ფარდობითობის ზოგადი თეორია
ფარდობითობის ზოგადი თეორია — გრავიტაციის გეომეტრიული თეორია, რომელიც ალბერტ აინშტაინმა გამოაქვეყნა 1915 წელს. ეს თეორია აერთიანებს ფარდობითობის სპეციალურ თეორიასა და მსოფლიო მიზიდულობის კანონს და აღწე��ს გრავიტაციას როგორც სივრცისა და დროის (ანუ სივრცე-დროის) გეომეტრიულ თვისებას. კერძოდ, ამ თეორიის მიხედვით სივრცე-დროის სიმრუდე უშუალოდაა დაკავშირებული ენერგიასა და იმპულსთან. ეს კავშირი მოიცემა აინშტაინის განტოლებებით.
ფარდობითობის ზოგადი თეორიის ბევრი წინასწარმეტყველება მნიშვნელოვნად განსხვავდება კლასიკური ფიზიკის წინასწარმეტყველებებისგან. ასეთი განსხვავებები მოიცავს გრავიტაციულ დროის გაწელვას, გრავიტაციულ წითელ წანაცვლებას და სხვა ეფექტებს. ფარდობითობის ზოგადი თეორიის წინასწარმეტყველებები დადასტურდა დღემდე ჩატარებული ყველა ექსპერიმენტით.
ფარდობითობის ზოგად თეორიას აქვს ბევრი მნიშვნელოვანი ასტროფიზიკური შედეგი. ეს თეორია მიუთითებს შავი ხვრელის არსებობას - ისეთი არისა, რომელიც იმდენად გამრუდებულია, რომ არაფერს, სინათლესაც კი არ შეუძლია მისი დატოვება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 222.