პორტალი:წმინდანები/იცოდით, რომ/არქივი
2010
რედაქტირებაოქტომბერი
რედაქტირება- ...ეკლესიის სწავლებით, ელია წინასწარმეტყველი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს...
- ...ესქატოლოგია არის მოძღვრება კაცობრიობის უკანასკნელ მოვლენებზე, ცივილიზაციის დასასრულზე და მასზე თითქმის მსოფლიოს ყველა რელიგიურ მიმდინარეობაშია წინასწარმეტყველებები...
- ...როცა წმინდანი ეგნატე ღმერთშემოსილი (სურათზე) ლომებმა დაფლითეს, მისი გული უვნებელი აღმოჩნდა. წარმართებმა გაჭრეს იგი და ნახეს, რომ მის შიდა მხარეებზე ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული: „იესო ქრისტე“...
ივლისი
რედაქტირება- ...წმინდა ნიკოლოზი ჩვილობაში მარხვას იცავდა: ოთხშაბათობით და პარასკევობით მხოლოდ ერთხელ ღებულობდა დედის რძეს, მას შემდეგ, რაც მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებნდენ...
- ...მოწამე ქრისტეფორე თავიდან საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ არ სურდა თავისი გარეგნობით სხვები ეცდუნებინა და უფალს შეევედრა, მისთვის სახე დაემახინჯებინა, ამიტომ იგი ხატზე ცხოველის სახითაა წარმოდგენილი...
- ... რომის პაპი ლუციუს I ითვლება დანიის, განსაკუთრებით კუნძულ ზელანდიის მფარველ ღვთაებად...
მაისი
რედაქტირება- ...რომანოვების ოჯახის დაცემამდე და დახვრეტამდე რამდენიმე წლით ადრე მათი მფარველი თედორეს ღვთისმშობლის ხატიდან ღვთისმშობლის გამოსახულება გაქრა...
- ...წმინდა ბარბარე (სურათზე) გამოსახულია ქალაქ ფორსტის (გერმანია) და ქალაქ აიკას (უნგრეთი) გერბებზე...
აპრილი
რედაქტირება- ... ერთ-ერთ კაბადოკიურ ოჯახში 10 ბავშვი იზრდებოდა, რომელთაგან 5 შვილი: ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი (სურათზე), პეტრე სებასტიელი, ღირსი მაკრინე, თეოზვა დიაკონისა და მათი დედა (წმინდა ემილია) წმინდანებად იქნენ შერაცხულნი...
- ... ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მოსკოვისა და ამსტერდამის მფარველი წმინდანია ...