ტომაშ ბერდიხი (ჩეხ. Tomáš Berdych; დ. 17 სექტემბერი, 1985, ვალაშსკე მეზირჟიჩი, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მეოთხე ჩოგანი.

ტომაშ ბერდიხი

ბერდიხი უიმბლდონის ტურნირზე 2017 წელს
ქვეყანა (სპორტი) ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
საცხოვრებელი ადგილი მონტე-კარლო, მონაკო
დაიბადა 17 სექტემბერი, 1985 (1985-09-17) (39 წლის)
ვალაშსკე მეზირჟიჩი, ჩეხოსლოვაკია
სიმაღლე 196 სმ.
პროფესიონალი 2002
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი ტომაშ კრუპა (2009–2014)
დანიელ ვალვერდუ (2014–2016)
აზუზ სიმჩიჩი (2014–)
გორან ივანიშევიჩი (2016–2017)
მარტინ შტეპანეკი (2018–)
ფულადი პრიზი 28,845,972 აშშ დოლარი
ოფიციალური საიტი tomasberdych.cz
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 626–330 (65.48%)
ტიტულები კარიერაში 13
უმაღლესი რეიტინგი მე-4 (18 მაისი, 2015)
მიმდინარე რეიტინგი მე-108 (15 ივლისი, 2019)[1]
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ნახევარფინალი (2014, 2015)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (2010)
უიმბლდონი ფინალი (2010)
აშშ-ის ღია პირველობა ნახევარფინალი (2012)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი ნახევარფინალი (2011)
ოლიმპიური თამაშები მეოთხედფინალი (2004)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 103–110 (48.36%)
ტიტულები კარიერაში 2
უმაღლესი რეიტინგი 54-ე (10 აპრილი, 2006)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა მეოთხედფინალი (2005)
საფრანგეთის ღია პირველობა 2რ (2005)
უიმბლდონი 2რ (2005)
აშშ-ის ღია პირველობა 2რ (2004)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (2012, 2013)
ჰოპმანის თასი გამარჯვება (2012)
ბოლოს განახლდა: 31 მაისი 2018.

ბერდიხმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში ATP-ის 13 ტურნირი მოიგო, აქედან ერთი მასტერსის ტურნირი. ჩეხი ჩოგბურთელის კარიერაში საუკეთესო მიღწევაა უიმბლდონის ფინალში გასვლა – 2010 წელს მეოთხედფინალში მოქმედი ჩემპიონის როჯერ ფედერერის ოთხ სეტში[2] და ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის სამ სეტში ძლევის შემდეგ[3], ბერდიხი ფინალში რაფაელ ნადალთან სამ სეტში დამარცხდა[4]. ჩეხმა ჩოგბურთელმა ოთხივე დიდი სლემის ტურნირის მინიმუმ ნახევარფინალამდე მიაღწია. აღსანიშნავია, რომ სტანისლას ვავრინკასთან და ჟო-ვილფრიდ ცონგასთან ერთად, ბერდიხი ერთადერთი ჩოგბურთელია, ვინც დიდი სლემის ტურნირებზე დიდი ოთხეულის ოთხივე ჩოგბურთელის დამარცხება შეძლო.

სანაკრებო დონეზე, ბერდიხს ორჯერ დეივისის თასი და ერთხელ ჰოპმანის თასი აქვს ჩეხეთის ნაკრებთან ერთად მოგებული. 2013 წლის დეივისის თასზე, ბერდიხი ჩოგბურთის ისტორიაში მეორე ყველაზე გრძელი მატჩის მონაწილე გახდა. თანამემამულე ლუკაშ როსოლთან ერთად, მან შვეიცარიელები მარკო კიუდინელი და სტანისლას ვავრინკა 5 სეტიან მატჩში დაამარცხა, რომელიც 7 საათს და 2 წუთს გაგრძელდა – 6–4, 5–7, 6–4, 6–7(3–7), 24–22[5].

სტატისტიკა და მიღწევები

რედაქტირება

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 1 (0–1)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 2010 უიმბლდონი ბალახი   რაფაელ ნადალი 3–6, 5–7, 4–6

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Rankings | Singles | ATP World Tour | Tennis“. ATP World Tour (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-09-12.
  2. „Wimbledon 2010: Roger Federer stunned by Tomas Berdych“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 31 მაისი 2018.
  3. „Wimbledon 2010: Tomas Berdych upsets Novak Djokovic“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 31 მაისი 2018.
  4. „Wimbledon 2010: Rafael Nadal beats Berdych in final“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 31 მაისი 2018.
  5. „Czech pair defeat Swiss in longest Davis Cup game in history“. bbc.com. ციტირების თარიღი: 1 ივნისი 2018.