ჯამბულ ჯაბაევი
ჯამბულ ჯაბაევი (დ. 28 თებერვალი [ძვ. სტ. 16 თებერვალი] 1846, ჯეთისუ, — გ. 22 ივნისი 1945, ალმა-ათა) — ყაზახი აკინი. დაიბადა მომთაბარის ოჯახში. 14 წლისამ დაიწყო დომბრაზე დამღერება. მის რეპერტუარში შედიოდა აღმოსავლური საგმირო („ქობლანდი ბითირი“, „ერ-თარღინი“, „ქოროღლუ“) და რომანტიკული ეპოსი („ყოზი ქორფეშ-ბაიან სლუ“, „ლეილი და მაჯნუნი“, „ყიზ-ჟიბექი“ და სხვა). სახელი გაუთქვა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში აკინთა აიათისებზე (პოეტური პაექრობა) გამარჯვებამ.
ჯამბულ ჯაბაევი | |
---|---|
ყაზახ. Жамбыл Жабаев | |
დაბადების თარიღი | 16 (28) თებერვალი, 1846 |
დაბადების ადგილი | ალმათის ოლქი, უფროსი ჟუზი |
გარდაცვალების თარიღი | 22 ივნისი, 1945[1] (99 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ალმათი[1] |
დასაფლავებულია | Jambyl museum |
საქმიანობა | პოეტი, მომღერალი და კომპოზიტორი და აშუღი |
ენა | ყაზახური ენა |
მოქალაქეობა |
სსრკ რუსეთის იმპერია |
ჟანრი | ლექსი და Aytysh |
ჯილდოები | სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ |
ჯამბულმა ასეულობით სიმღერა და პოემა შექმნა. 1936 წლიდან მისი ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებოდა. 1937 წელს იმოგზაურა საქართველოში, დაესწრო „ვეფხისტყაოსნის“ 750 წლის იუბილეს. ამ მოგზაურობას უძღვნა სიმღერები „სალამი კავკასს“, „სტალინის სამშობლოში“. ჯამბულის სიმღერები თარგმნილია მრავალ ენაზე. მათ შორის ქართულადაც.
თბილისში არსებობდა მისი სახელობის ქუჩა.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1936 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1938 — ლენინის ორდენი შემოქმედებითი მოღვაწეობის 75 წლისთავის აღსანიშნავად
- 1939 — საპატიო ნიშნის ორდენი
- 1939 — მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“
- 1941 — მეორე ხარისხის სტალინური პრემია პოეტური ნაწარმოებებისთვის
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 534.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Джамбул Джабаев // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.