ჯვარი (ქალაქი)
ქალაქი საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში
ჯვარი — ქალაქი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ჯვარის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (ქ. ჯვარი, სოფლები: ოჭანე, ნაკა, ჯვარი).
ქალაქი | |
---|---|
ჯვარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°43′03″ ჩ. გ. 42°03′03″ ა. გ. / 42.71750° ჩ. გ. 42.05083° ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1981 |
ცენტრის სიმაღლე | 280 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 763[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | +995 416 |
საფოსტო ინდექსი | 5200 |
მდებარეობს მდინარე ენგურის ნაპირას, ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 280 მ სიმაღლეზე. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, საზოგადოებრივი ცენტრი. შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები. ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. 2014 წელს განიხილებოდა ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნა, რომელშიც უნდა გაერთიანებულიყო სოფლები ლია, ფახულანი, ჭალე, მუჟავა, ეწერი და ჩქვალერი, ხოლო ცენტრი ყოფილიყო ქალაქი ჯვარი. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.[2][3]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 763 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989[4] | 5054 | -- | -- |
2002[4] | 4794 | -- | -- |
2014[1] | 763 | 359 | 404 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 558.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ჯვარის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ინიციატივა
- ↑ წალენჯიხის საკრებულო არ დაეთანხმა ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნის მოსაზრებას
- ↑ 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-09. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2019.