სუფსა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
სუფსა — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სუფსა, ახალსოფელი, გრიგოლეთი, ტაბანათი, ჩქუნი, ხიდმაღალა). მდებარეობს მდინარე სუფსის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 7 მ. სოფელში დგას ყოველთა წმინდათა სახელობის ეკლესია, არის საბავშვო ბაღი, სამუსიკო სკოლა, საჯარო სკოლა.
სოფელი | |
---|---|
სუფსა | |
საავტომობილო გზატკეცილების გზაჯვარედინი სუფსაში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | სუფსა |
კოორდინატები | 42°02′29″ ჩ. გ. 41°48′42″ ა. გ. / 42.04139° ჩ. გ. 41.81167° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 7 მ |
მოსახლეობა | 273[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,2 % სომხები 1,1 % უკრაინელები 0,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებადასახლება გაჩნდა 1883 წელს ბათუმის რკინიგზის გაყვანის შემდეგ, რკინიგზის სადგურის ირგვლივ. 1890-იან წლებში სუფსაში იყო ხე-ტყის საწყობი. სუფსაში ცხოვრობდა ტელემაკ გურიელი. ამჟამად მისი სასახლის ერთი სვეტი სუფსის საჯარო სკოლის შენობაშია მოქცეული. 1895 წელს ტელემაკ გურიელს სუფსაში სტუმრობდნენ მარჯორი და ოლივერ უორდროპები.[2] 1896 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო.[3] 1911 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 3000 ადამიანი იყო გაწევრებული.[4]საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა ტორფის ქარხანა.
ეკონომიკა
რედაქტირებასუფსაში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე, გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. სოფელში არის საჯარო და სამუსიკო სკოლები, ნავთობის მომპოვებელი ჭაბურღილი.
მდ. სუფსის მარცხენა ნაპირზე განლაგებულია სუფსის ნავთობტერმინალი, რომელიც ექსპლუატაციაში 1999 წლის აპრილში შევიდა და წარმოადგენს ბაქო-სუფსის მილსადენის დაბოლოებას. ტერმინალის სასაწყობე ავზების მთლიანი მოცულობა 160 000 კუბური მეტრია. ოთხივე ავზი თანაბარი ზომისაა. სასაწყობე ავზების ავსების შემდეგ ნავთობის ტრანსპორტირება მილსადენების მეშვეობით ხდება სანაპიროდან მოცილებულ ტანკერებზე.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[5] | 381 | ||
1911[6] | 2333 | ||
2002 | 365 | ||
2014 | 273 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირება- ვალერიან კანდელაკი — დრამატურგი
- ტარიელ ჭანტურია — პოეტი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 615.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ შარაძე, გ., ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1984. — გვ. 446-447.
- ↑ ქ შ წ კ გ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა
- ↑ Кавказскій календарь на 1914 годъ, Тифлись, 1913, стр. 197.
- ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 370.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 205.