სიონი (დაბა)
სიონი — დაბა თიანეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ივრის ხეობაში, სიონის წყალსაცავის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, თიანეთიდან 32 კილომეტრის დაშორებით. სიონი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს.
დაბა | |
---|---|
სიონი | |
სიონის წყალსაცავი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°59′22″ ჩ. გ. 45°01′30″ ა. გ. / 41.98944° ჩ. გ. 45.02500° ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1960 |
ცენტრის სიმაღლე | 1000 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 371[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,0 % რუსები 0,8 % სომხები 0,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 348[2] |
საფოსტო ინდექსი | 2500[3] |
სიონის წყალსაცავის შექმნამდე (1951-1963) სიონში იდგა V საუკუნის II ნახევრის ბაზილიკა — სიონის წყალსაცავის ტაძარი, ხოლო მის შემოგარენში იყო შუა საუკუნეების რამდენიმე ძეგლი. მათი დიდი ნაწილი წყალმა დაფარა, ხოლო ბაზილიკა დაშალეს და გადმოიტანეს თბილისში, ხალხური ყოფისა და ხუროთმოძღვრების მუზეუმში.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 371 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1970 [4] | 429 | ||
1979 [4] | 605 | ||
1989 [4] | 487 | -- | -- |
2002[5] | 438 | -- | -- |
2014[1] | 371 | 183 | 188 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 379.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ 4.0 4.1 4.2 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი 2016.