სონუ სუდი
სონუ სუდი (ჰინდ. सोनू सूद, დ. 30 ივლისი, 1973, მოგა, ინდოეთი) — ინდოელი მსახიობი, მოდელი და პროდიუსერი,. მონაწილეობს ჰინდის, პენჯაბურ, ტელუგუს კანნადურ(დრავიდული) და ტამილურ ენებზე გადაღებულ ფილმებში. 2020 წლის სექტემბერში მსახიობს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მიენიჭა პრესტიჟული პრემია SDG Special Humanitarian Action Award’ მის მიერ გაწეული ჰუმანიტარული საქმიანობისათვის COVID-19 პანდემიის დროს.[1][2][3]
ბიოგრაფია
რედაქტირებასონუ სუდი დაიბადა 1973 წლის 30 ივლისს ჩრდილოეთ ინდოეთის ქალაქ მოგაში. მეწარმისა და მასწავლებლის ოჯახში. მას ჰყავს ორი და. მომავალი მსახიობი გაიზარდა ქალაქ ნაგპურში, სადაც დაამთავრა კოლეჯი ელექტროინჟინრის სპეციალობით.
1999 წელს სონუ სუდმა ითამაშა ორ ტამილურენოვან ფილმში Kallazhagar და Nenjinile. 2000 წელს მისი დებიუტი შედგა ტელუგურ ფილმში Hands Up!. 2010 წელს მან ითამაშა ანტაგონისტი ჩედი სინქჰი ბოლივუდურ ფილმში "უშიშარი", რომელშიც პარტნიორობა გაუწია მთავარი როლის შემსრულებელ სალმან ხანს.
2009 წელს სონუ სუდს გადასცეს ანდრა პრადეშის შტატის ჯილდო ბოროტმოქმედის როლის შესრულებისათვის და პრემია Filmfare მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის ტელუგუს ენაზე გადაღებულ ბლოკბასტერში არუნდჰატი.[4]
2010 წელს მსახიობმა მიიღო პრემია აფსარა უარყოფითი გმირის როლის საუკეთესო შესრულებისათვი და IIFA -ს ჯილდო ასევე ურყოფითი გმირის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ბოლივუდური ფილმისთვის Dabangg.
2012 წელს გადაეცა SIIMA -ს ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
მსახიობი ასევე ცნობილია მთავარი როლების შესრულებით ფილებში: იუვა (2004), ათადუ (2005), ააშიკ ბანია აპნე (2005), აშოკი (2006), ჯოდჰა აკბარი (2008), დუკუდუ (2011), სროლა ვადალაში (2013), გილოცავთ ახალ წელს (2014), კუნგ ფუ იოგა(2017) და სიმბბა(2018). [5]
2017 წელს გამოვიდა სინო-ინდური ფილმი კუნგ ფუ იოგა. სონუ სუდის გმირს, სახელად რანდალს, სურს იპოვნოს საგანძური, რომელიც მის წინაპრებს ეკუთვნოდათ. მსახიობს პარტნიორობას უწევდნენ ჯეკი ჩანი და დიშა პატანი. ფილმის გამოსვლის შემდეგ მსახიობმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.[6]
სონუ სუდი აქტიურად მონაწილეობს სარეკლამო გადაღებებში. გადაღებულია Apollo Tires და Airtel- ის სარეკლამო რგოლებში.
2016 წლის ივლისში მან დააარსა საპროდიუსერო ცენტრი Shakti Sagar Productions, რომელიც მისი მამის, შაკტი საკარ სუდის – ის სახელს ატარებს. [7]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებასონუ სუდი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი. არის ვეგეტარიანელი. ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის PETA -ს ��ევრია.[8]
სოციალური საქმიანობა COVID-19 პანდემიის დროს
რედაქტირება2020 წლის მაისში, COVID-19 პანდემიისაგან გამოწვეული საყოველთაო იზოლაციის დროს, მსახიობი ათასობით რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ თანამემამულე-მიგრანტ მშრომელებს დაეხმარა, დაბრუნებულიყვნენ სახლებში. მათთვის ორგანიზება გაუკეთა სპეციალურ ავტობუსებს, მატარებლებს, ჩარტერულ რეისებს. ბიშკეკიდან ვარანასში ჩასვლაში დაეხმარა ყირგიზეთში ჩარჩენილ 1500 ინდოელი სტუდენტს. მისმა საქველმოქმედო საქმიანობამ პანდემიის დროს მაღალი შეფასება მიიღო. ინდოეთში როგორც გმირს, ისე ეგებებოდნენ.[9]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Sonu Sood's UNDP award makes his personal brand even taller". ET Brand Equity.com. 29 September 2020. Retrieved 29 September 2020.
- ↑ Sonu Sood coferred UNDP award makes his personal brand even taller".[მკვდარი ბმული] ET Brand Equity.com. 29 September 2020. Retrieved 29 September 2020.
- ↑ "Sonu Sood joins the likes of Angelina Jolie, Leonardo Decaprio as he receives UN award".[მკვდარი ბმული] Wionews.com. 29 September 2020. Retrieved 29 September 2020.
- ↑ Devi (29 January 2009). "TELUGU CINEMASS: Sonu Sood's, Another Hit Arundhati". Telugucinemass.blogspot.com. Retrieved 20 September2011.
- ↑ Devi (29 January 2009). "TELUGU CINEMASS: Sonu Sood's, Another Hit Arundhati". Telugucinemass.blogspot.com. Retrieved 20 September2011.
- ↑ Jackie Chan lands in India for Kung Fu Yoga promotions, Sonu Sood plays host. See pics
- ↑ Kotwani, Hiren (28 January 2017). Jackie Chanunveils the poster of Sonu Sood's production 2 in 1"' The Times of India.
- ↑ Sonu Sood goes shirtless for PETA[მკვდარი ბმული]
- ↑ Pandey, Geeta (25 May 2020). "Bollywood actor hailed for helping stranded migrants". BBC News. Retrieved 27 June 2020.