კაროლინა (ლათ. Constitutio Criminalis Carolina, შემოკლებით C.C.C., გერმანული სახელწოდება — გერმ. Peinliche Gerichtsordnung Karls V, შემოკლებით P.G.O.) — 1532 წელს მიღებული და 1533 წელს გამოცემული გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის დანაშაულებრივ-სამართლებრივი დადგენილება. სახელწოდება მიიღო იმპერატორ კარლ V-ის პატივსაცემად (1519-1555).

პირველი გვერდი

კაროლინას მიზანი იყო ადგილობრივ სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეების მოწესრიგება. ეს დადგენილება წარმოადგენს XVI საუკუნის სისხლის სამართლის კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე სრულ კოდექსს. მთელი კოდექსი აგებულია ბრალის პრეზუმპციაზე, ანუ ბრალდებულს თავად უნდა დაემტკიცებინა საკუთარი უდანაშაულობა.

იგი გამოიცა გერმანიაში გლეხების ომის დამთავრებიდან სამი წლის შემდეგ, გამოირჩეოდა სიმკაცრით, დასჯის ნორმების სისასტიკითაც კი. მოქმედებდა XVIII საუკუნის ბოლომდე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება