სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურანი (მრავალმნიშვნელოვანი).

ურანოსი ან ურანი (ბერძ. Οὐρανός) — ზეცის განმასახიერებელი უძველესი და უზენაესი ღვთაება. ზოგიერთი მითის თანახმად, ურანოსი გეამ შვა, ზოგის მიხედვით კი იგი მისი მეუღლეა. გეამ იგი ეროსის მეშვეობით გააჩინა. ურანოსთან ერთად სამყაროში პირველი მამრობითი ელემენტი შემოვიდა. ორივენი უძველეს ღმერთებს განეკუთვნებიან. თავად ურანოსი კი სამყაროს პირველი გამგებელი იყო. მან გეასთან ერთად შვა: ტიტანები, ჰეკატონხეირები, მთები, ზღვები, ციკლოპები, ნიმფები და ასხელიანები. მითებში ურანოსის შვილთა რიცხვი თორმეტიდან ორმოცდახუთამდე აღწევს. ურანოსი იყო ბოროტი ქმარი და მამა, მას სძულდა თავისი შვილები. ყოველ ახალშობილ ტიტანს დედამიწის დამალულ ადგილებში ამწყვევდა, რათა მათ არასოდეს ეხილათ დღის სინათლე, ურანოსი თავისი ბოროტებით ტკბებოდა, ამ ყველაფერმა განარისხა გეა, რადგანაც მისი წიაღი აივსო მისგანვე შობილი ბუმბერაზებით. მან თავისი უმრწემესი ძე, კრონოსი, მამის წინააღმდეგ წააქეზა, ადამანტისგან ვეებერთელა ნამგალი გაუკეთა და სათანადოდაც დაარიგა. მიმწუხრისას, როდესაც ურანოსი ყოველი მხრიდან შემოეფინა გეას, ჩასაფრებულმა კრონოსმა მამას ნამგლით ნაყოფიერების ასო მოჰკვეთა და ზურგს უკან მოისროლა. ურანოსის ფალოსიდან ჩამონადენმა სისხლის წვეთებმა უკანასკნელად გაანაყოფიერეს გეა, რომელმაც წლის დასალიერს შვა ერინიები, გიგანტები და მელიებად წოდებული ნიმფები. ხოლო თავად ფალოსი ჩავარდა ზღვაში, რომლის აქაფებული ზვირთებიდანაც დაიბადა მშვენიერი აფროდიტე.

ურანოსი


მითოლოგია: ბერძნული მითოლოგია[1] და ძველი საბერძნეთის რელიგია[1]
სხვა კულტურებში: Caelus
სქესი: მამრობითი[1]
გავლენის სფერო: ცა[1]
მამა: ქაოსი[2] , ეთერი[2] [1] და Ophion
დედა: ჰემერა[3] და გეა[3] [1]
და-ძმა: Ourea და პონტოსი
მეუღლე: გეა[1]
შვილები: აფროდიტე, Brontes, Steropes, Eurymedon, ალკიონევსი, Alpos, Enceladus, Eurytos, Gration, Hippolytos, Mimas, Pallas, Peloreus, Polybotes, Porphyrion, Anax, Damysos, Clytius, Ephialtes, Hoplodamus, Melia, Otus, Briareus, Cottus, Gyges, ოკეანოსი, Coeus, Kreios, ჰიპერიონი[4] , Iapetos[5] , კრონოსი[6] , ფებე, Mnemosyne, რეა[7] , თემიდა, ტეთისი[8] , თეია[9] [10] , Alecto, Megaera, Arges, Tisiphone, Astraios, ტელქინები, Lyssa, Abseus, Syceus, დიონე, Adanus, Aristaeus[11] , Glauce, ეგეონი, Aetna, Athos, Basileia, Euonymus და Heimarmene
გამოსახულებები
რომაული ვილა სენტინუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარე უზარმაზარი იატაკის მოზაიკა (ამჟამად ცნობილი სასოფერატოს სახელით მარკეში, იტალია). ქრისტეს შობიდან 200250 წლები. ეონი (ბერძ. Αἰών) (ურანოსის რომაული ასლი), უკვდავების ღმერთი დგას ზოდიაქოს ნიშნებით გაფორმებულ ასტროლოგიური სფეროს ცენტრში. მათ შორის მოთავსებულია მწვანე და შიშველი ხე (შესაბამისად ზაფხული და ზამთარი). მათ წინ კი ზის დედამიწის ქალღმერთი ტელუსი/ ტერა (გეას რომაული ასლი) თავის ოთხ შვილთან ერთად, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენენ ოთხ სეზონს.
ურანოსის კასტრირება კრონოსის (სატურნი) მიერ: ჯორჯო ვაზარის და ქრისტოფანო ჯერარდის ფრესკა, 1560 წელი (კოზიმო I მედიჩის დარბაზი, პალაცო ვეკიო, ფლორენცია).

ურანოსის შემდეგ უზენაესი ღვთაების სახელი დაიმკვიდრა კრონოსმა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 Encyclopedia of Ancient Deities — 1 — Jefferson: McFarland & Company, 2000. — P. 484. — 597 p. — ISBN 0-7864-0317-9
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Titanomachy
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ჰესიოდე Θεογονία — 0700.
  4. 4.0 4.1 Любкер Ф. Hyperion // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 649–650.
  5. 5.0 5.1 Любкер Ф. Iapetus // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 653.
  6. 6.0 6.1 Любкер Ф. Κρόνος // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 356–357.
  7. 7.0 7.1 Любкер Ф. Rhea // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 1153–1154.
  8. 8.0 8.1 Любкер Ф. Tethys // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 1359.
  9. 9.0 9.1 Любкер Ф. Θεία // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 1370.
  10. 10.0 10.1 Фия // Большая энциклопедия / S. Yuzhakovპეტ.: Editorial Illustration, 1905. — ტ. 20. — გვ. 813.
  11. 11.0 11.1 Любкер Ф. Aristaeus // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 147.