პტეროკარპუსი

(გადამისამართდა გვერდიდან Pterocarpus)

პტეროკარპუსი[1] (ლათ. Pterocarpus) — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. 40 მეტრამდე სიმაღლის ხეებია, ტანის დიამეტრი 1 (ზოგჯერ 2) მეტრამდეა. ფოთლები მორიგეობით განლაგებული, კენტფრთართული, 5–13-ფოთოლაკიანია. ყვავილები ნარინჯისფერ-ყვითელი, ფარვანასებრი ტიპის, მრავალრიცხოვანი და საგველასებრ ყვავილედში, იშვიათად მტევანში შეკრებილია. აქვთ 10 მტვრიანა (9 შეზრდილი და 1 თავისუფალი). ნაყოფი 1–2-თესლიანი პარკია. ცნობილია 35–40 სახეობა, მათი დიდი ნაწილი ტროპიკულ აფრიკაში იზრდება, მცირე — სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიაში, ოკეანეთში, მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში. ყველაზე მეტად ცნობილია: ინდური პტეროკარპუსი, ანუ ინდური სანდალოზი (P. indicus), რომელიც ინდოეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში და სამხრეთ ჩინეთშია გავრცელებული; სანდალის პტეროკარპუსი, ანუ წითელი სანდალოზი (P. santalinus), რომელიც ინდოეთში გვხვდება; ჩანთოსანი პტეროკარპუსი (P. marsupium), რომელიც ინდოეთსა და შრი-ლანკაში იზრდება. ინდური და სანდალის პტეროკარპუსების მაგარი, წითელი ფერის გულის მერქანი არ ზიანდება ტერმიტებისგან (ცნობილია კომერციული დასახელებით „პადუკი“) და გამოიყენება ძვირფასი ავეჯის, ზოგიერთი მუსიკალური ინსტრუმენტისა (რეზონანსული მერქანი) და ხელოვნური დეკორატიული ნაკეთობების დასამზადებლად. რიგი სახეობებისგან იღებენ გუმფისს და მცენარეულ საღებავებს.[2]

პტეროკარპუსი

წითელი სანდალოზი (Pterocarpus santalinus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  პარკიანები
ოჯახი:  პარკოსნები
ქვეოჯახი:  ფარვანასებრნი
გვარი:  პტეროკარპუსი
ლათინური სახელი
Pterocarpus Jacq., 1763
  1. Pterocarpus — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. Яковлев Г. П. Птерокарпус // Большая российская энциклопедия. т. 27. — М., 2015. — стр. 717–718.