ფენტეზი (ინგლ. Fantasy — ფანტაზია) — ლიტერატურული ჟანრი, რომელშიც სიუჟეტის ძირითად ელემენტად გამოყენებულია მაგია და სხვა ზებუნებრივი მოვლენები. ამ ჟანრის ბევრ ნაწარმოებში მოქმედება ხდება გამოგონილ სამყაროში, სადაც ჯადოქრობაა გავრცელებული. ასევე, ხშირად გვხვდებიან მითური არსებები (დრაკონები, ჯუჯები, ტროლები და სხვა). სამეცნიერო ფანტასტიკისგან განსხვავებით, ფენტეზი არ იძლევა შეუძლებელი მოვლენების ლოგიკურ (ან ფსევდო-ლოგიკურ) ახსნას. თუმც���, ამ ორ ჟანრს ბევრი რამ აქვს საერთო.

პოპულარულ კულტურაში უფრო გავრცელებულია ფენტეზის მედივალისტური ფორმა, განსაკუთრებით ჯ. რ. რ. ტოლკინის ბეჭდების მბრძანებლის წარმატების შემდეგ. ფართო გაგებით, ფენტეზი მოიცავს ბევრი მწერლის, რეჟისორისა და მუსიკოსის ნამუშევრებს, უძველესი მითებიდან და ლეგენდებიდან თანამედროვე ნაწარმოებებამდე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: