სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სეფიეთი (მრავალმნიშვნელოვანი).

სეფიეთი — სამნავიანი ბაზილიკა სოფელ სეფიეთში აბაშის მუნიციპალიტეტში[1]. სეფიეთის ეკლესია ერთ–ერთი უძველესია სამეგრელოში. ნაშენია ქვითა და აგურით, გამოყენებულია თლილი და ნატეხი ქვა. მრავალგზის გადაკეთების შედეგად დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. დასავლეთით მიშენებული აქვს უფრო დაბალი სათავსი — ეგვტერი ან საქალებო. ეკლესიაც და მინაშენიც მოხატულია გვიანდელ შუა საუკუნეებში. მხატვრობამ ფრაგმენტების სახით მოაღწია. გარდა რელიგიური სიუჟეტებისა, გვხვდება ისტორიულ პირთა, ადგილობრივ ფეოდალთა (აბრამ აილაძის, მოხატვის მოთავის — ჭყონდიდელი ზოსიმე კოპლატაძის და სხვა) პორტრეტები. მათი სახელები წარწერებშია მოხსენიებული. აქ ნაპოვნი ჯვრებითა და მზის გამოსახულებით შემკული სვეტისთავი (დაცულია მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში) ამ ტერიტორიაზე არსებულ ძველ ნაგებობას უნდა ეკუთვნოდეს.

სეფიეთი

სეფიეთის ტაძარი

სეფიეთის ტაძარი — საქართველო
სეფიეთის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°15′16″ ჩ. გ. 42°13′09″ ა. გ. / 42.2546639° ჩ. გ. 42.2193278° ა. გ. / 42.2546639; 42.2193278
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია სამეგრელო
მუნიციპალიტეტი აბაშის მუნიციპალიტეტი
სასულიერო სტატუსი მოქმედი

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5172