მაკო საფაროვა-აბაშიძე

(გადამისამართდა გვერდიდან საფაროვა-აბაშიძე, მაკო)

მაკო (მარიამ) საფაროვა-აბაშიძე (დ. 18 თებერვალი, 1860, თელავი — გ. 25 მაისი, 1940, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1925).

მაკო საფაროვა-აბაშიძე

მაკო საფაროვა-აბაშიძე
დაბადების თარიღი 18 თებერვალი, 1860
თელავი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 25 მაისი, 1940 (80 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ვასო აბაშიძე
შვილ(ებ)ი ტასო აბაშიძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბავშვობიდანვე იყო გატაცებული სასცენო მოღვაწეობით. სცენური მოღვაწეობა დაიწყო 1879 წელს ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის მიერ განახლებულ ქართულ პროფესიულ თეატრში. დიდი ოსტატობით ასრულებდა როგორც დრამატულ, ისე კომედიურ (მონაწილეობდა ოპერეტებშიც) როლებს: ნატალია (გაბრიელ სუნდუკიანის „ხათაბალა“), კლოდინა, ტუანეტი (მოლიერის „ჟორჟ დანდენი“, „ეჭვით ავადმყოფი“), ელენე, მაშო (აქვსენტი ცაგარლის „კუდურ ხანუმ“, „ციმბირელი“), ლიზა (ალექსანდრე გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“), მარია ანტონოვნა (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ფაიხოში (დავით ერისთავის „სამშობლო“), ოფელია (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“), ლუიზა (ადოლფ დენერისა და ეჟენ კორმონის „ორი ობოლი“), პოლინა (ალექსანდრე ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“). საფაროვა ქართულად თარგმნიდა რუსულ და ფრანგულ პიესებს. პიესაში შესრულებული როლისთვის „შემოსავლიანი ადგილი“ ალექსანდრე ოსტროვსკი საფაროვა-აბაშიძეს მაღალ შეფასებას აძლევდა.

1900-იანი წლებიდან დაწყებული სცენაზე იშვიათად გამოდიოდა. მ��სი მეუღლე იყო ქართველი მსახიობი ვასო აბაშიძე. საფაროვა-აბაშიძის შვილი ტასო აბაშიძე აგრეთვე ცნობილი მსახიობი იყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება