ქალბაჯარ-ლაჩინის რეგიონი
ქალბაჯარ-ლაჩინის (ეკონომიკური) რეგიონი (აზერ. Kəlbəcər-Laçın iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის ეკონომიკური რეგიონებიდან ერთ-ერთი. რეგიონში შედის: ქალბაჯარის, ლაჩინის, გუბადლის და ზანგილანის რაიონი. 1993-2020 წლებში, რეგიონი მთლიანად ოკუპირებული იყო და იმყოფებოდა არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ.
ფართობი — 6420 კმ²-ია, რაც მთლიანი აზერბაიჯანის ტერიტორიის 7,5% შეადგენს. მოსახლეობა (მათ შორის, დევნილებით, იძულებით გადაადგილებული პირებით) შეადგენს 244,0 ათას კაცს (2015 წლის მონაცემებით).[1] ფაქტობრივად, რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობონ მარტო სომხები.[2][3]
მრეწველობა
რედაქტირებარეგიონში მოიპოვება: ოქრო, ვერცხლისწყალი, ხრომიტი, მარმარილოთი მოპირკეთებისთვის სამშენებლო ქვა, პირიტი.
1988 წლის მონაცემებით, მრეწველობა წარმოდგენილია ადგილობრივი ნედლეულის დამუშავებით. რეგიონში განვითარებულია ხალიჩების ქსოვა.
სოფლის მეურნეობა
რედაქტირება1988 წლის მონაცემებით, რეგიონის სოფლის მეურნეობის დარგებია: მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, თამბაქოს მოყვანა, მევენახეობა, ხეხილის და მარცვლეულის მოყვანა.
ტურიზმი
რედაქტირებადასვენებისა და მკურნალობისთვის არსებობს ბუნებ��ივი ბალნეოლოგიური რესურსები და მინერალური წყლები.