სიმონ ბატონიშვილი

სიმონ ბატონიშვილი, ბაგრატიონი (დ. 3 თებერვალი, 1683 — გ. 26 იანვარი, 1740) — ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ვახტანგ VI-ის ძმა. აქტიურად მონაწილეობდა სამეფო კარის საქმიანობაში, როდესაც ვახტანგი სპარსეთში გაემგზავრა, სიმონ ბატონიშვილი ქართლის გამგედ დატოვა (1712-1716). მეფე იესეს დროსაც გამგედ იყო. შემდეგ თან გაჰყვა ვახტანგ VI-ს რუსეთში, სადაც გარდაიცვალა (დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში). სიმონ ბატონიშვილის განკარგულებითა და ხარჯით თბილისში დაისტამბა ერთ-ერთი პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი „კურთხევანი“ (1713). მისივე აგებულია თბილისის წმინდა გიორგის კარის ეკლესია.

ლიტერატურა

რედაქტირება