Empty Spaces
„Empty Spaces“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მერვე სიმღერა 1979 წლის კონცეპტუალური ალბომიდან The Wall. მისი ავტორია როჯერ უოტერსი.[1][2]
„Empty Spaces“ | ||
---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||
ალბომიდან The Wall | ||
გამოსვლის თარიღი |
30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი) 8 დეკემბერი 1979 (აშშ) | |
ჩაიწერა | აპრილი-ნოემბერი, 1979 | |
ჟანრი | პროგრესული როკი | |
ხანგრძლივობა | 2:10 | |
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Harvest Records (ბრიტანეთი) Columbia Records (აშშ)/Capitol Records (აშშ) | |
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |
პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი | |
The Wall – სიმღერები | ||
კომპოზიცია და ტექსტი
რედაქტირებასიმღერა გრძელდება 2 წუთს და 10 წამს. მას იწყებს შესავალი, რომელშიც ჟღერს აეროპორტის განცხადება, რითაც ილუსტრირებულია პინკის, ალბომის მთავარი პერსონაჟის მოგზაურობა ამერიკული ტურნეს ფარგლებში. დაახლოებით 48-ე წამზე ტონი იცვლება და უფრო ხმამაღალი ხდება. სიმღერა შემდგომში წყდება და მას უერთდება შემდეგი ნომერი, „Young Lust“.
სიმღერის დემო ვერსიები შეტანილია The Wall-ის Immersion გამოცემაში. როჯერ უოტერსის დემოში Where we used to talk?-ის ნაცვლად ჟღერს Where she used to walk? (სადაც ის დადიოდა). ჯგუფის დემოშიც განსხვავებული სტრიქონებია.
სიუჟეტი
რედაქტირებაThe Wall არის ამბავი პინკის შესახებ, რომელიც არის საზოგადოებისგან გაუცხოებული როკ-ვარსკვლავი. იგი საზოგადოებისგან ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის, წარმოსახვითი კედლის სახით. სიმღერის სიუჟეტით, ალბომი პერსონაჟი, პინკი, უკვე გაიზარდა და დაქორწინებულებიც არის, მაგრამ ცოლთან ურთიერთობებში პრობლემა აქვს, ვინაიდან ხშირად არ არის შინ. სიმღერაში მას აღელვებს, თუ რა უნდა გააკეთოს, რათა დაასრულოს წარმოსახვითი კედელი, რომლითაც განერიდა ურთიერთობათა სირთულეებს.
ფარული გზავნილი
რედაქტირებასიმღერის ტექსტამდე ჟღერს ფარული გზავნილი. იგი სიმღერის მარცხენა არხშია გადატანილი. ჩვეულებრივი მოსმენისას ის ბუნდოვანია, მაგრამ პირიქით დაკვრისას ჟღერს შემდეგი ფრაზა:
- -სალამი, ლუკა (მონადირეები)...გილოცავთ, თქვენ ფარული გზავნილი აღმოაჩინეთ.პასუხები მისწერეთ მოხუც პინკს, სასაცილო ფერმაზე, ჩელფონტში.
- -როჯერ, კეროლაინი გირეკავს.
- -კარგი.[3]
კეროლაინი არის როჯერ უოტერსის ყოფილი მეუღლე, კეროლაინ ქრისტი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ Jeff Milner's Backmasking site. Jeff Milner. ციტირების თარიღი: 3 February 2010.