ტაგიგი
���აგიგი — მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, ლაგუნა-დე-ბაის დასავლეთ სანაპიროზე. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობსი რაოდენობა 804 915 ადამიანია და ამ მაჩვენებლით ფილიპინების მე-7 ქალაქია. ტაგიგი ცნობილია ბონიფაციოს გლობალური ქალაქით და ფილიპინების ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს. ტაგიგი მუნიციპალიტეტიდან მაღალურბანიზებულ ქალაქად 2004 წელს, 8487-ე რესპუბლიკური აქტის სემდეგ გამოცხადდა.
ტაგიგი ტაგალ. Lungsod ng Taguig ინგლ. City of Taguig | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
---|---|---|---|
კოორდინატები | 14°31′00″ ჩ. გ. 121°03′00″ ა. გ. / 14.51667° ჩ. გ. 121.05000° ა. გ. | ||
მმართველი | Maria Laarni Cayetano | ||
ფართობი | 47.28 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 13 მეტრი | ||
მოსახლეობა | 886 722 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 02 | ||
ოფიციალური საიტი | https://taguig.gov.ph/ | ||
ქალაქი პოლიტიკურად 28 ბარანგაიდ იყოფა. ფილიპინების კონგრესში ქალქის წარმომადგენლებისა და ქალაქის საბჭოს წევრთა არჩევის მიზნით ტაგიგი იყოფა ორ საკანონმდებლო რაიონად: პატეროსი და ტაგიგი (მოიცავს პატეროსის მუნიციპალიტეტსაც) და ტაგიგი.
ეტიმოლოგია
რედაქტირებათავდაპირველად ფერმერთა და მეთევზეთა დასახლება 800-მე ადამიანს ითვლიდა. მოსავლის მიღების შემდეგ ისინი ბრინჯს არჩევდნენ. სწორედ ამიტომ მათ mga taga-giik-ს (ტაგალურ ენაზე „ბრინჯის მრჩევლებს“ ნიშნავს) უწოდებდნენ, ხოლო დასახლებას pook ng mga taga-giik-დ მოიხსენიებდნენ. ესპანელი ბერ ალონსო დე ალვარადოსა და რიუ ლოპეს დე ვილაბოლოს, რომელმაც მდინარე პასიგი 1571 წელს გადაკვეთა, „taga-giik-ს გამოთქმა უჭირდათ. „Tagui-ig შემდეგში შემოკლდა და Taguig, ტაგიგი ეწოდა.[2]
გეოგრაფია
რედაქტირებატაგიგი ლაგუნა-დე-ბაის, ფილიპინების უდიდესი ტბის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. მდინარე პასიგის შენაკადი, მდინარე ტაგიგი ქალაქის ჩრდილოეთ ნახევარს მიუყვება, ხოლო პასიგის კიდევ ერთი შენაკადი, მდინარე ნაპინდანი ტაგიგის ბუნებრივ საზღვარს ქმნის პასიგთან. მდინარის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს შედარებით პატარა ტერიტორია, რომელსაც იბაიო-ნაპინდანი ჰქვია და პასიგს, ტაგისა და ტაიტაის შორის სადავო ტერიტორიების გზაგასაყარს წარმოადგენს. ქალაქის ფართობი 53.67 კმ²-ია.
კლიმატი
რედაქტირებატაგიგში მშრალი სეზონი ნოემბრიდან აპრილამდე გრძელდება, ხოლო წვიმების სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე.
ტერიტორიული დავა
რედაქტირებატაგიგი, მაკატი და პატეროსი ბონიფაციოს ფორტისა და მიმდებარე ტერიტორიების იურისდიქციის მოსაპოვებლად იბრძვიან. 2003 წელს პასიგის რეგიონულმა სასმართლომ ბონიფაციოს ფორტი და სოფელი პინაგსამა ტაგიგს მიაკუთვნა. 2011 წელს პასიგის რეგიონულმა სასამართლომ სემბოს, სამხრეთ სემბოს, აღმოსავლეთ რემბოს, დასავლეთ რემბოსა და პემბოს ბარანგაები, ტაგიგის ნაწილად გამოაცხადა. ამ ბარანგაებსა და ბონიფაციოს ფორტზე პრეტენზიას პატეროსიც აცხადებს, თუმცა მუნიციპალიტეტის პეტიცია უზენაესმა სასამართლომ ��რ მიიღო. 2017 წელს სააპელაციო სასამართლომ ბონიფაციოს ფორტი საბოლოოდ ტაგიგს მიაკუთვნა.
ტაგიგი ჩართულია პასიგთან და ტაიტაისთან ტერიტორიულ დავაშიც, რომელიც იბაიო-ნაპინდანს, პინაგბუჰატანისა და ლუპანგ-არენდრის ტერიტორიებს მოიცავს.
დემოგრაფია
რედაქტირება2015 წლის აღწერით ტაგიგის მოსახლეობა 804 915 ადამიანის ითვლის. იგი მოსახლეობის რაოდენობით მეოთხეა ლუსონში და მე-7 ფილიპინების მასშტაბით.
ადგილობრივი მმართველობა
რედაქტირებაფილიპინების სხვა ქაალქების მსგავსად ტაგიგს მერი და ვიცე-მერი მართავს, რომლებიც სამი წლის ვადით აირჩევიან. მერი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია და ქალაქის დეპარტამენტებს საჯარო მომსახურების გაუმჯობესებასა და განკარგულებათა შესრულებაში ხელმძღვანელობს. ქალაქის მერის ზედიზედ სამჯერ არჩევაა შესაძლებელი. ვიცე-მერი საკანონმდებლო საბჭოს ხელმძღვანელობს, რომელიც 18 წევრისგან შედგება: 8 წევრი პირველი რაიონიდა, 8 წევრი მეორე რაიონიდა, ახალგაზრდული საბჭოს (Sangguniang Kabataan) ფედერაციის პრეზიდენტი და ბარანგაების კაპიტანთა ასოციაციის პრეზიდენტი. ქალაქის საბჭოს მთავარი დანიშნულება რეზოლუციებისა და განკარგულებების სახით ქალაქის პოლიტიკის შემუშავებაა.[3]
ტაგიგის ამჟამინდელი მერო (2019-2022) ლინო კაიეტანოა. ვიცე-მერი ქალაქის საბჭოს ყოფილი მერი და ქვედა ბიკუტანის ბარანგაის კაპიტანი რიკარდო კრუსია. პირველ რაიონს ალან პიტერ კაიეტანო წარმოადგენს, ხოლო მეორე რაიონს - ლანი კაიეტანო.
ბარანგაები
რედაქტირებატაგიგი პოლიტიკურად 28 ბარანგაიდ იყოფა. 2008 წლის დეკემბერში ქალაქში ჩატარებული პლებისციტის შესაბამისად ათი ახალი ბარანგაი შეიქმნა.[4]
განათლება
რედაქტირებატაგიგში არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო სკოლა მდებარეობს, რომლებიც ეროვნული დედაქალაქის რეგიონის მცხოვრებთ საერთაშორისო განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს: მანილის ბრიტანული სკოლა, მანილის ევერესტის აკადემია, მანილის საერთაშორისო სკოლა და მანილის იაპონური სკოლა, რომლებიც ბონიფაციოს გლობალური ქალაქის საუნივერსიტეტო ხეივანში მდებარეობს. მანილის ჩინური საერთაშორისო სკოლა და ფილიპინების კორეული საერთაშორისო სკოლა მაკკინლის ბორცვის მახლობლად მდებარეობს. ქალაქის მთავარი უნივერსიტეტი ტაგიგის უნივერსიტეტია.
საერთაშორისო ურთიერთობები
რედაქტირებადიპლომატიური მისიები
რედაქტირებაქვეყნები რომელთაც ტაგიგში მუდმივი დიპლომატიური მისიები და საელჩოები აქვთ განთავსებული:
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებატაგიგთან დაძმობილებული ქალაქებია
ადგილობრივი |
---|
ბაკოლოდი[5] |
ილოილო[6] |
ტაბაკო[7] |
ვიგანი |
საერთაშორისო |
---|
ავსტრალია ბლექთაუნი, ავსტრალია[8] |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ History en-US. ციტირების თარიღი: 2016-04-18
- ↑ R.A. 7160. ციტირების თარიღი: 2016-04-18
- ↑ Villanueva, Rhodina (2009-05-10). „Taguig names heads of city's 10 new barangays“. The Philippine Star. ციტირების თარიღი: 2016-04-18.
- ↑ „Council approves sisterhood, twinning with Taguig“. SunStar. May 11, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 16, 2013. ციტირების თარიღი: ნოემბერი 24, 2020.
- ↑ „Iloilo honors sister cities“. Manila Bulletin. August 26, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 25, 2019. ციტირების თარიღი: ნოემბერი 24, 2020.
- ↑ „RESOLUTION EXPRESSING INTENTION FOR SISTERHOOD AND TWINNING WITH TAGUIG CITY“. Tabaco City.com. მარტი 21, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 29, 2013. ციტირების თარიღი: მაისი 14, 2013.
- ↑ „Taguig Mayor Lani Cayetano Forges Links with Mayor Stephen Bali of Blacktown City in Australia“. DFA.gov.ph. March 28, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 21, 2021. ციტირების თარიღი: ნოემბერი 24, 2020.