სამხედრო-საჰაერო ძალები
სამხედრო-საჰაერო ძალები (უმრავლეს ქვეყნებში ეწოდება საჰაერო ძალები) — შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სახეობა, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის მიწისზედა, საჰაერო და საზღვაო სამიზნეების (ობიექტების) გასანადგურებლად როგორც დამოუკიდებლად, აგრეთვე შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებთან ურთიერთქმედებით. იგი ასევე გამოიყენება სახმელეთო ჯარები�� შეტევის მხარდასაჭერად, საჰაერო დესანტის გადასასროლად (გადასასხმელად), საჰაერო გადაზიდვების საწარმოებლად და საჰაერო დაზვერვის საწარმოებლად. რიგ ქვეყნებში სამხედრო-საჰაერო ძალებში შედიან საჰაერო თავდაცვის ნაწილები და შენაერთები. საჰაერო ძალებში შედიან ავიაციის შემდეგი გვაროვნებები: ბომბდამშენი ავიაცია, გამანადგურებელ-ბომბდამშენი ავიაცია, გამანადგურებელი ავიაცია, მოიერიშე ავიაცია, სადაზვერვო ავიაცია, სამხედრო-სატრანსპორტო ავიაცია.