Botnet
ბოტნეტი — კომპიუტერების ჯგუფი, რომელიც იმართება ერთი ან რამდენიმე ადამიანისგან. ბოტნეტი უმეტესად იმართება IRC-იდან (Internet Relay Chat), მაგრამ მისი მართვ�� შესაძლებელია საიტიდანაც. ბოტნეტის სამართავად საჭიროა ერთი ბოტი, რომლის შოვნაც არც ისე ძნელია; თვითონ ბოტნეტის შემქმნელსაც კი შეუძლია აირჩიოს ბოტი. ბევრი ბოტი არსებობს და ყველას განსხვავებული ფუნქციები აქვთ, ბოტნეტის შემქმნელი იმ ბოტს ირჩევს, რომელსაც უფრო მეტი ფუნქცია აქვს და რომელიც უფრო მარტივი სამართავია. იმისათვის, რომ უფრო მძლავრი ბოტნეტი იყოს ბოტის გავრცელებაა საჭირო, რაც უფრო გავრცელებულია და რაც უფრო მეტი კომპიუტერია დაზომბირებული მით უფრო მძლავრია ბოტნეტი. ბოტნეტის მეშვეობით უამრავი რამ არის შესაძლებელი, მაგალითად: ინტერნეტის გათიშვა, სერვერის გათიშვა, ქსელის ბარათის გადაწვა და სხვა. ამისათვის იყენებენ DDoS (Distributed Denial of Services)-ს. უმეტესად ბოტნეტს იმიტომ აწყობენ რომ მოაწყონ DDoS — შეტევები. ბოტები უმეტესად იწერება C++ და C-ში. იმისთვის, რომ ბოტი გავრცელდეს საჭიროა ამ ბოტის დაკომპილირება, რისთვისაც იყენებენ Microsoft Visual C++ ან LCC-Win 32-ს.