ტრისტან და კუნია (პორტ. Tristão da Cunha; დ. დაახლოებით 1460, ლისაბონი — გ. დაახლოებით 1540) — პორტუგალიელი ზღვაოსანი.

ტრისტან და კუნია

ტრისტან და კუნია, 1575 წლის გრავიურა
დაბადების თარიღი დაახლოებით 1460
ლისაბონი
გარდაცვალების თარიღი დაახლოებით 1540
ეროვნება პორტუგალიელი
საქმიანობა ზღვაოსანი

1504 წელს დანიშნეს პორტუგალიის პირველ ვიცე-მეფედ ინდოეთში, მაგრამ დროებითი სიბრმავის გამო ეს პოსტი არ დაუკავებია. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობა განხორციელდა 1506 წელს, როცა მან 15 გემისაგან შემდგარი ფლოტით ინდოეთისაკენ მიმავალი სამხრეთული გზის გასწვრივ მნიშვნელოვანი გეოგრაფიული გამოკვლევები და აღმოჩენები ჩაატარა. მან აღმოაჩინა კუნძულთა ჯგუფი ატლანტის ოკეანეში, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს — ტრისტან-და-კუნია, იმავე წელს არაბებს წაართვა კუნძული სოკოტრა, შეამცირა მათი გავლენა მადაგასკარზე, მოზამბიკზე, ბრავაზე და მიაღწია ინდოეთს. 1514 წელს შინ დაბრუნებული ტრისტან და კუნია რომის პაპ ლეო X-ის დიპლომატი გახდა და დანიშნეს პორტუგალიის მეფის მანუელ I-ის საიდუმლო მრჩევლად. ჰყავდა შვილი ნუნო და კუნია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება