ქაიხოსრო ქართველი

ქაიხოსრო ქართველი — წმინდა მამა ქაიხოსრო ქართველი (გ. 1612), საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ძველი სტილით 16 ივნისი (29 ივნისი).

ქაიხოსრო ქართველი

ცნობა წმინდა ქაიხოსრო ქართველის შესახებ გვხვდება, XVIII საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და მწერლის, ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსვლაში“.

ტიმოთე გაბაშვილი აღწერს იერუსალიმის სიწმინდეებს, ჯვრის ქართველთა მონასტრის აღაპებს და ფრესკებს. ის აღნიშნავს: „.და კვალად იერუსალიმით მივედით მონასტრად ქართველთასა ჯვარს და განვიცადეთ, კედელთა ზედა წმიდანი მამანი და მოწამენი საქართველოსანი ეხატნეს შარავანდითა და გვირგვინითა. ესენი.“ ჩამოთვლილია წმინდანთა სახელები და მათ შორის „წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი, რომელიც აწამა ყეენმან შაჰ-აბაზ წმიდათა ხატთათვის, ქორონიკონსა ტ“ (1612).

წმინდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი გარდაიცვალა 1612 წელს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი II, თბილისი, 2001 წ.