სამხრეთი აფრიკა
სამხრეთი აფრიკა — გეოგრაფიული რეგიონი, აფრიკის კონტინენტის სამხრეთი ნაწილი. აერთიანებს როგორც კონტინენტის რამდენიმე სახელმწიფოს, ასევე კუნძულოვან სახელმწიფოებს, რომლებიც აფრიკის ნაწილად განიხილება.
დეფინიციები და გამოყენება
რედაქტირებაგაეროს გეოგრაფიული რეგიონების სქემა და SACU
რედაქტირებაგაეროს გეოგრაფიული რეგიონების სქემაში, სამხრეთ აფრიკაში წარმოდგენილია ხუთი ქვეყანა:[1]
სამხრეთ აფრიკის საბაჟო კავშირი (SACU), შეიქმნა 1969 წელს, როგორც გაეროს სუბრეგიონი ისიც აგრეთვე შედგება ხუთი წევრი ქვეყნისაგან.[2]
SADC-ის წევრები
რედაქტირებასამხრეთ აფრიკის განვითარების კავშირი (SADC) შეიქმნა 1980 წელს რეგიონული თანამშრომლობისათვის. ის შედგება:[3]
- ანგოლა
- ბოტსვანა
- ესვატინი
- კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
- ლესოთო
- მადაგასკარი
- მალავი
- მავრიკი
- მოზამბიკი
- ნამიბია
- სამხრეთი აფრიკა
- ტანზანია
- ზამბია
- ზიმბაბვე
ზოგადი გამოყენება
რედაქტირებარეგიონში ხანდახან თვლიან სხვა ტერიტორიებსაც:
- ანგოლა – გაეროს სქემის მიხედვით ცენტრალური აფრიკის ნაწილი.
- კომორის კუნძულები, მადაგასკარი, მალავი, მაიოტა, მავრიკი, მოზამბიკი, რეიუნიონი, სეიშელის კუნძულები, ზამბია, ზიმბაბვე – გაეროს სქემის მიხედვით აღმოსავლეთი აფრიკის ნაწილი.
მიუხედავად იმისა, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ტანზანია ხშირად ითვლება ცენტრალური და აღმოსავლეთ აფრიკის ნაწილებად, ზოგჯერ მათ სამხრეთ აფრიკაშიც აერთიანებენ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Composition of macro geographical (continental) regions, geographical sub-regions, and selected economic and other groupings". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-13. ციტირების თარიღი: 2011-01-23.
- ↑ Southern African Customs Union (SACU) official website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-03. ციტირების თარიღი: 2021-01-17.
- ↑ SADC - Southern African Development Community official website