სამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტი
სამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტი (ოს. Хуссар Ирыстоны паддзахадон университет) — უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ქალაქ ცხინვალში. დაარსდა 1932 წელს. 1934 წლამდე ეწოდებოდა ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი, 1934—1961 წლის დეკემბრამდე — სტალინირის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1993 წლიდან ეწოდება ალექსანდრე თიბილოვის სახელობის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი | |
---|---|
დაფუძნდა | 1932 |
ტიპი | უნივერსიტეტი |
სტუდენტი | 3 000 |
მდებარეობა | ცხინვალი |
ქალაქი | ცხინვალი |
ქვეყანა | საქართველო |
კამპუსი | საქალაქო |
http://xipu.ru/ |
1985 წლისათვის ინსტიტუტში არსებობდა 5 ფაკულტეტი: ფიზიკა-მათემატიკური, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ისტორია-ფილოლოგიური, ფილოლოგიური, საზ. პროფესიათა. აქვს აგრეთვე საღამოს და დაუსწრებელი სწავლების განყოფილებები. სწავლება ოსურ, ქართულ და რუსულ ენაზეა (სპეციალობების მიხედვით). მოქმედებდა 14 კათედრა. სწავლობდა 1925 სტუდენტი, მუშაობდა 99 პროფესორ-მასწავლებელი.
ამჟამად მოქმედებს 12 ფაკულტეტი, სადაც ირიცხება დაახლოებით 3000-მდე სტუდენტი. ინსტიტუტის თანამშრომელთა სამეცნიერო-კვლევითი სტატიები იბეჭდება საქართველოს სსრ პედაგოგიურ ინსტიტუტების „შრომებში“.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაგლოითი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 74.