სანტა-ფე (არგენტინა)

სანტა-ფე — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ არგენტინაში, სანტა-ფეს პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს მდინარეების — პარანასა და სალადოს შერწყმის ადგილას. მის მოპირდაპირე მხარესაა ქალაქი პარანა, რომელთანაც მდინარისქვეშა გვირაბითაა დაკავშირებული. 2001 წლის მონაცემებით, სანტა-ფეში 369,000 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო მის მეტროპოლიაში 454,238. წარმოადგენს არგენტინის მეცხრე უდიდეს ქალაქს. მიუხედავად იმისა, რომ სანტა-ფე დედაქალაქია, პროვინციის უდიდესი ქალაქია როსარიო.

ქალაქი
სანტა-ფე
Ciudad de Santa Fe
გერბი

ქვეყანა არგენტინის დროშა არგენტინა
პროვინცია სანტა-ფეს პროვინცია (არგენტინა)
კოორდინატები 31°38′00″ ს. გ. 60°41′00″ დ. გ. / 31.63333° ს. გ. 60.68333° დ. გ. / -31.63333; -60.68333
ქალაქის მერი მარტინ ბალბარერი
დაარსდა 1573 წ. 15 ნოემბერი
ფართობი 3 055 კმ²
ცენტრის სიმაღლე 19
მოსახლეობა 369,000 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 493,37 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-3
სატელეფონო კოდი +54 (0) 0342
საფოსტო ინდექსი S3000
ოფიციალური საიტი santafeciudad.gov.ar
სანტა-ფე (არგენტინა) — არგენტინა
სანტა-ფე (არგენტინა)

ქალაქი დაარსდა 1573 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება