ქუშქა (თურქმ. Guşgy) — მდინარე თურქმენეთსა და ავღანეთში. მდინარე მურღაბის უდიდესი შენაკადი. სათავე აქვს ავღანეთის მთებში, ზღვის დონიდან დაახლოებით 3000 მ-ზე ზევით. სიგრძე 277 კმ, აუზის ფართობი 10,7 ათ. კმ². საზრდოობს წვიმისა და თოვლის წყლით. ზაფხულში შრება. წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან 3,52 მ³/წმ. მდინარის ხეობაში გაშენებულია ქალაქი ქუშქა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება