ქლოი ჟაო
ქლოი ჟაო (ჩინ. 赵婷; ინგლ. Chloé Zhao; დ. 31 მარტი, 1982, ბეიძინი, ჩინეთი) — ჩინელი რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი და მემონტაჟე. ამჟამად ცხოვრობს კალიფორნიაში. ცნობილია ამერიკული ფილმებზე მუშაობით. მისმა სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის, სახელწოდებით „სიმღერები, რომლებიც ჩემმა ძმებმა მასწავლეს“ (2015) ჩვენება სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა და პოზიტიური შეფასებები მოიპოვა.
ქლოი ჟაო | |
---|---|
დაბადების თარიღი |
31 მარტი, 1982 ბეიძინი, ჩინეთი |
ეროვნება | ჩინელი |
ალმა-მატერი |
ჰოლიოკის მთის კოლეჯი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | სცენარისტი, კინორეჟისორი, პროდუსერი, მონტაჟისტი |
აქტიური | 2008-დღემდე |
ჟაომ საერთაშორისო ცნობადობა ფილმით „მომთაბარეთა მიწა“ (2020) მოიპოვა. ფილმს ვენეციის კინოფესტივალზე „ოქროს ლომი“ გადაეცა, ხოლო ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მან ხალხის რჩეული ფილმის ჯილდო მიიღო. ოსკარის 93-ე დაჯილდოებაში „მომთაბარეთა მიწამ“ სამ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება, მათ შორის მიიღო ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის, რის შედეგადაც ჟაო ამ ჯილდოს მფლობელი პირველი აზიელი ქალი გახდა.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაქლოი ჟაოს დაბადების სახელი ჟაო ტინგია. იგი 1983 წელს ბეიძინი, ჩინეთში დაიბადა. თინეიჯერობისას ჟაო მანგას ხატავდა, ფან-ფიქციას წერდა, უყვარდა ფილმების ყურება. იგი აღნიშნავს, რომ მისთვის ყველაზე დიდი გავლენის მქონე ფილმი ვონ კარ-ვაის „ბედნიერები ერთად“ იყო, რომელსაც საკუთარი ფილმების გადაღებამდე თავიდან უყურებს.[1]
15 წლის ასაკში, როცა ინგლისური თითქმის არ იცოდა, მშობლებმა ინგლისში, სკოლა-პანსიონატში გააგზავნეს, თუმცა იგი აშშ-ში ცხოვრებაზე ოცნებობდა.[1] 2010 წელს იგი ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც კინორეჟისურის სწავლა დაიწყო.
კინო-კარიერა
რედაქტირებასწორედ 2010 წელს გადაიღო მან თავისი პირველი მ��კლემეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „ქალიშვილები“. ფილმის პრემიერა კლერმონტ-ფერანდის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე შედგა და ათეულობით ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ჟიურის სპეციალური პრიზი 2010 წლის Cinequest Film Festival-ზე.[2]
2015 წელს ჟაომ თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „სიმღერები, რომლებიც ჩემმა ძმებმა მასწავლეს“. ფილმის ოპერატორი ჯოშუა ჯეიმზ რიჩარდსი იყო, ხოლო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, ერთ-ერთი ჩვენება კი კანის კინოფესტივალზე გაიმართა.
2017 წელს გამოვიდა მისი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი, „მხედარი“. 2017 წელს მისი ჩვენება კანის კინოფესტივალზე გაიმართა და Art Cinema Award მიიღო.[2] ფილმში ბრედი ჯანდრო, ლილი ჯანდრო, ტიმ ჯანდრო, ლეინ სკოტი და კეტ კლიფორდი მონაწილეობენ. იგი სამხრეთ დაკოტაშია გადაღებული. აშშ-ს კინოთეატრებში მისი პირველი ჩვენება 2018 წლის 13 აპრილს შედგა. ფილმი მოგვითხრობს ბრედის შესახებ, რომელიც სიღარიბეში ცხოვრობს. ჰყავს მამა და აუტიზმით სპექტრის მქონე თინეიჯერი და. როდეოს დროს იგი ტვინის შერყევას მიიღებს და მარჯვენა ხელის ფუნქციონირებას შეუსუსტებს. ექიმი ბრედის ეტყვის, რომ ცხენის ჭენება ამ ყველაფერს გააუარესებს.
მისმა მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმმა, Nomadland-მა, რომელიც 2020 წელს გამოვიდა, ვენეციის კინოფესტივალზე „ოქროს ლომი“ და კრიტიკოსებისაგან პოზიტიური შეფასებები მოიპოვა. ფილმის გადაღება ოთხი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, დასავლეთ ამერიკაში მიმდინარეობდა. 2020 წელს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მან ხალხის რჩეულის ჯილდო მიიღო.[3][4]
მომავალი პროექტები
რედაქტირება2018 წლის აპრილში, Amazon Studio-მ ბას რივზის ბიოგრაფიული ფილმის შესახებ გამოაცხადა, რომლის რეჟისორი და სცენარისტი ქლოი ჟაო იყო. ფილმი ისტორიული ვესტერნის ჟანრს მიეკუთვნება.
2018 წლის სექტემბერში, Marvel Studios-ს მიხედვით, ჟაომ კომიქსების წიგნზე დაფუძნებული ფილმი უნდა გადაიღოს, სახელწოდებით „მარადიულები“. ფილმის გამოსვლა 2021 წლის 5 ნოემბერს არის დაანონსებული.
ფილმოგრაფია
რედაქტირებასრულმეტრაჟიანი ფილმები
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2015 | ფ | „სიმღერები, რომლებიც ჩემმა ძმებმა მასწავლეს“ | Songs My Brothers Taught Me | რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი, მონტაჟისტი |
2017 | ფ | „მხედარი“ | The Rider | რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი |
2020 | ფ | „Nomadland“ | Nomadland | რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 https://www.vogue.com/article/chloe-zhao-the-rider-vogue-april-2018
- ↑ 2.0 2.1 https://tisch.nyu.edu/grad-film/alumni/chloe-zhao
- ↑ https://deadline.com/2020/09/venice-film-festival-winners-2020-golden-lion-full-list-1234575829/
- ↑ https://www.hollywoodreporter.com/news/toronto-chloe-zhaos-nomadland-wins-audience-award