რუდოლფ ჰესი (გერმ. Rudolf Heß: დ. 26 აპრილი, 1894, ალექსანდრია, ეგვიპტე — გ. 17 აგვისტო, 1987, ბერლინი, დასავლეთ გერმანია)[2] — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე, „ნსდაპ“-ის ერთ-ერთი ლიდერი და ადოლფ ჰიტლერის მოადგილე 1933-1941 წლებში. 1941 წელს მარტო გადაფრინდა გაერთიანებულ სამეფოში, ბრიტანელებსა და ნაცისტურ გერმანიას შორის მშვიდობის დამყარების მცდელობით მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ იგი შეპყრობილი იქნა ბრიტანეთის მთავრობის მიერ და ომის დამთავრებამდე იმყოფებოდა ტყვეობაში, რის შემდეგაც გადასცეს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალს.

რუდოლფ ჰესი
რუდოლფ ჰესი
ფიურერის მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 აპრილი, 1933 – 12 მაისი, 1941
კანცლერი  ადოლფ ჰიტლერი
მემკვიდრემარტინ ბორმანი (როგორც პარტიის კანცლერი)

რაიხსლაიტერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1933 – 1941
კანცლერი  ადოლფ ჰიტლერი

დაბადებული26 აპრილი, 1894
ალექსანდრია, ეგვიპტე
გარდაცვლილი17 აგვისტო, 1987 (93 წლის)
შპანდაუ, დასავლეთი ბერლინი, დასავლეთი გერმანია
ეროვნებაგერმანელი
პოლიტიკური პარტიანსდაპ (1920-1941)
მეუღლეილზა ჰესი (1900-1995)
შვილებივოლფ რუდიგერ ჰესი (1937[1]-2001)
განათლებამიუნხენის უნივერსიტეტი
ხელმოწერა

ჰესი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობისას რამდენიმეჯერ დაიჭრა, რისთვისაც დაჯილდოვდა მეორე ხარისხის რკინის ჯვრით. ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაირიცხა მფრინავად. 1918 წლის ოქტომბერში მიიღო ლეიტენანტის წოდება.

1919 წელს გახდა მიუნხენის უნივერსიტეტის სტუდენტი, სადაც ეუფლებოდა გეოპოლიტიკას. მისი მასწავლებელი იყო კარლ ჰაუსჰოფერი, რომელიც შემდგომში იქცა ნაცისტური იდეოლოგიის ერთ-ერთ საყრდენად. ჰესი ნსდაპ-ის შეუერთდა 1920 წლის 1 ივლისს. 1923 წელს ლუდის პუტჩის დროს მიემხრო ჰიტლერს . სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის და ორგანიზატორების დაპატიმრების შემდეგ, ციხეში ყოფნის პერიოდში, სწორედ ჰესი ეხმარებოდა ჰიტლერს „ჩემი ბრძოლის“ (Mein Kampf) დაწერაში, რაც იქცა ნსდაპ-ის ძირითად პოლიტიკურ პლატფორმად. ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 1933 წელს, ჰესი დაინიშნა ჰიტლერის მოადგილედ, ხოლო უახლოეს დროში მიიღო მინისტრის პოსტი პორტფელის გარეშე.[3]

ჰესი დაინტერესებული იყო ავიაციით და ხშირად სწავლობდა თანამედროვე თვითმფრინავებზე ფრენას,[4] რომელთა წარმოებას საფუძველი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ჩაეყარა. 1941 წლის 10 მაისს იგი მარტო გაფრინდა შოტლანდიაში, იმ იმედით, რომ შესძლებდა სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებას ჰერცოგ ჰამილტონთან, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის ოპოზიციად მიიჩნეოდა. ჩაფრენისთანავე ჰესი დაუყონებლივ დააპატიმრეს და ომის დამთავრებამდე იმყოფებოდა ტყვეობაში. ომის შემდეგ ჰესი წარსდგა ნიურნბერგის პროცესზე.[5] მთელი პროცესის განმავლობაში ირწმუნებოდა რომ იტანჯებოდა ამნეზიით, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ ეს იყო უბრალო ხრიკი. სასამართლომ ჰესი დამნაშავედ სცნო და მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა. სასჯელს იხდიდა შპანდაუს ციხეში 1947 წლიდან. მიუხედავად ოჯახის წევრებისა და გავლენიანი პოლიტიკოსების მიერ ჰესის განთავისუფლების არაერთი მცდელობისა, მისი დროზე ადრე გათავისუფლება დაბლოკა საბჭოთა კავშირმა. ის იმყოფებოდა დაცვის კონტროლის ქვეშ. 1987 წელს რუდოლფ ჰესმა სიცოცხლე თვიმკვლელობით დაასრულა. სიცოცხლის ბოლომდე ჰიტლერისა და მისი იდეების ერთგული დარჩა. ჰესის გარდაცვალების შემდეგ ციხე დაანგრიეს, რათა ეს ადგილი არ ქცეულიყო ნეონაცისტების სიწმინდედ.[6]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bird, Eugene (1974). The Loneliest Man in the World. London: Martin Secker & Warburg. OCLC 1094312. 
  • Childers, Thomas (2017). The Third Reich: A History of Nazi Germany. Simon & Schuster. ISBN 978-1-45165-113-3. 
  • Greenwald, John; Freeman, Clive (31 August 1987). „Germany: The Inmate of Spandau's Last Wish“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 December 2008. ციტირების თარიღი: 27 February 2013.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Evans, Richard J. (2005). The Third Reich in Power. New York: Penguin Group. ISBN 978-0-14-303790-3. 
  • Nesbit, Roy Conyers; van Acker, Georges [1999] (2011) The Flight of Rudolf Hess: Myths and Reality. Stroud: History Press. ISBN 978-0-7509-4757-2. 
  • Fox, Jo (2011). „პროპაგანდა და რუდოლფ ჰესის გაფრენა 1941–45“. The Journal of Modern History. 83 (1): 78–110. doi:10.1086/658050. ISSN 0022-2801.
  • Hess, Wolf Rüdiger [1984] (1987). My Father Rudolf Hess. London: W.H. Allen. ISBN 0-352-32214-4. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Nesbit & van Acker 2011, p. 15, 20.
  2. data.bnf.fr: ღია მონაცემთა პლატფორმა
  3. Hess 1987, p. 39.
  4. Nesbit & van Acker 2011, pp. 20–21.
  5. Nesbit & van Acker 2011, p. 97.
  6. Greenwald & Freeman 1987.