ჯეტი
ჯეტი ან ზეტი, უაჯი და უჯატი — ძველი ეგვიპტის მეოთხე ფარაონი ეგვიპტის პირველი დინასტიიდან.[1] იგი მეფობდა დაახლოებით ძვ.წ. 2980 წლისთვის და იმეფა 10 წელი. ჯეტის მეუღლე (დედოფალი) იყო მისივე და მერნეიტი, რომელიც სავარაუდოდ ჯეტის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტზე ავიდა და მომდევნო ფარაონი გახდა. დღეისათვის ჯეტის მმართველობის შესახებ მხოლოდ მცირე ინფორმაციაა ცნობილი, მის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის სტელა, რომელიც აღმოაჩინილ იქნა ფარაონის (ჯეტის) სამარხში. სტელა ამავდროულად არის მტკიცებულება იმისა, რომ ჯერ კიდევ დინასტიური ეპოქის დასაწყისისთვის ძველ ეგვიპტეში მხატვრობა კარგად იყო განვითარებული.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ პიტერ კლეიტონი (2006). ფარაონების ქრონიკები. Thames & Hudson Ltd. გვ. 16.
წინამორბედი: ჯერი |
ეგვიპტის ფარაონი დაახ. ძვ.წ. 2980 |
შემდეგი: მერნეიტი |