასევე ავსტრალიელმა როკ მომღერალმა ჯონ ინგლიშმა, გერმანულმა როკ-ჯგუფმა Golden Earring და მომღერალმა სალი ენტონიმ;
  • ქანთრის მომღერალმა და სიმღერების ავტორმა მარშალ ჩეპმენმა შეასრულა სიმღერა და შეიტანა თავის 1978 წლის ალბომში Jaded Virgin.
  • სეიჯ ფრენსისმა შეიტანა მისეული ვერსია 2001 წლის ალბომში Personal Journals, უმნიშვნელო ცვლილებებით ტექსტში. მისამღერის ტექსტი და სიმღერის სახელწოდება ჩანაცვლებ��ლი იქნა ტექსტით „My Name Is Strange“;
  • როკ-ჯგუფი სტეინდი ხშირად ასრულებს სიმღერას ცოცხლად, სადაც სოლოს უკრავს აარონ ლევისი მხოლოდ აკუსტიკური გიტარით;
  • ესტონურმა ჯგუფმა Muusik Seif შეასრულა ეს სიმღერა ესტუნურ ენაზე სახელწოდებით Olen valind tee (ამოვირჩიე გზა) და შეიტანა 1983 წლის ალბომში Mäe kaks nõlva (მთის ორი მხარე);
  • 2010 წლის მაისში ხმის ინჟინერმა და მუსიკალურმა პროდიუსერმა ენტონის კარალისმა[1] გამოუშვა სიმღერის ცოცხალი ქავერ ვერსია.[2];
  • კიდ როკმა ჩაწერა ამ სიმღერის ქავერი 1995 წლის დემოს სახით როგორ მისი White Room Studios სესიების ნაწილი, მაგრამ გამოტოვებული იქნა ალბომში Early Mornin Stoned Pimp. კიდ როკის ვერსიას დადებული ჰქონდა ორიგინალი ვერსიაც. 2000 წელს მან შეასრულა სიმღერა მეტალიკასთან ერთად ტურნეზე Summer Sanitarium.

მეტალიკის ვერსია

რედაქტირება
„Turn the Page“
 
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან Garage Inc.
B-მხარე Turn the Page (რედაქტირებული)
გამოსვლის თარიღი 1998
ჩაიწერა სექტემბერი - ოქტომბერი, 1988, სტუდიაში The Plant Studios, საუსალიტო, კალიფორნია
ჟანრი მძიმე როკი,
მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 6:06
ხმისჩამწერი ლეიბლი Elektra
პროდიუსერი ბობ როკი
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„Better than You“
(1998)
Turn the Page
(1998)
„Whiskey in the Jar“
(1999)
აუდიომაგალითი

Turn the Pageამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის პირველი სინგლი და მეოთხე სიმღერა 1998 წლის ალბომიდან Garage Inc.. სიმღერამ დაიკავა პირველი ადგილი ბილბორდის ჩარტში ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები და არ თმობდა ამ პოზიციას თერთმეტი კვირის განმავლობაში, რაც წარმოადგენს მაქსიმუმს მეტალიკისთვის, რაც კი მას გაუტარებია პირველ ადგილზე.

დრამერმა ლარს ულრიხმა მოისმინა სიმღერა ბობ სიგერის შესრულებით ოქროს კარიბჭის გადაკვეთისას და, როგორც შემდგომ განაცხადა, გაიფიქრა:

 
„ეს სიმღერა მთლიანად ჯეიმზ ჰეტფილდის დაწერილია![3]

მეტალიკის ვერსია თითქმის იმავე ტემპისაა, როგორიც სიგერისა, მაგრამ უფრო ძლიერი გრძნობითაა გადმოცემული. საქსოფონის პარტია ჩანაცვლებულია კირკ ჰემეტის სლაიდ გიტარით, ხოლო ჰეტფილდი ასრულებს საგიტარო სოლოს ბოლო მისამღერის წინ.

მუსიკალური ვიდეო

რედაქტირება

სიმღერისთვის გადაღებული მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორია იუნას ოკერლუნდი, ასახავს სტრეპტიზიორის ცხოვრებას, რომელიც ეწევა პროსტიტუციას საკუთარი სხეულით, ბავშვის გასაზრდელად. სტრეპტიზიორის როლს თამაშობს მსახიობი ჯინჯერ ლინ ალენი.[4]

ჯონ ბონ ჯოვიმ განაცხადა, რომ სიმღერამ დიდი გავლენა იქონია მასზე და რიჩი სამბორაზე, როდესაც ისინი წერდნენ 1986 წლის სიმღერას Wanted Dead or Alive.[5] ბონ ჯოვიმ პირველად ცოცხლად ეს სიმღერა შეასრულა 2010 წლის 21 ივლისს ტორონტოში, ონტარიო, კანადა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება