ყაზვინი
ყაზვინი (სპარს. قزوین) — ქალაქი ირანში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ამავე სახელწოდების ოსტანის ადმინისტრაციულ ცენტრი და უდიდესი ქალაქი. 2005 წლის აღწერის შედეგად აქ ცხოვრობდა 331.409 კაცი.
ქალაქი | |
---|---|
ყაზვინი قزوین | |
შეიხ სეფი-ად-დინის მავზოლეუმი | |
ქვეყანა | ირანი |
ოსტანი | ყაზვინი |
კოორდინატები | 36°16′28″ ჩ. გ. 50°00′18″ ა. გ. / 36.27444° ჩ. გ. 50.00500° ა. გ. |
ფართობი | 64.132 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 1 800 მ |
მოსახლეობა | 331 409 კაცი (2005) |
სასაათო სარტყელი | UTC+3:30 |
სატელეფონო კოდი | 28 |
ოფიციალური საიტი | http://www.shahrdariqazvin.com/ |
დასახლებიდან 165 კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი თეირანი. ყაზვინი მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 1800 მეტრ სიმაღლეზე. აქ კლიმატი ცივი, მაგრამ მშრალია. ქალაქის კლიმატზე უდიდესი გავლენას ახდენს სამხრეთით არსებული ელბურსის მთები.
ქალაქ ყაზვინის მოსახლეობის უმრავლესობაში არის სპარსული მოსახლეობა, აქ მცხოვრებთათვის მთავარი სასაუბრო ენა არის სპარსული. მიუხედავად ამისა ყაზვინში აგრეთვე საუბრობენ: ქურთულ, აზერბაიჯანულ და ლურის ენებზე.
ყაზვინი დაარსებული იყო ჯერ კიდევ უძველეს დროში. ქალაქის ტერიტორიაზე და მის სიახლოვეს არის 2,000-ზე მეტი არქეოლოგიური და არქიტექორული ძეგლი. 644 წელს ქალაქი არაბებმა აიღეს, სწორედ ამ პერიოდში ეს ტერიტორია მუსლიმანების გავლენის ქვეშ მოექცა. 1210 წელს თამარ მეფის მიერ ირანში სალაშქროდ გაგზავნილმა ქართულმა ჯარმა ყაზვინი აიღო. უკვე XIII საუკუნისთვის ქალაქს მონღოლები იღებენ. ყაზვინიდან 100 კილომეტრში მდებარეობდა ალამუტის ციხესიმაგრე.
სეფიანთა პერიოდში ყაზვინს განსაკუთრებული ფუქციები დაეკისრა, ეს დასახლება გარკვეული პერიოდი სეფიანთა იმპერიის დედაქალაქიც იყო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Satellite Picture by Google Maps
- FallingRain Map - elevation = 1285 m (Red dots are railways) დაარქივებული 2009-06-25 საიტზე Wayback Machine.
- towers profile დაარქივებული 2016-03-08 საიტზე Wayback Machine.