Boletus betulicola
Boletus betulicola — სოკოს სახეობა ბოლეტუსის გვარისა. მიჩნეულია დათვისსოკოს (ლათ. Boletus edulis) დამოუკიდებელ სახეობად ან ფორმად.
Boletus betulicola | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Boletus betulicola (Vassilkov) Pilát et Dermek, 1974 | |||||||||||||
|
კარგის ხარისხის საჭმელი სოკოა. მიკორიზას ქმნის არყთან. ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში.
სოკო პირველად აღწერა რუსმა მიკოლოგმა ბორის ვასილკოვმა 1948 წელს როგორც Boletus edulis var. betulicola. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭეს ალბერტ პილატმა და აურელ დერმეკმა 1974 წელს.
სამეცნიერო სინონიმები:
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი — 5-15 სმ, თავიდან ბალიშისებრი, შემდეგ უფრო ბრტყელი. კანი გლუვი ან ��დნავ დანაოჭებული, ბრწყინავი, მოთეთრო-ჟანგმიწისფერი ან ღია-ყვითელი ფერის, ზოგჯერ მთლიანად თეთრი.
რბილობი — თეთრი, მყარი, გაჭრისას ფერს არ იცვლის, სასიამოვნო სოკოს სუნით.
ფეხის სიგრძე — 5-12 სმ, სისქე — 2-4 სმ, კასრისებრი, მთლიანი, მოთეთრო-ყავისფერი. ზედა მხარეს ახასიათებს თეთრი ბადე.
ჰიმენალური შრე — თეთრი, შემდეგ ღია-ყვითელი, თავისუფალი ან ვიწროდ შეზრდილი, მილაკების ზომა 1-2,5 სმ, ფორები მომრგვალო, წვრილი.
სპორების მტვერი — ყავისფერი, სპორები 15 × 5 მკმ, თითისტარისებრი, გლუვი.
ეკოლოგია და გავრცელება
რედაქტირებამიკორიზას ქმნის არყთან.[1] იზრდება ფოთლოვან ტყეებში, ტყისა და გზის პირებთან, ერთეულებად ან ჯგუფებად. ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში.
სეზონი: ზაფხულიდან შემოდგომამდე.
კვებითი ღირებულება
რედაქტირებაკარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. იხმარება ახალი, გამხმარი, დამწნილებული და დამუჟუჟებული. გარდა ამისა, სოკოს ხმარობენ წვნიანი კერძების მოსამზადებლად, აგრეთვე შესაძლებელია გაყინვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Васильков Б. П. Систематическое описание видов и форм белого гриба. — Л.: „Наука»“, 1966.
- Ляхов П. Р. Энциклопедия грибов. — М.: ЭКСМО-Пресс, 2001. — С. 109. — 256 с. — ISBN 5-04-003208-0.
- Справочник-определитель: Грибы / отв. за выпуск Ю. Г. Хацкевич. — Мн.: Харвест, 2002. — С. 82. — 480 с. — 7000 экз. — ISBN 985-13-0913-3.
- Сержанина Г. И. Шляпочные грибы Белоруссии. — Минск: Наука и техника, 1984
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Boletus betulicola“ ვიკისაწყობში.
- Boletus betulicola MycoBank-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ŠUTARA, Josef; MIKŠÍK, Michal; JANDA, Václav. Hřibovité houby. Praha: Academia, 2009. 294 s. ISBN 978-80-200-1717-8. Kapitola Hřib smrkový bílý, s. 106