საფორტეპიანო ტანგო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შესავალი

რედაქტირება

ყველაზე ადრე გამოქვეყნებული ტანგოები იყო სიმღერები და, საჭიროების შემთხვევაში, ის ასევე სრულებოდა ცეკვებისთვის მხოლოდ ფორტეპიანოზე. გასაკვირი არაა, რომ ჯგუფების ბევრი ხელმძღვანელი „ტანგოს ოქროს ხანაში“ (დაახლოებით 1920-იანი წლებიდან) შესანიშნავი პიანისტი იყო (რობერტო ფირპო, ფრანცისკო დე კარო, მოგვიანებით კი — კარლოს დი სარლი, როდოლფო ბიაჯი და ოსვალდო პუგლიესე). ფორტეპიანო იმ დროისთვის იყო ჩვეულებრივი ტანგოს ორკესტრის სრულუფლებიანი წევრი.

სოლო ფორტეპიანოსთვის პირველ გამოქვეყნებულ ტანგოს ეწოდა ელ ენტრერიანო, რომლის ავტორიც იყო ანსელმო როსენდო მენდისაბალი.

ტანგოს მუსიკა და ცეკვა პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში.

დასაწყისი კუბასა და არგენტინაში

რედაქტირება
 
როსენდო მენდისაბალი

ტანგოს ძირითადი რიტმი ამერიკის კონტინენტზე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოიტანეს აფრიკელმა მონებმა.[1][2][3] როგორც ვიცით, ეს რიტმები მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს/მეოცე საუკუნის დასაწყისში ბუენოს-აირესსა და მონტევიდეოში ჩამოსული ევროპელი ახალმოსახლეების ცეკვებთან ერთად საფუძვლად დაედო „არგენტინულ ტანგოს“.[2][3] ისტორიკოსის, რიკარდო როდრიგეს მოლასის აზრით, ტერმინს „ტანგოს“ ადგილობრივი აფრიკელები იყენებდნენ „შეხვედრის ადგილების“ აღსანიშნავად. მან ასევე შეძლო ტანგოსთან დაკავშირებულ სხვა ფორმათა სახელების (მილონგა, კანიენგუე) კვალის პოვნა აფრიკულ ენებში.[2][3]

კუბაში[1] ტანგოს რიტმი გახდა „ჰაბანერას[1][4][5] საფუძველი (სინამდვილეში ეს არის ნელი ტანგო), ხოლო ბუენოს-აირესსა და მონტევიდეოში ის ჩვეულებრივ არგენტინულ ტანგოში[6] გადაიზარდა. როდესაც ტანგოს მუსიკა ევროპაში გავრცელდა, ასევე განვითარდა ანდალუსიური ტანგო (ფლამენკო).[5]

ყველაზე ცნობილმა მუსიკოსებმა შეითვისეს და განავითარეს ამ ახალი ხელოვნების ფორმა საერთო სახელწოდებით La Guardia Vieja (ქართულ ენაზე: ძველი გვარდია). ეს მუსიკოსები იყვნენ: როსენდო მენდისაბალი (ის ითვლება პირველი ტანგოს შემქმნელად), ერნესტო პონსიო და ანგელ ვილოლდო.[5]

 

ტანგოს „ოქროს ხანა“

რედაქტირება

დაახლოებით 1920 წლისთვის ორი საკრავი - ფორტეპიანო და ბანდონეონი მტკიცედ დამკვიდრდა  ტანგოს ორკესტრებში (ესპანურ ენაზე: „orquesta típica“), რომლებიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა.[7] ტანგო კანციონმა მალევე გააღვივა მოცეკვავეთა წარმოსახვა და  კარლოს გარდელის სიმღერები ცნობილი გახდა ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს.[7] ამ დროის (დაახლოებით 1920-1950 წწ.) ყველაზე გამოჩენილი მუსიკოსები არიან: ანიბალ ტროილო, ალბერტო კასტილო, ნელი ომარი და ოსვალდო პუგლიესე. მრავალ სახელთაგან აქ მხოლოდ რამდენიმეა ჩამოთვლილი.[7]

ტანგოს ცეკვის ტრადიციულმა სტილმა ამ დროს მწვერვალს მიაღწია. ევროპის ბევრ ქალაქში ტანგოს მრავალი ორკესტრი ყალიბდება.[5][7]

ტანგოს განვითარება, 1950-1980

რედაქტირება
 
ასტორ პიაცოლა

ამ დროს კომპოზიტორებმა დაიწყეს ტანგოში სხვადასხვა გავლენის დანერგვა.[7] ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი კომპოზიტორი და ბანდონეონის უბადლო შემსრულებელი იყო ასტორ პიაცოლა, რომელმაც გადმოიღო კლასიკური მუსიკის, ექსპერიმენტული მუსიკისა და ჯაზის მრავალი დამახასიათებელი ნიშანი.[8] ის, ალბათ, პირველი კომპოზიტორია, რომელმაც აღიარა, რომ ტანგო ასევე შეიძლება არსებობდეს მუსიკის სახით, რომელიც მხოლოდ საკონცერტო დარბაზებისთვის არის დაწერილი, მოცეკვავეთა გარეშე ("ტანგო ნუევო", ესპ. „Tango Nuevo“ ("ახალი ტანგო"). ამის გამო ხშირად ტრადიციონალისტებს მისი არასწორად ესმოდათ მთელი ცხოვრების განმავლობაში.[8] კომპოზიტორებმა მარიანო მორესმა და ჰორაციო სალგანმა ასევე უაღრესად ინდივიდუალური გზებით განავითარეს ტანგო.[5]


ფინური ტანგო მოიცავს ბევრ კომპოზიტორს, მათ შორის ოლავი ვირტას, უნტო მონონენსა და ტოივო კიარკის. მუსიკისა და ცეკვის სტილი უფრო ევროპულ ტანგოს (სამეჯლისო ცეკვას) ემსგავსება.[9]

საფორტეპიანო ტანგო ამერიკის კონტინენტზე

რედაქტირება
 
სკოტ ჯოპლინი, 1903

თუმცა აბე ოლმანმა აჩვენა კავშირი რეგთაიმის მუსიკასა[10] და ტანგოს შორის თავისი 1914 წლის „ტანგო რეგ“-ის მეშვეობით. რეგთაიმის ფორმამ სრულყოფილებას მიაღწია სკოტ ჯოპლინის საფორტეპიანო მუსიკაში.[10] მისი რეგთაიმები ძირითადად ტანგოს რიტმზეა დაფუძნებული,  და, მართლაც, მან დაწერა ჰაბანერა სახელწოდებით „ნუგეში - მექსიკური სერენადა“. თავის „ცეკვა რეგთაიმი“-ში მთავარი თემაა მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი ტანგო-რეგი. არგენტინული ტანგოს ზოგჯერ საბედისწერო ტონისგან განსხვავებით, სკოტ ჯოპლინის საფორტეპიანო მუსიკა თავად ცხოვრების დღესასწაულია.

ერნესტო ლეკუონამ (ესპანური წარმოშობის კუბელმა კომპოზიტორმა)[11] დაწერა რამდენიმე  ნაწარმოები, რომლებიც დაფუძნებულია მე-20 საუკუნის დასაწყისის ჰაბანერებზე. ის, შესანიშნავი პიანისტი, ხშირად ასრულებდა ამ სოლოებს საზოგადოებაში. მის ყველაზე ცნობილ ტანგოს ეწოდება „სიბონი“.

ბრაზილიელმა კომპოზიტორმა ერნესტო ნაზარეტმა[12] ასევე გადმოსცა ტანგოს მხიარული მხარე, დაწერა სულ 88 ტანგო ფორტეპიანოსთვის. მისმა ბევრმა ნაწარმოებმა დიდად გაითქვა სახელი XX საუკუნის დასაწყისში, განსხვავებით მისი ცხოვრებისაგან, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა მისი მეუღლისა და ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ. სამწუხაროდ, მისი ნაწარმოებები, მიუხედავად მათი დიდი ოსტატობისა, იშვიათად ისმის კონცერტზე.

კონლონ ნანკაროუ დაიბადა ამერიკაში, მაგრამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი მექსიკაში გაატარა და მექსიკის მოქალაქე გახდა 1956 წელს. მის 1983 წლის „ტანგო?“-ში (თავდაპირველად საფორტეპიანო შემსრულებლებისთვის) მან ტანგოს დანაწევრებული რიტმები სამ ნაწილად დაყო. მან ასევე დაწერა "პრელუდია და ბლუზები" ფორტეპიანოსთვის 1935 წელს: მოკლე პრელუდია სინამდვილეში არის ფუგა, რომელსაც აქვს ტანგოს გამოკვეთილი რიტმი.

ცენტრალურევროპული და რუსული ტანგო

რედაქტირება

ცნობილმა  კატალონიელმა კომპოზიტორმა ისააკ ალბენისმა[13] დაწერა მხოლოდ ორი ტანგო ფორტეპიანოსთვის, რომელთაგან ერთი დღესაც პოპულარულია, ხოლო მეორე, გასაკვირად, თითქმის ჩაიკარგა არყოფნაში! ახ���ლგაზრდობაში იგი ეწვია არგენტინას, ამიტომ მას შესაძლებლობა ექნებოდა მოესმინა არგენტინელი შემსრულებლების ორიგინალური კომპოზიციები. მისი ბევრი სხვა კომპოზიცია დაფუძნებულია  ესპანურ ცეკვებზე და, ხშირად იყენებს ტანგოს რიტმს საფუძვლად.

 
პეტრე ლეშჩენკო

ეჟი პეტერბურგსკი იყო 1930-იან წლებში პოლონეთში ტანგოს მოქმედი დირიჟორი და კომპოზიტორი. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერაა ტანგო „ტანგო მილონგა“, რომელიც ხშირად სრულებოდა როგორც სოლო საფორტეპიანო კომპოზიცია.

რუსული ტანგოები ეფუძნებოდა ნელ „რომანსებს“, რომლებიც ძალიან პოპულარული იყო 1930-იან წლებში. პეტრე ლეშჩენკოს[14] ტანგოს სიმღერები (მაგალითად, „გული“) ასევე შესრულდა როგორც  სოლო საფორტეპიანო კომპოზიციები. ის ტრაგიკულად დაიღუპა რუმინულ ბანაკში მეორე მსოფლიო ომის ბოლოს. მას ზოგჯერ ფორტეპიანოზე თანხლებას უწევდა ლატვიელი ოსკარ სტროკი[15], ასევე ტანგოს შესანიშნავი კომპოზიტორი.

რუსმა იგორ სტრავინსკიმ დაწერა ერთი ტანგო ფორტეპიანოსთვის, რომელიც სტილისტურად ძალიან განსხვავდება ლეშჩენკოს მუსიკისგან. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ მცირე კომპოზიციაა, დღეს მას მაინც უჭირავს თავისი ადგილი საკონცერტო პროგრამებში.

მხოლოდ ერთმა გერმანულმა ტანგომ გაითქვა სახელი მსოფლიოში: კურტ ვაილის[16]იაუკალი“-მ (თუმცა მან ის დაწერა დევნილობაში შეერთებულ შტატებში). ხელმისაწვდომია მისი უამრავი  ვერსია YouTube-ზე! მან ასევე დაწერა „ტანგო ბალადა“, რომელიც, სამწუხაროდ, დაჩრდილა „იაუკალი“-ს წარმატებამ.

„ფინური“ ტანგო და „შოტლანდიური“ ტანგო

რედაქტირება

ფინური ტანგო[17][18] ორიგინალური არგენტინული ტანგოსა და თანამედროვე ევროპული სამეჯლისო ტანგოს ერთობლიობაა, რომელიც პირველად პოპულარული გახდა 1950-60-იან წლებში. ამ ტიპის ტანგოს შეუძლია იტრაბახოს ბევრი კომპოზიტორით, მათ შორის ოლავი ვირტათი და ტოივო კიარკით. უნტო მონონენის[19]სატუმაა“ ძალიან დამახასიათებელი ფინური ტანგოა, რომელიც დღესაც სრულდება. ფინელმა როკ-მუსიკოსმა მ. ა. ნუმინენმა შექმნა ძალიან თავისებული კომპოზიციები ტანგოს საფუძველზე. ის ასევე არის რომანისტი, მან დაწერა მრავალი წიგნი ტანგოს თემაზე.[20]

 
ჯეიმზ პისი

შოტლანდიელმა კომპოზიტორმა ჯეიმზ პისმა მისი 24 საფორტეპიანო კომპოზიციის დასახასიათებლად გამოიყენა სახელწოდება „ტანგო“. ზოგი მათგანი ნამდვილი ტანგოა (ანუ მათზე შეგიძლიათ იცეკვოთ), მაგრამ უმეტესობა, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაფუძნებულია ტანგოს რიტმებზე და იყენებს ტანგოს კომპოზიციებისათვის დამახასიათებელ „ანაბეჭდებს“, განკუთვნილია საკონცერტო შესრულებისათვის: კომპოზიტორი გამოდიოდა მთელ ევროპაში და ასრულებდა თავის ტანგოებს სოლო კონცერტებზე.[21]

თანამედროვე ტანგო

რედაქტირება

ბოლო 30 წლის განმავლობაში ტანგო საინტერესოდ და მრავალგვარად განვითარდა. ტანგო შეერწყა სხვადასხვა სტილს ("Crossover" styles), მათ შორის, როკ მუსიკასა და მძიმე მეტალს.

შოტლანდიელმა კომპოზიტორმა, ჯეიმზ პისმა ტანგოს რიტმები რომანტიკულ და ვირტუოზულ საფორტეპიანო მუსიკასთან გააერთიანა. მან დაწერა 24 ტანგო ამ სტილში (ასევე ცნობილი, როგორც შოტლანდიური ტანგო).[22]

ერთ-ერთი ყველაზე ბოლო საინტერესო მოვლენა იყო ელექტრონული ტანგო.[23] ამ სტილის ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელია ჯგუფი გოთან პროჯექტი (Project Gotan).[23] ამ პარიზული ჯგუფის მუსიკა უკავშირდება პოპ-მუსიკას თავისი განმეორებითი ფრაზებითა და მტკიცე ფონური დარტყმითი რიტმით. ისინი ზოგჯერ იყენებდნენ სმენით კოლაჟებს (მაგალითად, ბუენოს-აირესის ქუჩის ბგერების ან კადრს მიღმა ხმების გამოყენება), რითაც ფრიად ინდივიდუალურ ჟღერადობას ანიჭებენ მათ მუსიკას, თუმც ის მაინც იცნობა ტანგოდ.[23]

 
Project Gotan

ტანგოს ცეკვის სტილები, რასაკვირველია, წლების განმავლობაში, მუსიკის განვითარებასთან ერთად შეიცვალა.[23] დღეს ცეკვის ყველაზე ავანგარდული სტილებიც კი კვლავ ტანგოდ მოიაზრება, იმის გათვალისწინებით, რომ ცეკვის განვითარების თავდაპირველი საფეხურები ახლებურად არის გააზრებული და ინტერპრეტირებული.[24] თანამედროვე ტანგოების სირთულის გამო მუსიკას ხშირად სჭირდება ქორეოგრაფია, და არა ტანგოს თავისუფალი, არსებითად იმპროვიზებული ცეკვა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ტანგოს ცეკვის ორიგინალური სტილი იყო.[24]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 ვიკიპედია. „მუსიკა კუბიდან“, ჰაბანერა 14.2
  2. 2.0 2.1 2.2 როდრიგეს მოლასი, რიკარდო (1957). „შავკანიანთა მუსიკა და ცეკვა XIX და XX საუკუნეებში“. ბუენოს აირესი. კლიო
  3. 3.0 3.1 3.2 როდრიგეს მოლასი, რიკარდო (1958). „შავკანიანთა ზოგიერთი ასპექტი რივერ პლეიტის საზოგადოებაში მე-18 საუკუნეში“. ზღვისპირეთის ეროვნული უნივერსიტეტის (როსარიო) წლის წიგნი
  4. პეტერ მანუელი, 2009. „კუბა კონტრდანსიდან კანცონამდე“. ფილადელფია. ტემპლის უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 978-1-59213-7343
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 სამუელ ჯ. ა. სალასი, პედრო ი. პაულეტო, პედრო ჯ. ს. სალასი (1938). „მუსიკის ისტორია“. მეორე ტომი. ლათინური ამერიკა. ბუენოს-აირესი:  ხოსე ხოაკინ დე არაუხოს გამომცემლობა, გვ. 75
  6. სხვადასხვა ავტორი; კოორდინატორი მარტინი რეალი, ხუან კარლოსი (1976-91). „ტანგოს ისტორია“ (21 წიგნი). ISBN 987-96990-0-9
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 ზუკი, ოსკარი.”ბანდონეონი რიო დე ლა პლატაში”. ნაწილი II
  8. 8.0 8.1 აზი, მარია სუსანა და კოლიერი, სიმონი. (2000-01). დიდი ტანგო: ასტორ პიაცოლას ცხოვრება და მუსიკა. ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა. ISBN 9780195127775
  9. იააკოლა, იუტა. მაისი 2000. ფინური ტანგო: მისი ისტორია და დამახასიათებელი ნიშნები. ფინეთის მუსიკალური საინფორმაციო ცენტრი (სიუზან სინისალოს თარგმანი)
  10. 10.0 10.1 რუდი ბლეში, ჰ. ჯანისი (1971). „ისინი ყველანი უკრავდნენ რეგთაიმს”. მე-4 გამოცემა. Oak Publications
  11. ვიკიპედია. „El piano clásico en Cuba“. XX საუკუნე - ერნესტო ლეკუონა
  12. მარიო დე ანდრადე. „ერნესტო ნაზარეთი“ (1926), Música doce Música. სან – პაულო: ლ. გ. მირანდა, 1934
  13. ისააკ ალბენისი. „ცხოვრების შთაბეჭდილებები და დღიურები“. ისააკ ალბენისის დაფინანსება, მადრიდი. 1990. ISBN 847506311X
  14. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა. „პეტრე ლეშჩენკო“
  15. „ტანგო, როგორც ხიდი ლატვიასა და არგენტინას შორის“ (gorod.lv)
  16. იურგენ შებერა „ვაილი. ბიოგრაფია ტექსტებში, სურათებსა და დოკუმენტებში“. მაინც სკოტი, 1990. ISBN 3-7957-0208-9
  17. ფინური მუსიკის საინფორმაციო ცენტრი (ფიმიკი). „ფინური ტანგო“
  18. ვირტუალური ფინეთი (Wayback machine). "ტანგო და ფინური სული"
  19. ვირტუალური ფინეთი (Wayback machine). "უნტო მონონენი და ტანგოს ბუმი"
  20. მ. ა. ნუმინენი. 1998. "ტანგო არის ჩემი ვნება", Tango on intohimoni
  21. Scottish Tango (Tango escocés). შოტლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკა
  22. შოტლანდიური ტანგო (Tango escocés), 2003. შოტლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკა
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 მადლენ ალბრეხტი. ტანგოს განვითარება 1983 წლიდან. 2009, გვ. 9
  24. 24.0 24.1 გიფტი, ვირჯინია. ტანგო. გატაცების ისტორია. 2008. ISBN 1-4392-1462-X