სან-პაულუს მეტროპოლიტენი
სან-პაულუს მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | ბრაზილია |
ქალაქი | სან-პაულუ |
გახსნის თარიღი | 1974 წ. |
ხაზის სიგრძე | 61,3 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 55 |
ხაზთა რაოდენობა | 4 |
მგზავრები დღეში | 3,2 მლნ. |
მგზავრები წელიწადში | 845 მლნ |
ხაზების სქემა | |
სან-პაულუს მეტროპოლიტენი (პორტ. Metropolitano de São Paulo или просто Metrô) — მეტროპოლიტენის სისტემა ქ. სან-პაულუში. წარმოადგენს პირველ და უმსხვილეს მეტროპოლიტენს ბრაზილიაში, აგრეთვე ყველაზე დიდი დატვირთვის მეტროპოლიტენს სამხ. ამერიკაში. გაიხსნა 1974 წ.-ს. ხაზთა სიგრძეა 61,3 კმ.. მეტროპოლიტენი შედგება 4 ხაზისა და 55 სადგურისაგან. დღიური მგზავრთა რაოდენობა 3 200 000 ადამიანია (2008 წ.-ის მონაცემებით). ხაზთა განსხვავება ხდება ნომრებისა და ფერების მიხედვით: ხაზი 1 - ცისფერი, ხაზი 2 - მწვანე, ხაზი 3 - წითელი და ხაზი 5 - ლილისფერი. ხაზი 5 ქალაქის სამხ.-დას. ნაწილშია და არ უკავშირდება, დანარჩენ 3 ხაზს. ხაზი 4 - ყვითელი, ამჟამად მშენებლობის პროცესშია და მისი გახსნა იგეგმება 2010 წლისთვის.
მეტროს სამუშაო გრაფიკი - დილის 4:40-დან შუაღამემდე.
ისტორია
რედაქტირებადიდი ხნის განმავლობაში, სან-პაულუში, ისევე როგორც, სრულიად ბრაზილიაში, მეტროპოლიტენს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. ძირითადი ძალისხმევა იხარჯებოდა ავტოტრანსპორტის განვითარებისათვის. მეტროს მშენებლობა სან-პაულუში დაიწყო 1968 წლის დეკემბერში, ხაზით Norte-Sul (ჩრ.-სამხ.), მოგვიანებით ხაზი 1 - ცისფერი. პირველი მატარებელი, მარშრუტით ჟაბაკუარა - საუდი, გავიდა 1972 წ.-ს. კომერციული ექსპლუატაცია კი დაიწყო 1975 წ.-ს.
ხაზები
რედაქტირება# | სახელი | სადგური | გახსნის თარიღი | სიგრძე, კმ. | სადგურთა რაოდენობა |
---|---|---|---|---|---|
1 | ხაზი 1 - Azul | Tucuruvi ↔ Jabaquara | 1974 | 20,2 | 23 |
2 | ხაზი 2 - Verde | Vila Madalena ↔ Alto do Ipiranga | 1991 | 10,7 | 12 (14) |
3 | ხაზი 3 - Vermelha | Palmeiras-Barra Funda ↔ Corinthians-Itaquera | 1979 | 22 | 18 |
4 | ხაზი 4 - Amarela | Luz ↔ Vila Sônia | 2010 | (12,8) | (11) |
5 | ხაზი 5 - Lilás | Capão Redondo ↔ Largo Treze | 2002 | 8,4 (21) | 6 (16) |