ფლევის წმინდ�� გიორგის დიდი ეკლესია

ფლევის წმინდა გიორგის დიდი ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ფლევის აღმოსავლეთით სასაფლაოზე. აგებულია XIX საუკუნის ბოლოს.

ეკლესია დარბაზულია (14,6 X 8,7 მ), ნაგებია თლილი კირქვით, ნატეხი ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთითაა. კარები შიგნიდან აგურის თაღებითაა გადახურული, გარედან - კირქვით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მოზრდილი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის გვერდებზე თითო ნახევარწრიული თაღოვანი ნიშია. აფსიდის მხრებით დარბაზისგან გამოყოფილი საკურთხევლის ბაქანი ამაღლებულია და წინ არდაბაგი ეკვრის. გრძივ კედლებში ორ-ორი სარკმელია. ყველა სარკმელს აგურით ამოყვანილი ნახევარწრიული თაღი აქვს. გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრია, დასავლეთით - კუთხის პილასტრები. დასავლეთ ფასადზე, კარის თავზე აგურის წყობით გამოყვანილია ჯვარი. ეკლესია გადახურულია ორფერდა სახურავით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12204