სოფია ჰოლშანსკა
სოფია ჰოლშანსკი (პოლ. Zofia Holszańska; დ. 1405 — გ. 21 სექტემბერი, 1461) — ჰოლშანსკთა დინასტიის წარმომადგენელი. ბელარუსი პრინცესა. პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი 1422-34 წლებში როგორც ვლადისლავ II-ის მეოთხე და უკანასკნელი მეუღლე. პოლონეთის ორი მეფის: ვლადისლავ III-ისა და კაზიმირ IV-ის დედა.
სოფია ჰოლშანსკა | |
---|---|
2006 წელს მოჭრილი სოფიას გამოსახულებიანი ბელორუსიულ 20 რუბლიანის რევერსი | |
პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი | |
კორონაცია: | 5 მარტი, 1424 |
მმართ. დასაწყისი: | თებერვალი, 1422 |
მმართ. დასასრული: | 1 ივნისი, 1434 |
წინამორბედი: | ელიზაბეტა გრანოვსკა |
მემკვიდრე: | ელიზაბეთ ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1405 |
გარდ. თარიღი: | 21 სექტემბერი, 1461, (55-56 წლის) |
გარდ. ადგილი: | კრაკოვი, პოლონეთი |
მეუღლე: | ვლადისლავ II, პოლონეთის მეფე |
შვილები: |
ვლადისლავ IV, პოლონეთის მეფე კაზიმირ IV, პოლონეთის მეფე |
დინასტია: | ჰოლშანსკები |
მამა: | ანდრეი ჰოლშანსკი |
დედა: | ალექსანდრა დრუცკა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასოფია დაიბადა 1405 წელს ბელორუსიაში. იგი იყო ადგილობრივი დიდგვაროვნის, ანდრეი ჰოლშანსკისა და მისი ცოლის, ალექსანდრა დრუცკას ასული. მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სოფია შეგვიძლია ბელორუსიის პრინცესად მივიჩნიოთ. აქედან გამომდინარე, ცხადია იგი სასურველი საცოლე იყო მთელს აღმოსავლეთ ევროპაში.
სოფიას ბიძაშვილმა, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა პოლონეთის სამეფო კარზე, მოახერხა და იგი პოლონეთის მეფე ვლადისლავ II-ზე დანიშნა. წესით ეს მას უნდა გახარებოდა, თუმცა ამის გამო იგი კვირების მანძილზე ტიროდა და ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. საქმე იმაში იყო, რომ ვლადისლავი უკვე სამჯერ დაქვრივებული, უშვილო და 61 წლის კაცი იყო, სოფია კი 17 წლის მშვენიერი და გონიერი გოგონა გავლენიანი ოჯახიდან, რომელსაც თავისუფლად შეეძლო მეფისთვის მემკვიდრის გაჩენა. 1422 წლის თებერვალში (ზუსტი თარიღი უცნობია). აღსანიშნავია, რომ მეორე ცოლისგან ვლადისლავს ერთი ქალიშვილი ჰყავდა, რომელიც ამ დროისათვის ტახტის მემკვიდრედ მოიაზრებოდა, თუმცა სოფიამ მეფეს სამი ვაჟი გაუჩინა:
- ვლადისლავ III (1424-1444), პოლონეთის, ლიტვის, უნგრეთისა და ხორვატიის მეფე, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- კაზიმირი (1426-1427), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- კაზიმირ IV (1427-1492), პოლონეთისა და ლიტვის მეფე ძმის გარდაცვალების შემდეგ, უნგრეთისა და ხორვატიის ტახტი კი თავის ვაჟ ვლადისლავ II-ს დაუთმო. ცოლად შეირთო ელიზაბეთ ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა ხუთი ვაჟი, აქედან სამი პოლონეთის მეფე გახდა;
აღსანიშნავია, რომ ვლადისლავ II-ის ასული, პრინცესა ჰედვიგია 1431 წელს, 23 წლის ასაკში გარდაიცვალა. საზოგადოდ ითვლება, რომ იგი დედოფალ სოფიას ბრძანებით მოაწამვლინეს.
1424 წლის 12 თებერვალს, კრაკოვის საკათედრო ტაძარში შედგა სოფიას პოლონეთის დედოფლად კორონაცია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოლონური არისტოკრატია ვლადისლავისა და სოფიას ვაჟების უფლებას ტახტზე არ აღიარებდა. ისტორიკოსთა აზრით, სწორედ ამან აიძულა დედოფალი ჰედვიგია მოეწამლა. 1434 წელს მეფე ვლადისლავი გარდაიცვალა, რის გამოც ტახტზე მათი ვაჟი ვლადისლავ III ავიდა.
დედა-დედოფალი სოფია დიდად უწყობდა ხელს ბიბლიის პოლონურად თარგმნას. 1444 წელს მივი ვაჟი ვლადისლავი გარდაიცვალა, რის გამოც ტახტზე მისი მეორე ვაჟი კაზიმირ IV ავიდა, რადგან თავად ვლადისლავს ცოლ-შვილი არ ჰყოლია. სოფია ჰოლშანსკა გარდაიცვალა 1461 წლის 21 სექტემბერს კრაკოვში, ��აკრძალეს ვაველის კათედრალში, ვლადისლავ II-ის გვერდით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Tęgowski, Jan (1999). Pierwsze pokolenia Giedyminowiczow. Poznań-Wrocław: Wydawn. Historyczne. ISBN 83-913563-1-0.
- Wdowiszewski, Zygmunt (1968). Genealogia Jagiellonów. Warszawa: Pax. OCLC 21868459.