სინემა (ფილმი)
სინემა — კინოსტუდია ქართული ფილმის 1977 წლის კინოფილმი. ფილმის რეჟისორია ლიანა ელიავა. (კონსულტანტი ვასილ ამაშუკელი)
„სინემა“ | |
---|---|
ჟანრი | რეტრო, მელოდრამა |
დამდგმელი რეჟისორი | ლიანა ელიავა |
სცენარის ავტორი | ლევან ჭელიძე, ლიანა ელიავა |
როლებში |
მურმან ჯინორია გურამ ფირცხალავა |
კომპოზიტორი | გია ყანჩელი |
ხმის ოპერატორი | ალექსანდრე გალპერინი |
ოპერატორი | დავით სხირტლაძე |
მხატვარი | ქრისტესია ლებანიძე |
სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1977 |
ხანგრძლივობა | 71 წთ. |
ქვეყანა | საქ. სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებასოსიკო ჩოლოყაშვილი, რომელიც წარჩინებული ოჯახის შვილია, XX საუკუნის დამდეგს საზოგადოებისთვის მანამდე უცნობი, ახალი დარგით — კინემატოგრაფიით ინტერესდება. ბევრი წინააღმდეგობისა და იმედგაცრუების მიუხედავად, საქართველოში კინოს ერთ-ერთმა პირველმა ენთუზიასტმა ფირზე ძველი თბილისის ყოფის ამსახველი არაერთი კადრი აღბეჭდა. მოგვიანებით ეს მასალა თბილისისა და კინოს ისტორიისათვის ფასდაუდებელ განძად იქცა.
ფილმში გამოყენებულია კადრები დოკუმენტური ფილმიდან „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ (1912).
როლებში
რედაქტირება- მურმან ჯინორია — სოსიკო ჩოლოყაშვილი
- გივი (გურამ) ფირცხალავა — იაშა კოსტავა
- ქეთევან ქობულია
- ავთო კერესელიძე
- გურამ ლორთქიფანიძე — ამბე���კი
- შალვა ხერხეულიძე
- თენგიზ არჩვაძე
- არიადნა შენგელაია
- ლია ელიავა — ელენე
- თამარ ციციშვილი
- რამაზ ჩხიკვაძე
- ალექსანდრე ჯალიაშვილი
- დიმიტრი ყიფიანი
- თამარ თვალიაშვილი
- დარეჯან ხარშილაძე
- აბესალომ ლორია
- შალვა გედევანიშვილი
- ვასილ ჩხაიძე
- მანანა მენაბდე
- გივი თოხაძე
- გალინა ბერაძე
- გერონტი დარახველიძე
- როსტომ ჩხეიძე
- პაატა ბარათაშვილი
- ლეილა აბაშიძე
- დოდო ჭიჭინაძე
- კირა (უმც) ანდრონიკაშვილი — თავადის ქალი
- ნინო გორდელაძე
- ვლადიმერ ჩიტიშვილი
- დავით ქობულოვი (ქობულაშვილი)
- მაკა მახარაძე
- ბონდო გოგინავა — მეეტლე
- გ. გვიშიანი
- თ. ლორთქიფანიძე
- დ. გაგუა
- დ. ყიფშიძე
- არჩილ მაჩაბელი