შმიდტის შესახებ (ინგლ. About Schmidt) — 2002 წლის ამერიკული დრამატული ფილმი. დაფუძნებულია ამავე სახელწოდების წიგნზე. მთავარ როლს ასრულებს ჯეკ ნიკოლსონი. ალექსანდ პეინმა და ჯიმ ტეილორმა მიიღეს ოქროს გლობუსის ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის, ხოლო ნიკოლსონმა — საუკეთესო მსახიობი კაცისთვის.

„შმიდტის შესახებ“
ჟანრი დრამატული ფილმი
დამდგმელი რეჟისორი ალექსანდრ პეინი
პროდიუსერი მაიკლ ბესმანი, ჰარი გიტესი, რახელ ჰოროვიცი
სცენარის ავტორი ალექსანდრ პეინი, ჯიმ ტეილორი
ნაწარმოები „შმიდტის შესახებ“
— ლუის ბიგლი
როლებში ჯეკ ნიკოლსონი
კეთი ბეიტსი
მუსიკა როფლ კენტი
ოპერატორი ჯეიმზ გლენონი
მონტაჟი კევინ ტენტი
დისტრიბუტორი New Line Cinema
გამოსვლის თარიღი 13 დეკემბერი, 2002
ხანგრძლივობა 124 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $30 000 000
შემოსავალი $105 834 556
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

უორენ შმიდტი (ჯეკ ნიკოლსონი) 66 წლის ასაკში პენსიაზე გადის. ის სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა. პენსიაზე გასვლიდან მოკლე ხანში მას მეუღლე გარდაეცვლება. შმიდტი გადაწყვეტს სამოგზაუროდ წავიდეს სხვა შტატში, რათა დაესწროს ქალიშვილის ქორწილს, მიუხედავად იმისა, რომ საქმრო არ მოსწონს. შმიდტი ამავდროულად გადაწვყვეტს, ფინანსურად დაეხმაროს ტანზანიაში მცხოვრებ ბავშვს, ნდუგუს და მას რეგულარულად უგზავნის წერილებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება