შოთა არველაძე
შოთა არველაძე (დ. 22 თებერვალი, 1973, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. შოთას ძმები, არჩილ და რევაზ არველაძეები აგრეთვე ფეხბურთელები იყვნენ.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | შოთა არველაძე | ||
დაბადების თარიღი | 22 თებერვალი, 1973 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 181 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1990–1991 | მართვე თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1990–1993 | დინამო თბილისი | 75 | (62) |
1993–1997 | ტრაბზონსფორი | 96 | (61) |
1997–2001 | აიაქსი | 96 | (55) |
2001–2005 | რეინჯერსი | 95 | (44) |
2005–2007 | ალკმარი | 60 | (36) |
2007–2008 | ლევანტე | 4 | (0) |
სულ | 426 | (258) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1992–2007 | საქართველო | 61 | (26) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2008–2010 | ალკმარი (თანაშემწე) | ||
2010–2012 | ქაისერისფორი | ||
2012–2015 | ქასიმფაშა | ||
2015 | ტრაბზონსფორი | ||
2016–17 | მაკაბი თელ-ავივი | ||
2017–2020 | ფახთაქორი ტაშკენტი | ||
2022 | ჰალ სიტი | ||
2023–2024 | ფათიჰ ქარაგუმრუქი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებათავდაპირველად არველაძემ სახელი გაითქვა თბილისის „დინამოში". არველაძემ დინამოსთან ერთად ხუთჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ოთხჯერ საქართველოს თასი. შემდეგ თამაშობდა „ტრაბზონსფორში“, „აიაქსში“, გლაზგოს „რეინჯერსში“ და „ალკმარში“. „დინამოში", „ტრაბზონსპორსა" და „აიაქსი" არველაძე ერთხელ მაინც გახდა კლუბის საუკეთესო ბომბარდირი. 1995-96 წლების სეზონში ის გახდა თურქეთის უმაღლესი ლიგის ბომბარდირი. არველაძე მეორე არათურქი ფეხბურთელი იყო ვინც ეს წოდება მოიპოვა.
შოთა არველაძე უეფას თასის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილს იკავებს.
ადგილი | მოთამაშ�� | გოლი |
---|---|---|
1 | ჰენრიკ ლარსონი | 40 |
2 | იურგენ კლინსმანი | 29 |
3 | რადამელ ფალკაო | 29 |
4 | შოთა არველაძე | 27 |
5 | ალესანდრო ალტობელი | 25 |
6 | კლას-იან ჰუნტელაარი | 25 |
7 | მლადენ პეტრიჩი | 24 |
8 | კლაუდიო პისარო | 24 |
9 | იუპ ჰაინკესი | 23 |
10 | მარტინ ჩივერსი | 22 |
11 | დიტერ მიულერი | 22 |
12 | კარლ-ჰაინც რუმენიგე | 22 |
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაარველაძე რეგულარულად თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში. ნაკრებში გატანილი 26 გოლით ის ყველა დროის ქართველ ფეხბურთელებს შორის საუკეთესოა. შოთა სამჯერ გახდა საქართველოს წლის ფეხბურთელი, 1994, 1998 და 2007 წლებში.
საქართველო | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1992 | 2 | 1 |
1994 | 6 | 3 |
1995 | 6 | 2 |
1996 | 5 | 0 |
1997 | 6 | 5 |
1998 | 5 | 0 |
1999 | 3 | 3 |
2000 | 3 | 0 |
2001 | 6 | 1 |
2002 | 2 | 1 |
2003 | 4 | 3 |
2004 | 4 | 0 |
2005 | 3 | 1 |
2006 | 5 | 5 |
2007 | 1 | 1 |
ჯამში | 61 | 26 |
სამწვრთნელო კარიერა
რედაქტირებაარველაძის სამწვრთნელო კარიერა დაიწყო 2008 წელს, როდესაც „ალკმარში“ ლუის ვან გალის თანაშემწედ დაინიშნა. აქ არველაძემ ორი წელი იმუშავა, ხოლო 2010 წლიდან გახდა თურქული კლუბის, „ქაისერისფორის“ მთავარი მწვრთნელი, „ქაისერისფორი“ არველაძემ 2012 წელს დატოვა.[1] 2012 წლის 8 ოქტომბრიდან „ქასიმფაშას“ მთავარი მწვრთნელია.[2] 2015 წლის 13 მარტს არველაძე „ქასიმფაშას“ მწვრთნელობიდან გადადგა. „კონიასპორთან“ მატჩის პირველ ნახევარში რაიან ბაბელმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მასპინძლები გაჩერდნენ, თუმცა „ქასიმფაშას“ მოთამაშეებმა ბურთი მოიპოვეს, თამაში არ შეწყვიტეს და ანგარიში გახსნეს. ამის გამო, არველაძემ მისი გუნდის ფეხბურთელებს მოუწოდა „კონიასპორის“ მოთამაშეებისთვის საშუალება მიეცათ გოლი გაეტანათ და ანგარიში გაეთანაბრებინათ. მატჩის დასრულების შემდეგ არველაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა.[3] 2015 წლის ივლისში 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა „ტრაბსონსფორთან“, რომლის რიგებშიც 1993–1997 წლებში გამოდიოდა.[4]
2017 წლიდან იყო ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი. 2019 წლის 25 დეკემბერს შოთა არველაძე უზბეკეთის სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.[5] 2019 წლის სეზონში „ფახთაქორმა“ უზბეკეთის ჩემპიონატი, უზბეკეთის თასი და ლიგის თასი მოიგო. შოთასთან ერთად „ფახთაქორში“ გოჩა ტყებუჩავა და არჩილ არველაძე მუშაობდნენ.[6] 2020 წლის 23 სექტემბერს COVID-19 დაუდასტურდა.[7] 2020 წლის 20 დეკემბერს დატოვა „ფახთაქორის“ მწვრთნელის თანამდებობა.[6]
2022 წლის 27 იანვარს ინგლისურ გუნდ „ჰალ სიტის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.[8]
2023 წლის 12 დეკემბერს შოთა არველაძე სტამბულის საფეხბურთო კლუბ „ფათიჰ ქარაგუმრუქის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. „ფათიჰ ქარაგუმრუქმა“ მთავარი მწვრთნელი ალფარსლან ერდემი „ანტალიასპორთან“ წაგების შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ შავ-წითლებმა განაცხადეს, რომ შოთა არველაძესთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს.[9][10] „ფათიჰ ქარაგუმრუქის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე შოთა არველაძემ მწვრთნელის რანგში 373 მატჩი ჩაატარა, აქედან მისმა გუნდებმა 189-ჯერ მოიგეს, 76-ჯერ ფრედ ითამაშეს და 108 მატჩი წააგეს.[11] თურქეთის სუპერლიგის 29-ე ტურში, სტუმრად „ტრაბზონსპორთან“ 1:5 დამარცხების (9 მარტი, 2024) შემდეგ შოთა არველაძე „ფათიჰ ქარაგუმრუქის“ მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, „გუნდისგან მეტს მოელოდა“. არველაძის ხელმძღვანელობით გუნდმა 14 მატჩიდან 3 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 8 წააგო.[12]
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- „დინამო“ თბილისი
- საქართველოს ჩემპიონატი (5): 1991, 1992, 1993, 1994, 1995
- საქართველოს თასი (4): 1992, 1993, 1994, 1995
- „ტრაბზონსფორი“
- თურქეთის თასი (1): 1995
- „აიაქსი“
- ერედივიზია (1): 1998
- ნიდერლანდის საფეხბურთო თასი (2): 1998, 1999
- „რეინჯერსი“
- შოტლანდიის ჩემპიონატი (2): 2003, 2005
- შოტლანდიის თასი (2): 2002, 2003
- შოტლანდიის ლიგის თასი (1): 2003
ინდივიდუალური
რედაქტირება- საქართველოს წლის ფეხბურთელი: 1994, 1998, 2007
სამწვრთნელო
რედაქტირება- უზბეკეთის ს���პერლიგის საუკეთესო მწვრთნელი: 2019 [5]
ფაქტები
რედაქტირება- გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვის შედეგად 1992–1996 წლებში ზედიზედ 5-ჯერ დასახელდა საქართველოს უძლიერეს ფეხბურთელთა სამეულში: 1994 — № 1, 1992, 1993, 1995, 1996 — № 3.
- დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქართული კლუბის სახელით ევროპის საკლუბო ტურნირებში გატანილი პირველი გოლის ავტორი: 1993 წლის 18 აგვისტოს თბილისში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდ. ირლანდიის „ლინფილდის“ წინააღმდეგ.
- 1994 წლის 7 სექტემბერს, ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველ ოფიციალურ შეხვედრაში, თბილისში მოლდოვას წინააღმდეგ (0–1) ძირითად შემადგენლობაში ითამაშა უფროს ძმასთან რევაზთან და ტყუპისცალ არჩილთან ერთად.
- 1995–1996 წლების სეზონში, თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 30 მატჩში 25 გოლი გაიტანა და პირველობის ისტორიაში (1959 წლიდან) მხოლოდ და მხოლოდ მეორე უცხოელი გახდა (იუგოსლაველი ტარიკ ჰოჯიჩის შემდეგ — 1983–1984), რომელმაც ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. ყველა გოლი თამაშიდან გაიტანა, პრინციპულად არ ურტყამდა პენალტებს.
- ამსტერდამის „აიაქსის“ შემადგენლობაში ჩატარებულ სადებიუტო 1997–1998 წლების სეზონში — 4-ჯერ შეასრულა ჰეთ-თრიქი: სამჯერ ერედივიზიაში, ერთხელ უეფა-ს თასზე (სლოვენიის „მარიბორის“ წინააღმდეგ). სეზონი 44 მატჩში გატანილი 37 გოლით და კლუბის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით დაასრულა.
- საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 26 გოლით.
- საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ერთადერთია, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა (ორჯერ): 1997 წლის 30 მარტს თბილისში, ამხანაგურ მატჩში სომხეთის ნაკრებთან (7–0) და 2006 წლის 18 აგვისტოს ტოფტირში, ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო მატჩში ფარერის კუნძულების ნაკრებთან (6–0).
- ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი: კლუბებსა და ნაკრებში უმაღლეს დონეზე ჩატარებულ 610 მატჩში 347 გოლი გაიტანა
- 2008 წლის 3 ივნისს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული მატჩით შოთა არველაძე ფეხბურთს გამოეთხოვა. შოთას მეგობრების ნაკრებმა (რომელშიც არაერთმა ვარსკვლავმა ითამაშა: მიკაელ ლაუდრუპი, ბრაიან ლაუდრუპი, ფრანკ დე ბური, არტურ ნუმანი, დანი ბლინდი, ტიჯანი ბაბანგიდა, დამიანო ტომაზი, ანდრეი კანჩელსკისი) საქართველოს ნაკრებს 9–6 მოუგო. შოთას მეგობრების გუნდს ლუის ვან გაალი ხელმძღვანელობდა.
- მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ იყო ლუის ვან გაალის ასისტენტი ალკმაარის აზ-ში, 2010 წლიდან კი მთავარი მწვრთნელის რანგში ხელმძღვანელობდა თურქეთის „ქაისერისფორს“, „ქასიმფაშას“ და „ტრაბზონსფორს“, ასევე თელ-ავივის „მაქაბის“. 2017 წლის ივნისიდან ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელია.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Савин, А.В., История футбола - игроки, тренеры, судьи, М.: Терра-спорт, 2001. — გვ. 32–33. 367 გვ, ISBN 5-93127-139-2.
პერიოდიკა
რედაქტირება- შოთა არველაძე — საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი // „სარბიელი“, 14 ივნისი, 1994, № 27 (102), გვ. 1–3.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქართული სპორტის სტატისტიკა
- პროფილი Soccerway-ზე მწვრთნელის (ინგლისური)
- პროფილი Transfermarkt-ზე მოთამაშის, მწვრთნელის (ინგლისური)
- შოთა არველაძის — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური).
- His career at 'legioner' - არველაძის მატჩებისა და გოლების სტატისტიკა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ოფიციალურად: შოთა არველაძე "ქაისერისფორიდან" წავიდა. „მსოფლიო სპორტი“. 3.10.2012 02:02.
- ↑ "ქასიმფაშა" და შოთა არველაძე - ხელშეკრულება გაფორმდა. „მსოფლიო სპორტი“. 8.10.2012 13:59.
- ↑ შოთა არველაძე: მადლობა ქასიმფაშას, მე გადავდექი
- ↑ ოფიციალურად: შოთა არველაძე "ტრაბზონის" მწვრთნელია, საინფორმაციო სააგენტო „sportall.ge“, 3 ივლისი, 2015.
- ↑ 5.0 5.1 შოთა არველაძე უზბეკეთის სუპერლიგის 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს· „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე უზბეკური სუპერლიგის 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. არველაძის გუნდი უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და მეორეადგილოსანს 20 ქულით გადაუსწრო. მისმა გუნდმა 26 მატჩიდან 22 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ წააგო. — 25 დეკემბერი, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 26 დეკემბერი, 2019. წაკითხვის თარიღი: 1 მარტი, 2021.
- ↑ 6.0 6.1 ლეჟავა, ირაკლი (22 დეკემბერი, 2020). „„ახალი წლიდან ახალი გამოწვევების დროა" - არველაძემ ფახთაქორი დატოვა“. www.crystalsport.ge. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. რადიო თავისუფლება. radiotavisupleba.ge (2020-09-23). ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი, 2020.
- ↑ გოგვაძე, ირაკლი (27 იანვარი, 2022). „ოფიციალურად: შოთა არველაძე ჰალ სიტის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა!“. Primesport.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ არველაძე სტამბულის „ფათიჰ ქარაგუმრუქის“ სათავეში
- ↑ შოთა არველაძე „ფათიჰ ქარაგუმრუქის“ მთავარი მწვრთნელია
- ↑ შოთა არველაძემ „ფატიჰ კარაგუმრუქთან“ პირველი ვარჯიში ჩაატარა
- ↑ „შოთა არველაძემ "ფატიჰ კარაგუმრუკის" მწვრთნელის პოსტი დატოვა“. Sportall. ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)