ტერმინს „მარკა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მარკა.

საფოსტო მარკა — ნიშანი, რომელიც საფოსტო მომსახურების (კორესპონდენციის გაგზავნისა და ადრესატთან მიტანის) გადახდას ამოწმებს. ტრადიციულად მარკას საფოსტო უწყება უშვებს ქაღალდის ნაჭრების სახით, რომლებიც გამიზნულია კონვერტებზე დასაწებებლად და მათზე ნებეჭდი ტექსტი და/ან ნახატია გამოსახული. მათი მიზანი საფოსტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების აკრეფის გამარტივებაა. საფოსტო მა���კები კოლექციონირების საგანია (ფილატელია).

ფარერის კუნძულების მარკა

საფოსტო მარკის ძირითადი მახასიათებლებია: გამომშვები ქვეყანა, ფასი, გრაფიკული გამოსახულება (თემა, ფერადოვნება), სახე (ცალი, ბლოკი, ფურცელი, რომელიც შეიძლება იყოს ყდით ან უყდოდ), ქაღალდის ხარისხი, ბეჭდვის ტიპი, დაკბილვის სახე, ზომები, ტირაჟი.

 
Penny Black, პირველი საფოსტო მარკა,1840.

საფოსტო მარკის გამოცემის იდეა ეკუთვნის ჯეიმზ ჩალმერსა და ლოვრენც კოსირს. პირველი საფოსტო მარკის გამოცემის თარიღია 1 მაისი 1840 წელს პირველი საფოსტო მარკა „შავი პენი“ (ინგლ. Penny Black) შავ-თეთრი ნახატითა და 1 პენსის ღირებულებით ცირკულაციაში შემოვიდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში. რამდენიმე დღეში გამოვიდა მეორე მარკაც „ლურჯი პენსი“ (ინგლ. Two Pence Blue) ლურჯი ნახატითა და 2 პენსის ღირებულებით. ორივე მარკაზე გამოსახული იყო დედოფალი ვიქტორია.

ბრიტანეთის შემდეგ საფოსტო მარკების გამოყენება დაიწყეს სხვა ქვეყნებმაც. 1843 წელს შვეიცარიაში ცირკულაციაში შემოვიდა ევროპის კონტინენტის პირველი მარკები ე.წ. „ციურხის მარკების“ (ინგლ. Zurich 4 & 6) ორი დენომინაცია 4 და 6 რაპენის ღირებულბით . ერთი უშუალოდ ციურიხის და მეორე ციურიხის კანტონის ფარგლებში გასაგზავნი წერილებისათვის. იმავე წელს გამოვიდა პირველი ბრაზილიური მარკა ე.წ. „ხარის თვალი“ (ინგლ. Bull's Eye) სამი დენომინაციით, 30, 60 და 90 რეის ღირებულებით.

ქართული მარკა

რედაქტირება
 
ტფილისის უნიკა, რუსეთის იმპერია, 20 ივნისი, 1857 .

საქართველოსთან დაკავშირებული საფოსტო მარკების ისტორია იწყება რუსეთის იმპერიის მიერ 1857 წელს გამოცემული ტფილისის საქალაქო ფოსტის 6 კაპიკიანი მარკიდან ტფილისის უნიკა (ინგლ. Tiflis Unique). ამ მარკის მხოლოდ სამი ეგზემპლარია შემორჩენილი და სადღეისოდ თითოეული მათგანი 500 000 აშშ დოლარად არის შეფასებული.[1]

პირველი ეროვნული ქართული საფოსტო მარკა გამოიცა 1919 წლის 26 მაისს. საქართველოს დამოუკიდებლობის (1918–1921) და საბჭოთა პერიოდის პირველ წლებში (1922–1923) გამოცემული ქართული მარკები დიდ იშვიათობას წარმოადგენს. 1924 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე მართალია გამოდიოდა მარკები საქართველოს სიუჟეტებითა და ქართველი მოღვაწეების გამოსახულებით, მაგრამ არც ერთ მათგანზე არ იყო მოხსენიებული „საქართველო“. ყველა მათგანზე იყო რუსულ ენოვანი წარწერა „სსრკ–ს ფოსტ“.

1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა ქართული ეროვნული მარკების წარმოება, ვინაიდან ეროვნული საფოსტო მარკების გამოცემა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიშანია. 1993 წლის 31 ივლისს გამოიცა ქართული ეროვნული საფოსტო მარკების სერია „საქართველო გაეროს წევრი“, რომელიც მიეძღვნა საქართველოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანების პირველ წლისთავს.

XX საუკუნის მიწურულს კი საქართველოს ფოსტამ პირველად გამოსცა საფოსტო მარკების კატალოგი, 1993-1999 წლები, რომელიც საინტერესო ცნობარია ფილატელისტებისა (მარკების კოლექციონერების) და ს��ვა დაინტერესებული პირებისათვის.

მნიშვნელოვანი თარიღები

რედაქტირება
 
პირველი ქართული მარკა
  1. Gabriel Namtalashvili (1998)THE RUSSIAN EMPIRE'S FIRST POSTAGE STAMPS TO BE AUCTIONED OFF [1] დაარქივებული 2006-08-22 საიტზე Wayback Machine.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება