რევაზ ჩელებაძე

ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი

რევაზ ჩელებაძე (დ. 2 ოქტომბერი, 1955, ქობულეთი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი.[2][3] სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“, ბათუმის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979), ფინალისტი (1980) და თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში (1980). საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1976).[4][2][5]

რევაზ ჩელებაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რევაზ ვლადიმერის ძე ჩელებაძე[1]
დაბადების
თარიღი
2 ოქტომბერი, 1955 (1955-10-02) (69 წლის)
დაბადების
ადგილი
ქობულეთი,
საქართველოს სსრ,
საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 180 სმ[2]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1972–1973 შუქურა ქობულეთი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1974–1975 დინამო ბათუმი 58 (30)
1976–1982 დინამო თბილისი 122 (41)
1982 გურია ლანჩხუთი 11 (6)
1983–1985 დინამო ბათუმი 78 (53)
1985–1987 დინამო თბილისი 37 (11)
ეროვნული ნაკრები
1977–1980 საბჭოთა კავშირი 7 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ფეხბურთის თამაში დაიწყო ქობულეთში, მწვრთნელ ვ. ჩხარტიშვილთან.[6][7] 1972–1973 წლებში ქობულეთის „შუქურას“ რიგებში გამოდის, 1974–1975 წლებში ბათუმის „დინამოში“ აგრძელებს თამაშს. თბილისის „დინამოშია“ 1976 წლიდან.[6]

გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად იმავე წლის 4 აპრილს[8][2][7] საკავშირო ჩემპიონატის პირველივე ტურის კალენდარულ მატჩში მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ გამოდის მოედანზე. შეხვედრას „ლოკომოტივის“ სტადიონი მასპინძლობს და მას 35 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი ესწრება. ანგარიშს სტუმრები მატჩის მეორე წუთზევე ხსნიან, ბურთი იური ჩესნოკოვს გააქვს. დინამოელები მხოლოდ მატჩის მიწურულს ახერხებენ ანგარიშის გათანაბრებას. კერძოდ, მე-80 წუთზე დავით ყიფიანს მის მიერ წარუმატებლად შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, დამატებაზე, თავადვე გააქვს საპასუხო ბურთი მოსკოველთა მეკარე ვლადიმერ ასტაპოვსკის კარში და დაპირისპირებაც ფრედ (1–1) სრულდება.[9]

1976 წლის საფეხბურთო სეზონში საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი ორჯერ იმართება, შესაბამისად — საგაზაფხულო და საშემოდგომო ჩემპიონატის სახით. რევაზ ჩელებაძე გუნდის ძირითადი შემადგენლობის მაისურით, როგორც საგაზაფხულო, ასევე, საშემოდგომო პირველობათა ჯამში, ოცდაორჯერ იცავს თბილისელთა ღირსებას და შვიდი გოლი გააქვს.[10] ამასთან, თავის სადებიუტო სეზონში გუნდთან ერთად ორჯერ ხდება ქვეყნის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი. გარდა ამისა, იმავე წლის 3 სექტემბერს საკავშირო თასსაც ეუფლება, როდესაც გუნდის ისტორიაში ხუთი (1936, 1937, 1946, 1960, 1970) უიღბლო სათასო ფინალის შემდეგ, თბილისელები, თავის მეექვსე ფინალში სამოცდაათიანი წლების საბჭოთა ფეხბურთის საკმაოდ ანგარიშგასაწევ გუნდსა და პრინციპულ მოწინააღმდეგეს — ერევნის „არარატს“ ამარცხებენ და პირველად ისაკუთრებენ ბროლის თასს. დინამოელთა ახალბედა თავდამსხმელი მატჩის 68-ე წუთზე, დავით ყიფიანისა და ფირუზ კანთელაძის მიერ გატანილ ორ გოლს, კიდევ ერთ გოლს ამატებს და ამ ისტორიული შეხვედრის საბოლოო ანგარიშს აფიქსირებს.[11]

მომდევნო, 1977 წელს, გუნდის შემადგენლობაში ჩემპიონატის 28 შეხვედრას ატარებს და რვაჯერ იღებს მეტოქეთა კარს. ამ სეზონში გუნდთან ერთად ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს და შესაბამისად, ვერცხლის მედლებს ეუფლება. შედარებით მოკრძალებულია მისი მაჩვენებლები 1978 წლის საფეხბურთო სეზონში ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების მხრივ (12 მატჩი და 3 გოლი), თუმცა ამ წელს დინამოელები თავისი არსებობის მანძილზე, მეორედ ხდებიან ქვეყნის ჩემპიონები.[12] ამ ისტორი��ლი მიღწევის ერთ-ერთი შემოქმედი, სხვებთან ერთად, რევაზ ჩელებაძეც არის. 1979 წელს დინამოელთა რიგებში იგი მეორედ ეუფლება საკავშირო თასს.

1982 წელს თბილისის „დინამოდან“ მცირე ხნით, იმ დროს, საკავშირო პირველობის პირველ ლიგაში მოასპარეზე ლანჩხუთის „გურიაში“ გადადის, სადაც 11 შეხვედრაში 6 გოლი გააქვს.[13][14][15]

პირველად ლანჩხუთის „გურიას“ მაისურით 1982 წლის 30 ივლისს, საკავშირო პირველობის პირველ ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში კიევის სკა-ს წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი, რომელიც ლანჩხუთის ცენტრალურ სტადიონ „კოლხეთზე“ გაიმართა და რომელსაც 7 ათასი მაყურებელი დაესწო, მასპინძელთა გამარჯვებით 4–0 დამთავრდა. ჩელებაძისთვის სადებიუტო შეხვედრა ლანჩხუთის „გურიამ“ ასეთი შემადგენლობით ჩაატარა — მეკარე მამუკა აბუსერიძე, მცველები: ილია რუხაძე (დავით სანიკიძე 25'), მერაბ გოგოხია, მურთაზ გივის ძე ხურცილავა, შოთა სომხიშვილი (სულხან ახალბედაშვილი 65'), სოსო ჭედია, ნახევარდაცვა: თეიმურაზ ებანოიძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, თემურ ჩხაიძე (რამაზ ცხოვრებაშვილი 46'), იური ციპლე, თავდასხმა: რევაზ ჩელებაძე. მთავარი მწვრთნელი მურთაზ ხურცილავა. ლანჩხუთელთა მიერ მეტოქის კარში გატანილი ოთხი გოლიდან ორი — შეხვედრის დებიუტანტმა, რევაზ ჩელებაძემ თამაშის 63-ე და 68-ე წუთებზე გაიტანა. მატჩის მიწურულს ჩელებაძეს მესამე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა პენალტების შესრულების აღიარებულმა სპეციალისტმა 84-ე წუთზე კიეველთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანის გამოყენება იმჯერად ვერ შეძლო.[16]

ბოლოჯერ ლანჩხუთელთა რიგებში იმავე წლის 5 ნოემბერს, საკავშირო პირველობის პირველ ლიგის ბოლო ტურის გასვლით შეხვედრაში სიმფეროპოლის „ტავრიას“ წინააღმდეგ ითამაშა.[17]

1983–1985 წლებში კვლავ ბათუმის „დინამოში“ აგრძელებს თამაშს,[18] რის შემდეგ ისევ დედაქალაქის გუნდს უბრუნდება. სათამაშო კარიერას აქვე, 1987 წელს ამთავრებს.

რევაზ ჩელებაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 159 მატჩი ჩაატარა და 52 გოლი გაიტანა.[19][20]

ევროთასებზე

რედაქტირება

რაც შეეხება ევროპულ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებს, მის ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 14 შეხვედრაში დაიცვა და 3 ბურთი გაიტანა, აქედან 9 შეხვედრა — თასების მფლობელთა თასის,[21] ხოლო 5 — უეფა-ს თასის გათამაშებაში.[22][23]

თბილისის „დინამომ“, როგორც 1976 წლის საბჭოთა კავშირის თასის მფლობელმა, ევროპის თასების მფლობელთა თასზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. სწორედ აღნიშნული თასის გათამაშებას უკავშირდება რევაზ ჩელებაძის საკლუბო კარიერაში ევროთასებზე ასპარეზობის დებიუტი. პირველად დინამოელთა შემ���დგენლობაში 1976–77 წლების ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების პირველი წრის შეხვედრაში „კარდიფ სიტის“ წინააღმდეგ ითამაშა. თბილისის „დინამო“ ასეთი შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე — მეკარე დავით გოგია, მცველები: ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, ზორბეგ ებრალიძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, ნახევარდაცვა: მანუჩარ მაჩაიძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, დავით ყიფიანი, თავდასხმა: რევაზ ჩელებაძე და ვლადიმერ გუცაევი. შეხვედრა 1976 წლის 15 სექტემბერს კარდიფში, „ნინიან პარკზე“ (ინგლ. Ninian Park) გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1–0 დამთავრდა.[24]

ევროთასების მატჩები და გოლები

რედაქტირება
მოგება ფრე წაგება
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი ტურნირი შენიშვნა წყარო
1 15.09.1976 კარდიფი „კარდიფ სიტი“   1–0   „დინამო“ თბ. თასების თასი [25]
2 29.09.1976 თბილისი „დინამო“ თბ.   3–0   „კარდიფ სიტი“ თასების თასი [26]
3 20.10.1976 თბილისი „დინამო“ თბ.   1–4   მტკ ბუდაპეშტი თასების თასი   45' [27]
4 19.10.1977 კოპენჰაგენი კბ კოპენჰაგენი   1–4   „დინამო“ თბ. უეფა-ს თასი   76' [28]
5 02.11.1977 თბილისი „დინამო“ თბ.   2–1   კბ კოპენჰაგენი უეფა-ს თასი   46'  52'58' [29]
6 23.11.1977 თბილისი „დინამო“ თბ.   1–0   „გრასჰოპერსი“ უეფა-ს თასი   65' [30]
7 07.12.1977 ციურიხი „გრასჰოპერსი“   4–0   „დინამო“ თბ. უეფა-ს თასი [31]
8 13.09.1978 თბილისი „დინამო“ თბ.   2–0   „ნაპოლი“ უეფა-ს თასი   80' [32]
9 17.09.1980 სალონიკი „კასტორია“   0–0   „დინამო“ თბ. თასების თასი   77' [33]
10 01.10.1980 თბილისი „დინამო“ თბ.   2–0   „კასტორია“ თასების თასი   85' [34]
11 22.10.1980 უოტერფორდი „უოტერფორდი“   0–1   „დინამო“ თბ. თასების თასი   20' [35]
12 05.11.1980 თბილისი „დინამო“ თბ.   4–0   „უოტერფორდი“ თასების თასი [36]
13 04.11.1981 თბილისი „დინამო“ თბ.   3–1   „ბასტია“ თასების თასი   86' [37]
14 07.04.1982 თბილისი „დინამო“ თბ.   0–1   „სტანდარდი“ ლიეჟი თასების თასი   64' [38]

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

1977–1980 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 7 შეხვედრა ჩაატარა და 3 ბურთი შეაგდო.[39] პირველად საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების რიგებში 1977 წლის 7 სექტემბერს, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში პოლონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. რევაზ ჩელებაძისთვის სადებიუტო შეხვედრა, რომელიც ვოლგოგრადის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და რომელსაც 45 ათასი მაყურებელი დაესწრო, საბჭოთა კავშირის ეროვნულმა ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა — მეკარე ვლადიმერ პილგუი, მცველები: ალექსანდრე ბუბნოვი, ალექსანდრე მახოვიკოვი (ვასილი ჟუპიკოვი 78'), სერგეი პრიგოდა, ვლადიმერ გოლუბევი, ნახევარდაცვა: ვლადიმერ ბესონოვი (ალექსანდრე მინაევი 68'), ლეონიდ ბურიაკი, ანატოლი კონკოვი, ვლადიმერ ვერემეევი, თავდასხმა: ოლეგ ბლოხინი, იური ჩესნოკოვი. რევაზ ჩელებაძე მოედანზე მატჩის 75-ე წუთზე იური ჩესნოკოვის ნაცვლად შევიდა.

სანაკრებო მატჩები და გოლები

რედაქტირება
მოგება ფრე წაგება
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 07.09.1977 ვოლგოგრადი სსრკ   4–1   პოლონეთი ამხანაგური   75' [40]
2 08.10.1977 პარიზი საფრანგეთი   0–0   სსრკ ამხანაგური   62' [41]
3 26.03.1980 სოფია ბულგარეთი   1–3   სსრკ ამხანაგური   60'65' [42]
4 29.04.1980 მალმე შვედეთი   1–5   სსრკ ამხანაგური   39' (პენ.) [43]
5 23.05.1980 მოსკოვი სსრკ   1–0   საფრანგეთი ამხანაგური [44]
6 15.06.1980 რიო-დე-ჟანეირო ბრაზილია   1–2   სსრკ ამხანაგური   66' [45]
7 12.07.1980 მოსკოვი სსრკ   2–0   დანია ამხანაგური   76' [46]

გარდა ამისა, ორი მატჩი ითამაშა საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში XXII ზაფხულის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე ზამბიისა[47] და ქუვეითის ოლიმპიურ ნაკრებებთან.[48]

კარიერის შემდეგ

რედაქტირება

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ეკავა ადმინისტრაციული თანამდებობები: იყო ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი 1990–1994, 1995 და 1996 (ივნისიდან ივლისამდე), ქობულეთის „შუქურას“ პრეზიდენტი (1990), რუსთავის „მეტალურგის“ პრეზიდენტი 1996–1997 წლებში. 1995 წელს ერთი პერიოდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

მუშაობდა საფეხბურთო აგენტად, მისი ყველაზე ცნობილი კლიენტი იყო ჯანო ანანიძე.

 
საბჭოთა კავშირის ნაკრებში

1977 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[49][50][კომ. 1]

1984 წელს 37 შეხვედრაში გატანილი 27 გოლით გახდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობაში.[51][52]

1987 წლის 20 თებერვალს თბილისის „დინამომ“ წინასასეზონო მზადების პროცესში, ლე���ელიძეში ბუდაპეშტის „ჩეპელს“ 3–0 მოუგო. სამიდან ორი ბურთი რევაზ ჩელებაძემ გაიტანა, ერთიც სოსო ჭედიამ.[53][54][კომ. 2]

რევაზ ჩელებაძე არის ცნობილი ფეხბურთელის, კიევის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ანდრეი ბალის შვილის ნათლია.[55]

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — რევაზ ჩელებაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[56]

2012 წლის 25 სექტემბერს ქობულეთში მისი სახელობის სტადიონი გაიხსნა.

2022 წლის 13 ივლისს, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“, შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ ინიციატივით, რევაზ ჩელებაძის ვარსკვლავი გაიხსნა.[57][58]

მისი შვილი, გიორგი ჩელებაძე ასევე ფეხბურთელია.

მიღწევები

რედაქტირება
 
რევაზ ჩელებაძე
  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
ევროპის თასების მფლობელთა თასი
  •   თასის მფლობელი: 1981

სანაკრებო

რედაქტირება
  საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  •   ვიცე-ჩემპიონი: 1979[68][69][70]
  სსრკ ოლიმპიური ნაკრები
ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები
  •   ბრინჯაოს პრიზიორი: 1980

ინდივიდუალური

რედაქტირება
33 საუკეთესო

ლიტერატურა

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
თემატური საიტები
AFS · BeSoccer · EU football.info · FCDinamo.ge · Footballdatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams · Olympedia · Olympics · Pes Miti del Calcio · Rusteam.Permian.ru · Sports-Reference.com · Transfermarkt · Worldfootball.net · КЛИСФ · teams.by
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ქართული სპორტი
მედია
„ლელო“ · „მსოფლიო სპორტი“ · 1tv.ge
ვიდეო
ავტოგრაფი - რევაზ ჩელებაძე · sport შოუ #15 - ოთარ ტატიშვილთან

���ომენტარები

რედაქტირება
  1. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). თავდაპირველად საუკეთესოებს ავლენდნენ გაზეთები „კრასნი სპორტი“ («Красный спорт»), ხოლო შემდეგ ჟურნალი „ფიზკულტურა და სპორტი“ («Физкультура и спорт»). 1933 წლიდან საუკეთესოთა სიის დამტკიცება ხდებოდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურის უმაღლესი საბჭოს, 1938 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის სექციის, ხოლო 1959 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. 1930 წლიდან სია წარმოადგენდა ფეხბურთელთა სამ სიმბოლურ შემადგენლობას იმ მოთამაშეთაგან, რომელთაც მიღწეული სეზონური მაჩვენებლებიდან გამომდინარე აკუთვნებდნენ შესაბამის ნომერს (№ 1, № 2 და № 3). 1928 წელს სიაში შეიყვანეს 44 ფეხბურთელი, ხოლო 1938 წელს — ქვეყნის 55 საუკეთესო მოთამაშე. საბჭოთა ფეხბურთის მთელი ისტორიის მანძილზე 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში სულ 616 ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი.
  2. „რაც შეეხება თვით თამაშს, იგი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 39-ე წუთზე გაიხსნა. ჩვენმა ფეხბურთელებმა ზედიზედ ოთხი კუთხური მიაწოდეს. ბოლოს და ბოლოს ცაავას მიერ ჩამოწოდებულ ბურთს ჩელებაძემ მიუსწრო და თავური დარტყმით გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე შესანიშნავად ითამაშა სოსო ჭედიამ. მისი ღრმა რეიდი იმავე ჩელებაძესთან სწრაფად გათამაშებული „კედლით“ და მცველის ზუსტი დარტყმით დამთავრდა — 2:0. თუმცა მეორე ტაიმში თბილისელებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს (65-ე წუთზე ჩელებაძემ ჩვეული ოსტატობით გამოიყენა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა). უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ნახევარში ისინი უკეთესად თამაშობდნენ. გოლის გატანა შეეძლოთ ჩელებაძეს, რევიშვილს, კორღალიძეს, გურულს, მაგრამ მათი დარტყმა ან მიზანს სცდებოდა, ან უნგრელთა მეკარე იდგა მოწოდების სიმაღლეზე. საბოლოოდ დინამოელებმა გაიმარჯვეს — 3:0. „დინამოს“ შემადგენლობა: გაბელია (აბუსერიძე, 69'), კეტაშვილი, ცაავა, ჭედია, მალანია, კაკილაშვილი (ბიგვავა, 79'), სვანაძე, აფციაური (ჟორდანია, 73'), კორღალიძე, ჩელებაძე (გურული, 69'), რევიშვილი (გოგრიჭიანი, 77').“ იხ. „ლელო“, 21 თებერვალი, 1987.
  1. დაჯილდოება // „ლელო“, 11.09.1979, № 174 (6485), გვ. 1.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1980, გვ. 35
  3. „ახლაც ჩამესმის მოგუგუნე, გადაჭედილი „მარაკანას“ ექო...“!
  4. აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 108
  5. Челебадзе Реваз Владимирович / dinamo-tbilisi.ru
  6. 6.0 6.1 აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ., 1981, გვ. 26
  7. 7.0 7.1 აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1982, გვ. 23
  8. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1979, გვ. 40
  9. "Динамо" (Тб.) 1–1 ЦСКА / 04.04.1976 // fc-dynamo.ru
  10. თბილისის „დინამო“ — სეზონი 1976 // dinamo-tbilisi.ru
  11. პირველი ბროლის თასი // fcdinamo.ge
  12. Чемпионат СССР по футболу 1978. Высшая лига
  13. Состав команды «Гурия» Ланчхути в сезоне 1982
  14. ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 465
  15. რევაზ ჩელებაძე: „ლანჩხუთის „გურია“ მეორედ დაიბადა“
  16. «Гурия» Ланчхути 4–0 СКА Киев / 30.07.1982 // FootballFacts
  17. «Таврия» Симферополь 4–0 «Гурия» Ланчхути / 05.11.1982
  18. ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 479
  19. აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 98
  20. Челебадзе Реваз Владимирович // footballfacts.ru
  21. Revaz Chelebadze » Club matches » Cup Winners Cup
  22. Revaz Chelebadze » Club matches » Europa League
  23. Челебадзе Реваз Владимирович // klisf.net
  24. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ., 1981, გვ. 34
  25. 15.09.1976. Cardiff City 1–0 Dinamo Tbilisi / Ninian Park
  26. 29.09.1976. Dinamo Tbilisi 3–0 Cardiff City / Dinamo Arena
  27. 20.10.1976. Dinamo Tbilisi 1–4 MTK Budapest / Dinamo Arena
  28. Kjöbenhavns BK 1–4 Dinamo Tbilisi / Frederiksberg Idrætspark
  29. 02.11.1977. Dinamo Tbilisi 2–1 Kjöbenhavns BK / Dinamo Arena
  30. 23.11.1977. Dinamo Tbilisi 1–0 Grasshoppers / Dinamo Arena
  31. 07.12.1977. Grasshoppers 4–0 Dinamo Tbilisi / Hardturm
  32. 13.09.1978. Dinamo Tbilisi 2–0 SSC Napoli / Dinamo Arena
  33. 17.09.1980. AGS Kastoria 0–0 Dinamo Tbilisi / Kaftanzoglio
  34. 01.10.1980. Dinamo Tbilisi 2–0 AGS Kastoria / Dinamo Arena
  35. 22.10.1980. Waterford Utd 0–1 Dinamo Tbilisi / Kilcohan Park
  36. 05.11.1980. Dinamo Tbilisi 4–0 Waterford Utd / Dinamo Arena
  37. 04.11.1981. Dinamo Tbilisi 3–1 SEC Bastia / Dinamo Arena
  38. 07.04.1982. Dinamo Tbilisi 0–1 Standard Liège / Dinamo Arena
  39. Revaz Chelebadze International matches // 11v11
  40. USSR 4–1 Poland / Friendly, 07.09.1977 // 11v11
  41. France 0–0 USSR / Friendly, 08.10.1977 // 11v11
  42. Bulgaria 1–3 USSR / Friendly, 26.03.1980 // 11v11
  43. Sweden 1–5 USSR / Friendly, 29.04.1980 // 11v11
  44. USSR 1–0 France / Friendly, 23.05.1980 // 11v11
  45. Brazil 1–2 USSR / Friendly, 15.06.1980 // 11v11
  46. USSR 2–0 Denmark / Friendly, 12.07.1980 // 11v11
  47. USSR 3–1 Zambia / Olympics Group A // 11v11
  48. USSR 2–1 Kuwait / Olympics Quarter-final // 11v11
  49. საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია
  50. Список 33 лучших футболистов сезона в СССР
  51. Чемпионат СССР по футболу 1984. Первая лига // teams.by
  52. Состав Динамо Батуми 1984 в турнире Чемпионат СССР 1984
  53. აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 109
  54. «Динамо» (Тбилиси) 3–0 «Чепель» (Будапешт) / 20.02.1987
  55. Реваз Челебадзе. 5 интересных фактов из жизни
  56. თბილისის დინამოელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ
  57. ბათუმის სტადიონზე რევაზ ჩელებაძის ვარსკვლავი გაიხსნა.
  58. ბათუმის სტადიონზე ჩელებაძის ვარსკვლავი გაიხსნა
  59. 59.0 59.1 59.2 აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 102
  60. ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 400
  61. 61.0 61.1 ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 384
  62. ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 378
  63. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1980, გვ. 39–42
  64. Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi // Soviet Union Cup 1980
  65. "Шахтер" (Донецк) 2–1 "Динамо" (Тб.) / Финал // fc-dynamo.ru
  66. Сбылось и не сбылось // "Футбол-Хоккей"
  67. Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й
  68. Сборная Грузии на Спартакиаде народов СССР 1979 года
  69. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1980, გვ. 48–50
  70. ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 424