საავიაციო ბომბი
საავიაციო ბომბი — საავიაციო საბრძოლო მასალის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც აგდებენ თვითმფრინავიდან ან სხვა საფრენი აპარატიდან სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მიზნების გასანადგურებლად. სპეციალური კონსტრუქციის საავიაციო ბომბებს იყენებენ კვამლის ფარდების მოსაწყობად, ადგილის გასანათებლად ან სხვა დამხმარე ამოცანების შესასრულებლად. ქვემოთ მოცემულია საავიაციო ბომბების სხვადასხვა ტიპები:
- ფუგასური საავიაციო ბომბი
- მსხვრევად საავიაციო ბომბი
- ჯავშანგამტანი საავიაციო ბომბი
- ტანკსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბი
- ნავსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბი
- ცეცხლგამჩენი საავიაციო ბომბი
- ქიმიური საავიაციო ბომბი
- დამხმარე დანიშნულების საავიაციო ბომბი
ბოლოს გაჩნდა მართული საავიაციო ბომბი, აგრეთვე ატომური ბომბები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 529.