რს-122
ქართული წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა რს-122 | |
რს-122 | |
---|---|
კლასიფიკაცია | ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა |
დამპროექტებელი | სსიპ სსსტც "დელტა" |
მწარმოებელი | სსიპ სსსტც "დელტა" |
ექსპლუატაციის წელი(წლები) | 2012-დღემდე |
გამოშვების რაოდენობა | 3+ |
ძირითადი ოპერატორები | საქართველო |
ზომები | |
სიმაღლე, მმ | 3260 |
კლირენსი,მმ | 390 |
ჯავშანი | |
ჯავშნის ტიპი | კომბინირებული, მრავალშრიანი, STANAG 4569 level 2 |
ამაღლების კუთხეები, გრად. | 0°/ +60° |
მობილურობა | |
ძრავის ტიპი | ЯМЗ 238Д |
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. | 360 |
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ | 80 |
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ | 500 |
რს-122 — ქართული წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. სისტემა წარმოადგენს საბჭოთა წარმოების მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული БМ-21 "Град"-ის ქართულ ვერსიას. განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, გამაგრებული ობიექტების, სამეთაურო პუნქტების და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად. [1]
შექმნის ისტორია
რედაქტირებაშექმნილია 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს მიერ რომელსაც ექვემდებარება ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა. მანქანის თავდაპირველი სახელწოდება იყო რდმ-26, შემდეგ სახელი შეეცვალა დრს-122-ზე, შემდეგ კი — რს-122 ეწოდა.
კონსტრუქცია
რედაქტირებასისტემა შედგება «КрАЗ-6322» შასისგან, მანქანას გააჩნია დაჯავშნული კაბინა, რომელიც მასში მყოფ ხუთ კაციან გათვლას ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისგან იცავს.
შეიარაღება
რედაქტირებასაცეცხლე ნაწილი წარმოადგენს მრავალჯერადი გამოყენების 40 ლულიან . საცეცხლე პაკეტს, რომელშიც 122 მმ კალიბრის უმართავი რეაქტიული რაკეტები თავსდება. საბრძოლო მანქანას ცეცხლის წარმოება, პოზიციის წინასწარი მომზადების გარეშე და გათვლის კაბინიდან გადმოუსვლელად შეუძლია, რაც ზალპის განსახორციელებლად საჭირო დროს მინიმუმამდე ამცირებს. პერსპექტივაში მანქანაზე შესაძლებელია დამონტაჟდეს ცეცხლის მართვის ��ვტონომიური ციფრული სისტემა, ნავიგაციისა და დამიზნების თანამგზავრული სისტემები. ასევე მოდულური საცეცხლე ნაწილი, რომელზეც შესაძლებელი იქნება ერთჯერადი და მრავალჯერადი პაკეტების დამონტაჟება სხვადასხვა ტიპის და კალიბრის რაკეტებით.
სურათები
რედაქტირება-
აღლუმზე
-
უკანა ხედი
-
წინა ხედი
-
წინა ხედი
-
გვერდითა ხედი