პრაღის მეტროპოლიტენი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პრაღის მეტროპოლიტენი (ჩეხ. Pražské metro) — ერთადერთი მეტროპოლიტენი ჩეხეთში და პრაღის ტრანსპორტის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება. პრაღის მეტროპოლიტენი ევროპაში მგზავრთა გამტარობის მიხედვით მეშვიდე ადგილს იკავებს.

პრაღის მეტრო

Metro M1 C ხაზის სადგურ სტრშიჟკოვზე

სადგური ლეტნიანი
მიმოხილვა
მშობლიური სახელი Pražské metro
მდებარეობა პრაღა, ჩეხეთი
ტრანსპორტის ტიპი მეტროპოლიტენი
ხაზების რაოდენობა 3[1] (+1 დამტკიცებულია)
ხაზის ნომერი 61[1]
წლიური მგზავრთბრუნვა 589,2 მილიონი (2012)[2]
საიტი dpp.cz
ფუნქციონირება
ფუნქციონირების დაწყება 9 მაისი, 1974; 50 წლის წინ (1974-05-09)[3]
ოპერატორ(ებ)ი პრაღის სატრანსპორტო
კომპანია
სატრანსპორტო საშუალება 730[4]
ტექნიკური მახასიათებლები
სისტემის სიგრძე 65,2 კმ[1]
ლიანდის ზომა 1435 მმ (სტანდარტული)
მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ

პრაღის მეტროპოლიტენი სამი ხაზისგან შედგება: "ა" ( სქემაზე მწვანედ) "ბ" (სქემაზე ყვითლად) "ც" (სქემაზე წითლად). ქალაქის ცენტრში გადასაჯდომ სამკუთხედს ჰქმნის. პირველად გაიხსნა "ც" ხაზის მონაკვეთი სადგურებს "კეჩეროვსა" და "სოკოლოვსკას" (ამჟამად "ფლორენცი") შორის. ხაზების სიგრძე 59,3 კმ-ია, სადგურების რაოდენობა 57. სამი დეპოა: "კეცეროვი", "ჰოსტივარი" და "ზლიჩინი", აქვე უნდა ითქვას, რომ სამივე დეპოს რკინიგზასთან შეერთების საკუთარი ლიანდაგები აქვს.

დღიურად მეტროპოლიტენს 1,5-დან 2 მლნ ადამიანამდე გადაჰყავს. სამგზავრო ბილეთებია პრაღის მტროსთვის, ტრამვაისთვის, ავტობუსისთვის, პეტრჟინაზე მდებარე ფუნიკულიორისა და ზოოპარკისთვის ერთიანია.

სადგურებს, როგორც წესი, რამდენიმე ამოსასვლელი აქვთ, მანძილი კი მათ შორის საკმაოდ დიდიც შეიძლება იყოს. ზოგიერთ საგარეუბნო მეტროსადგურს, რომელიც ღრმად არ არის განლაგებული, საესკალატორო მომსახურება არ გააჩნია. ამასთან, ბოლო ხანებში ყველა სადგურს ლიფტებს უყენებენ, რათა ეტლში მყოფი ინვალიდებისთვის გაიოლდეს ბაქანზე მოხვედრა.

 
 
 

პრაღაში მეტროპოლიტენის აშენების პირველი წინადადება ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის აშენების შემდეგ ლადისლავ როტმა წამოაყენა 1898 წელს. ღონისძიებები ნაწილობრივ 1920-იან წლებში დაიწყო და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა როგორც ომამდე, ასევე, ომის შემდეგ, თუმცა, მეტროს მასშტაბური მშენებლობა 1966 წელსღა დაიწყო, ოღონდ, თავიდან მიწისქვეშა ტრამვაის ტრასები იგეგმებოდა.

პრაღის მეტროპოლიტენის მშენებლობის კონცეფცია 1967 წელს დაამტკიცა ჩსსრ-მა. მშენებლობა საბჭოთა სპეციალისტების დახმარებით მიმდინარეობდა. პირველი მონაკვეთი 1974 წლის 9 მაისს, წითელის არმიის მიერ პრაღის გათავისუფლებიდან 29 წლისთავზე. ხაზ "А"-ს გახსნისთვის საბჭოთა კავშირიდან 43 ათასი ტონა თუჯის ტუბინგი, 21 ესკალატორი, ტურნიკეტები და სხვა სახის ინვენტარი იქნა ჩატანილი.

1990 წელს "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ 19 სადგურს, რომელთაც მანამდე საბჭოთა და კომუნისტური ხასიათის სახელწოდება ჰქონდა, ადგილობრივი ტოპონიმიკით შეიცვალა.

ცისფრით აღნიშნულია მონაკვეთები, რომლებიც 2002 წელს დაიტბორა.

# სახელწოდება გაიხსნა სიგრძე სადგურები
A ხაზი A (Linka A) 1978 11.0 კმ 13
B ხაზი B (Linka B) 1985 25.6 კმ 24
C ხაზი C (Linka C) 1974 22.7 კმ 20
სულ: 59.3კმ 57 (იხ. ზემოთ)

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Company Profile - Dopravní podnik hlavnívo města Prahy. Dopravní podnik hlavnívo města Prahy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-24. ციტირების თარიღი: 2015-07-03.
  2. Annual Report 2012 (pdf). Dopravní podnik hlavnívo města Prahy (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-21. ციტირების თარიღი: 2013-09-20.
  3. History - Dopravní podnik hlavnívo města Prahy. Dopravní podnik hlavnívo města Prahy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-19. ციტირების თარიღი: 2013-09-11.
  4. DPP, Vozový park