ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენიჰოენცოლერნთა დინასტიის შვაბიური და კათოლიკე შტო. იგი ერთ-ერთი უძველესი გერმანული არისტოკრატული საგვარეულოა, რომელიც პირველად XI საუკუნეში მოიხსენიება გრაფების ტიტულით. დინასტია სავარაუდოდ ბურხარდინგების საჰერცოგო საგვარულოდან წარმომავალი ცოლერნების ერთ-ერთი შტოა. XIII საუკუნის დასაწყისში ჰოენცოლერნები ორ შტო გაიყვნენ: შვაბიური შტო და ფრანკონიული შტო. ფრანკი ჰოენცოლერნები შემდგომში ბრანდენბურგის კურფიურსტები და პრუსიის მეფეები გახდნენ.

ჰოენცოლერნის სასახლე ზიგმარინგენის სამხრეთი მხარე
ზიგმარინგენების სასახლე

1576 წელს შვაბი ჰოენცოლერნები ორ შტოდ გაიყვნენ: ჰოენცოლერნ-ჰეხინგენი და ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენი. ჰეხინგენის შტო 1869 წელს ამოწყდა, ზიგმარინგენის კი დღემდე განაგრძობს არსებობას. დინასტიის საგვარეულო სასახლე ქალაქ ზიგმარინგენში მდებარეობს. დღევანდელ ბადენ-ვიურტემბერგში მდებარე ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენის სათავადო 1849 პრუსიის სამეფომ შეიერთა, თუმცა დინასტია განაგრძობდა მნიშვნელოვანი როლის თამაშა გერმანიის და საერთოდ ევროპის ისტორიაში. ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენის საგვარულო 1866-1947 წლებში მეფობდა რუმინეთში.

ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენის გრაფები, 1576-1623

რედაქტირება

ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენის ფიურსტები, 1623-1849

რედაქტირება
  • იოჰანი (1623-1638)
  • მაინრად I (1638-1681)
  • მაქსიმილიანი (1681-1689)
  • მაინრად II (1689-1715)
  • იოზეფ-ფრანც-ერნსტი (1715-1769)
  • კარლ-ფრიდრიხი (1769-1785)
  • ანტონი (1785-1831)
  • კარლი (1831-1848)
  • კარლ-ანტონი (1848-1849)

ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენის და ჰოენცოლერნის ფიურსტები

რედაქტირება

ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენის და ჰოენცოლერნთა საგვარეულოს მეთაურები

რედაქტირება