ტანჯუნგპინანგი
ტანჯუნგპინანგი — ინდონეზიის რიაუს კუნძულების პროვინციის დედაქალაქი. მისი სახმელეთო ფართობია 144.56 კმ², რომელიც ძირითადად მდებარეობს ბინტანის კუნძულის სამხრეთ ნაწილში, აგრეთვე სხვა უფრო პატარა კუნძულებზე, როგორებიცაა დომპაკი და პენიენგატი. 2020 წლის აღწერის თანახმად, მისი მოსახლეობა 227 663 იყო, ამ მონაცემებით ის პროვინციის მეორე უდიდეს ქალაქია ბატამის შემდეგ; 2023 წლის შუა პერიოდისთვის ოფიციალური შეფასებით მოსახლეობა 234 840 ადამიანია, მათ შორის 118 600 კაცი და 116 250 ქალი.
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტანჯუნგპინანგი ინდონ. Tanjungpinang | |||||
| |||||
ქვეყანა | ინდონეზია | ||||
შიდა დაყოფა | West Tanjung Pinang[1] , East Tanjung Pinang[1] , Tanjung Pinang Kota[1] და Bukit Bestari[1] | ||||
კოორდინატები | 0°55′07″ ჩ. გ. 104°27′19″ ა. გ. / 0.918778° ჩ. გ. 104.455417° ა. გ. | ||||
დაარსდა | 6 იანვარი, 1784 | ||||
ფართობი | 239.5 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 18±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 203 008 (2015)[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+07:00 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.tanjungpinangkota.go.id/ | ||||
ტანჯუნგპინანგი მალაიური კულტურის ისტორიული ქალაქია, რომელიც იყო როგორც ჯოჰორის სასულთნოს, ასევე რიაუ-ლინგის სასულთნოს დედაქალაქი.
ტანჯუნგპინანგი იკავებს სტრატეგიულ მდებარეობას ბინტანის კუნძულის სამხრეთ ნაწილში, იცავს ბინტანის მდინარის შესართავს. ტანჯუნგპინანგს ფერისა და სწრაფმავალი კატარღების მარშრუტები აკავშირებს ბატამთან, სინგაპურთან (40 კმ მოშორებით) და ჯოჰორ-ბარუსთან. ქალაქს ემსახურება რაჯა ჰაჯი ფისაბილილაჰის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 7 კმ-ით აღმოსავლეთით.
საუკუნეების განმავლობაში ტანჯუნგპინანგი იმყოფებოდა სუმატრის, მალაკის, ჰოლანდიის, ბრიტანეთისა და იაპონიის კონტროლის ქვეშ. ამ კონტაქტებმა გავლენა მოახდინეს მის კულტურაზე, ასევე იგი იყო მალაიური კულტურისა და სავაჭრო მიმოსვლის ცენტრი. XVIII საუკუნეში იგი იყო ჯოჰორ-რიაუ-ლინგას იმპერიის დედაქალაქი.
ისტორია
რედაქტირებაადრეული ისტორია
რედაქტირებაალაუდდინ რიაიათ შაჰ II-მ, მაჰმუდ შაჰის ძემ, 1528 წელს დაარსა ჯოჰორის სასულთნო. ყოფილი მალაკური ტერიტორიები სწრაფად მოექცა ჯოჰორის გავლენის ქვეშ, მათ შორის ბინტანი, სადაც გაიხსნა მნიშვნელოვანი სავაჭრო პორტი სახელად ბანდარ-რიაუ. მას შემდეგ, რაც მან ძლიერების მწვერვალს მიაღწია და 1722 წელს ჯამბის სასულთნოსთან ომით იმუქრებოდა ჯოჰორს, დედაქალაქი გადაიტანეს რიაუში, რომელიც გახდა ვაჭრობისა და ისლამური სწავლების ცენტრი. ისევე, როგორც მანამდე მალაკა იყო.
ჰოლანდიელებთან კონფლიქტი, რომლებმაც პორტუგალიელებს წაართვეს მალაკა, დასრულდა იმით, რომ ჰოლანდიური ფლოტის 13 გემი გაემართა რიაუზე ალყისა და შეტევიასთვის. 1784 წლის 6 იანვარს მათ შეხვდნენ მალაიელი და ბუგისური ძალები, რომლებმაც უკუაქციეს ისინი და გაანადგურეს ჰოლანდიური საბრძანებლო გემი „Malaka's Wal Faren“. მალაიურმა ძალებმა გააგრძელეს ჰოლანდიელების შეწუხება და მალაკას ბლოკადა, მაგრამ მარცხმა და მემკვიდრეობის კრიზისმა ძალაუფლება მათ საწინააღმდეგოდ გადაანაცვლა. 1788 წელს დედაქალაქი გადაიტანეს რიაუიდან ლინგაში. დედაქალაქების ცვლამ გამოიწვია ის, რომ ჯოჰორის სასულთნოს ზოგჯერ მოიხსენიებდნენ ჯოჰორ-რიაუ-ლინგას იმპერიად.
ბრიტანელებმა მალაკაზე კონტროლი ჰოლანდიელებისაგან 1795 წელს მოიპოვეს. ორივე ძალა ფიქრობდა გაეზრდათ გავლენა მალაკის სრუტეზე, რის გამოც სხვადასხვა კანდიდატი გაამეფს ჯოჰორ-რიაუს სულთნად მემკვიდრეობის კრიზისის დროს (1812–1818 წწ.). ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჯოჰორ-რიაუ გაიყო 1824 წლის ანგლო-ჰოლანდიური ხელშეკრულების შედეგად, რომლის მიხედვითაც სრუტის სამხრეთ ტერიტორია მოექცა ჰოლანდიის კონტროლის ქვეშ და ეწოდა რიაუ-ლინგის სასულთნო.
ჰოლანდიელების კოლონიზაცია და დამოუკიდებლობა
რედაქტირება1911 წლის 11 თებერვალს ჰოლანდიელებმა გადააყენეს სულთანი კოლონიალური ბატონების დაუმორჩილებლობის გამო და ოფიციალურად დაიპყრეს სასულთნო. მათ სამხედრო ბაზა ააშენეს ტანჯუნგპინანგში.
მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელმა ოკუპანტებმა ტანჯუნგპინანგი რიაუს კუნძულების სამთავრობო ცენტრად აქციეს. კონტროლი ჰოლანდიელებს დაუბრუნდათ იაპონიის ჩაბარების შემდეგ და ჰოლანდიელები ოფიციალურად დატოვეს 1950 წელს. რიაუ გახდა ერთ-ერთი ბოლო ტერიტორია, რომელიც გაერთიანდა ინდონეზიაში, რომლებიც ცნობილია აღდგენილი რეგიონების სახელით. ტანჯუნგპინანგი გახდა რიაუს პროვინციის დედაქალაქი მანამ, სანამ 1960 წელს დედაქალაქი არ გადავიდა პეკანბარუში. 2001 წელს მიღებული კანონით ტანჯუნგპინანგი განისაზღვრა, როგორც ავტონომიური ქალაქი 2001 წლის 21 ივნისიდან და ის გახდა რიაუს კუნძულების პროვინციის დედაქალაქი, როდესაც 2002 წელს პროვინცია შეიქმნა. გახდა პროვინციის მეორე ქალაქი ბათამის შემდეგ, რომელიც დამოუკიდებელ ქალაქად 1999 წელს ჩამოყალიბდა.
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი დაყოფილია ოთხ რაიონად (kecamatan).
კლიმატი
რედაქტირებატანჯუნგპინანგი ტროპიკული ტყის კლიმატით და მთელი წლის განმავლობაში ძლიერი ნალექებით ხასიათდება.
ჰავის მონაცემები — ტანჯუნგპინანგი (რაჯა ჰაჯი ფისაბილილაჰის საერთაშორისო აეროპორტი, 2000–2020) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °F | 85.6 | 87.1 | 88.5 | 88.5 | 88.7 | 87.8 | 87.1 | 87.1 | 87.4 | 87.8 | 86.4 | 86.0 | 87.3 |
საშუალო დაბალი °F | 75.4 | 75.0 | 75.2 | 75.6 | 76.5 | 75.9 | 75.6 | 75.6 | 75.2 | 75.6 | 75.2 | 75.6 | 75.5 |
საშუალო ნალექი (დუიმი) | 9.24 | 5.61 | 8.53 | 11.77 | 11.20 | 9.08 | 8.08 | 6.74 | 8.36 | 10.22 | 17.43 | 13.71 | 119.97 |
საშუალო მაღალი °C | 29.8 | 30.6 | 31.4 | 31.4 | 31.5 | 31.0 | 30.6 | 30.6 | 30.8 | 31.0 | 30.2 | 30.0 | 30.7 |
საშუალო დაბალი °C | 24.1 | 23.9 | 24.0 | 24.2 | 24.7 | 24.4 | 24.2 | 24.2 | 24.0 | 24.2 | 24.0 | 24.2 | 24.2 |
საშუალო ნალექი (მმ) | 234.6 | 142.6 | 216.7 | 298.9 | 284.4 | 230.7 | 205.2 | 171.1 | 212.3 | 259.5 | 442.8 | 348.2 | 3 047 |
ნალექიანი დღეები საშუალოდ | 10.2 | 6.1 | 11.1 | 15.3 | 15.2 | 13.2 | 11.3 | 10.3 | 11.0 | 14.2 | 19.6 | 15.0 | 152.5 |
წყარო: Meteomanz[3] |
ლიტერატურა
რედაქტირება- Muftih, Fatih. Ode to Making a Coffee Shop an Office (2023-08-03). ციტირების თარიღი: 2023-08-10
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Tanjungpinang, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
- ↑ The Master Book of Indonesian Territory Data 2015
- ↑ SYNOP/BUFR observations. Data by months. Meteomanz. ციტირების თარიღი: 22 March 2024